Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 524 კვლევა ტესტით, აქედან 28 078 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 446 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 374 ახალი შემთხვევა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.66 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.46%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.58 %.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 422 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 278 251-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 894 პაციენტი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 374 ახალი შემთხვევები რეგიონებზე ასე განაწილდა:
- თბილისი 756 შემთხვევა
- აჭარა – 116
- იმერეთი – 97
- ქვემო ქართლი – 61
- შიდა ქართლი – 80
- გურია – 15
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 161
- კახეთი – 40
- მცხეთა-მთიანეთი – 30
- სამცხე-ჯავახეთი – 10
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური 7 958 შემთხვევაა, საიდანაც: 2 445 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, აქედან თბილისის საავადმყოფოებში – 1 206, აჭარაში – 379, იმერეთში – 352.
ამ ეტაპზე 400 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში – 193, აჭარაში – 47, იმერეთში -70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი, მათგან თბილისში – 56, აჭარაში – 6, იმერეთში – 7.
323 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 190 – თბილისში, 126 – აჭარაში. 5 190 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.