2020 წელს 7 643 წყვილი განქორწინდა - საქსტატი

პუბლიკა

საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს რეგისტრირებულია 16 359 ქორწინება, რაც 29.7%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 28.1 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის – 30.7 წელს.

რაც შეეხება განქორწინებას, 2020 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 7 643 შეადგინა, რაც 31.8%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.