1 792 ახალი შემთხვევა და 10 გარდაცვლილი | კორონავირუსის 20 აპრილის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 30 940  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების  1 792   ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 663 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  5.79 %

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 940 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 256 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 684 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  297 728-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.79 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.24%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.92%.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 663 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 282 237-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 959 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 792 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 030 შემთხვევა
  • აჭარა – 164
  • იმერეთი – 96
  • ქვემო ქართლი – 75
  • შიდა ქართლი – 85
  • გურია – 55
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 163
  • კახეთი – 63
  • მცხეთა-მთიანეთი – 33
  • სამცხე-ჯავახეთი – 23
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 506, საიდანაც: 3 270 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  1 793, აჭარაში – 420, იმერეთში – 390.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 581 პირი, მათ შორის, თბილისში – 296, აჭარაში – 74, იმერეთში -79.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში – 63, აჭარაში – 7, იმერეთში – 9. 513 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 271 – თბილისში, 224 – აჭარაში.

7 723 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 308 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 276, ხოლო აჭარაში – 5.

სულ  6 ოქტომბრიდან – 19 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 459 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 389 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 8 923 პირი, აჭარაში – 2 374, იმერეთში – 1 001.