სულ აცრილია 31 019, ბოლო 24 საათში ვაქცინა 810-მა ადამიანმა გაიკეთა

პუბლიკა

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,  ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 810 ადამიანი აიცრა. 20 აპრილის მონაცემებით,  ვაქცინა სულ 31 019-მა მოქალაქემ გაიკეთა.

დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 30 940  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების  1 792   ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 663 პირი, გარდაიცვალა 10 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  5.79 %.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 506, საიდანაც: 3 270 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.