„ჩვენს თანამშრომლებს თავს დაესხნენ“ - ტელეკომპანია „ფორმულა“

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულაში“ აცხადებენ, რომ მათ თანამშრომლებს  – ოპერატორსა და ჟურნალისტს თავს დაესხნენ. ტელეკომპანიის ცნობით, მათ თანაშრომლებს ასევე დაუმტვრიეს მანქანა.

„ჩვენს კოლეგას ფიზიკურად გაუწორდნენ. ასევე, დაუმტვრიეს მანქანა. ჩვენი თანამშრომლები ჰყვებიან, რომ თავდასხმა კრიტიკულ მედიაში მუშაობას უკავშირდება. ფიზიკურად გაუსწორდნენ ასევე მძღოლს, რომელიც აცხადებს რომ თავდამსხმელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ტელეკომპანია „ფორმულას““, – ამბობს ტელეკომპანიის საინფორმაციო გადაცემის წამყვანი.

მისივე თქმით, ტელეკომპანიის მანქანას მინები, სავარაუდოდ, იმის გამო ჩაუმსხვრიეს, რომ მძღოლს საქარე მინაზე „ფორმულას“ საშვი ჰქონდა მიკრული.

შემთხვევის გამო ტელეკომპანია „ფორმულაში“, 14:00 საათზე საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და უწყებისგან პასუხს ელოდება.