ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტს ააცდება, ეს იქნება ნიშანი, რომ დაიწყოს საუბარი შეზღუდვების შემდეგ გამკაცრებაზე.
„მიდგომა კვლავ რჩება ისეთი, როგორიც აქამდე გვქონდა, დადებითობის მაჩვენებლის შემთხვევაში, როდესაც ის 4%-ს ასცდება, უკვე იქნება იმის ნიშანი, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი ლოკდაუნზე, დახურვებზე, შემდეგ გამკაცრებებზე. ამ ეტაპისთვის ხდება ეპიდსიტუაციაზე დაკვირვება, ჩვენი მიდგომა არის, რომ მაქსიმალურად გავამკაცროთ აღსრულება და მონიტროინგი, ჩვენი სურვილია, ეფექტური მართვის პირობებში არ მოხდეს ეკონომიკის გაჩერება, რადგან ვიცით, რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ამან“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.
ამასთან, გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად მაღალია რისკი, დადებითობის 4%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდეს და ისევ აღმოვჩნდეთ ჩაკეტვის გადაწყვეტილების წინაშე, ტიკარაძე პასუხობს, რომ „დღეს ეს რისკი ძალიან მაღალია“.