Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 863 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 896 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 967 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 085 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 291 214-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.03 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.56%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.67 %.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 432 პაციენტი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 278 683-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 901 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 085 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე განაწილდა: თბილისი – 664 შემთხვევა, აჭარა – 96, იმერეთი – 52, ქვემო ქართლი – 40, შიდა ქართლი – 31, გურია – 24, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 120, კახეთი – 24, მცხეთა-მთიანეთი – 22, სამცხე-ჯავახეთი – 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.