ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი დააზიანეს - დაწყებულია გამოძიება

პუბლიკა

ბათუმში ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ოფისი დააზიანეს, ჩამსხვრეულია მინა. ადგილზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყებაში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

პარტიის წევრები ამბობენ, რომ ეს სამ თვეში მესამე თავდასხმაა. ისინი ინციდენტს „ქართულ ოცნებას“ უკავშირებენ.