მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღარიბაშვილი თავს კარგად გრძნობს და დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
პრემიერ-მინისტრს, გეგმური ტესტირების შედეგად, კორონავირუსი 6 აპრილს დაუდასტურდა.