საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, დღეს, 27 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოში პატრიარქს ილია II-ს საქართველოს პარლამენტის ახლად არჩეული თავმჯდომარე, კახა კუჭავა ეწვია.
„შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო; კათოლიკოს-პატრიარქმა პარლამენტის ახალი თავმჯდომარე დალოცა და ქვეყნის სასიკეთოდ ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.