ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო. მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა სხდომის გადადების შესახებ.

დღევანდელ სხდომაზე მხარეებს შესავალი სიტყვა უნდა წარმოეთქვათ. სხდომის დაწყებამდე ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და შესავალ სიტყვაში სამართლებრვ დეტალებზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ. ადვოკატის თქმით, ისინი ელოდებიან ხელისუფლების გადაწყვეტილებას.

დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა ნიკა მელია. მომდევნო სასამართლო პროვესი 13 მაისს, 12 საათზე ჩაინიშნა.