უფრო მეტი არგუმენტი შეიძლება იყოს იმის სათქმელად, რომ ბოგველი აფილირებული იყოს ოპოზიციზიასთან - სარჯველაძე

პუბლიკა

„ხელისუფლებას არაფერი გამოსაძრომი არსაიდან არ აქვს, ისეთი მოცემულობა არ არის, რომელშიც ხელისუფლებას დიდი მონდომება უნდა შეემჩნეოდეს, რომ ამ ჩიხური ვითარებიდან გამოსავალი იპოვოს, ეს არის ჩიხი, რომელიც აქვს თავად იმ ხალხს, ვინც შეთქმულების თეორიებზე საუბრობს”, – ასე პასუხობს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე კითხვას, ხომ არ ცდილობს ხელისუფლება პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული ჩიხური ვითარებიდან გამოსვლას და ხომ არ უკავშირდება ბესიკ ბოგველის განცხადება სწორედ ამ მიზანს.

სარჯველაძის განცხადებით, პირიქით შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული პირი, სწორედ ოპოზიციურ პარტიებთან შეიძლება იყოს აფილირებული.

„მე არ მგონია, რომ ლოგიკური იყოს და დამაჯერებელი ის არგუმენტაცია, რომელსაც ოპონენტების მხრიდან ვისმენთ. რაც შეეხება შესაძლო კავშირს იმ ადამიანსა და ხელისუფლებას შორის, ამ განცხადებისთვისაც არავითარი საფუძველი არ არსებობს და ლიტონი ვარაუდები ისმის, მე ვშიშობ პირიქით არ აღმოჩნდეს. პირიქით შეიძლება ითქვას, რომ უფრო მეტი არგუმენტი შეიძლება იყოს იმის სათქმელად, რომ რეალურად ის შეიძლება იყო აფილირებული ოპოზიციურ პარტიებთან”, – განაცხადა სარჯველაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის სურვილი „ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის” ხელმძღვანელმა ბესიკ ბოგველმა გამოთქვა. მელიას დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ დიდი ალბათობით აღნიშნული ხელისუფლების დადგმული სპექტაკლია.