„რიონის ხეობაში დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული“ - ნამოხვანელი აქტივისტები

პუბლიკა

რიონის ხეობაში, სადაც ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის უკვე 167 დღეა გრძელდება, დიდი რაოდენობით პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული. როგორც საპროტესტო მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, პოლიცია მობილიზებულია როგორც სოფელ გუმათთან, ასევე სოფელ ნამოხვანში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსალოდნელი წყლის დონის განსაკუთრებული მატების გამო, უწყებამ მიიღო გადაწყვეტილება რომ კარვები გაიტანოს. ნამახვანში მყოფი აქტივისტები სოციალურ ქსელში ავრცელებენ კადრებს, სადაც ჩანს, რომ პოლიციამ კარვების დაშლა უკვე დაიწყო.

ვარლამ გოლეთიანი, რომელიც გუმათჰესთანაა, ამბობს რომ მას და სხვა აქტივისტებს პოლიცია არ უშვებს სოფელ ნამოხვანში, მათ კუთვნილ კარვებთან.

მასალა განახლდება.