ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 23 493 ადამიანია აცრილი

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 23 493 ადამიანია აცრილი.

მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვაქცინაცია 1 403-მა ადამიანმა ჩაიტარა.

„დღევანდელი დილის მონაცემებით აცრილია 23 493 ადამიანი, აქედან „ასტრაზენეკათი“ 13 486, „ფაიზერით“ კი 10 007. 24 საათის განმავლობაში აცრილი იყო 1 403, აქედან „ასტრაზენეკათი“ 731, ხოლო „ფაიზერით“ 672“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, შემთხვევების მატების გამო ჯანდაცვის სისტემაზე დაწოლა უფრო სერიოზულია. ამ დროისთვის დაახლოებით 8 694 აქტიური პაციენტია. მისივე თქმით, ქვეყანაში ძირითადად, 50-70% შემთხვევებში, ცირკულირებს ე.წ. ბრიტაბული შტამი, რომელსაც სწრაფი გავრცელება ახასიათებს.