კარტოგრაფებზე პროპაგანდისტული ფილმის მერე ყველანაირ ურთიერთობას ვწყვეტ საზმაუსთან - ხოშტარია

პუბლიკა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მოძრაობა „დროას” დამფუძნებელი ელენე ხოშტარია საზოგადოებრივ მაუწყებელს ბოიკოტს უცხადებს. ამის მიზეზად ის ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე „პირველი არხის” ეთერში გასულ ფილმს ასახელებს.

„კარტოგრაფებზე გაკეთებული პროპაგანდისტული, ადამიანების მოსპობაზე გამიზნული ფილმის მერე ყველანაირ ურთიერთობას ვწყვეტ საზოგადოებრივ მაუწყებელთან. არ მაქვს ჩემ თავზე დიდი წარმოდგენა, რომ ამით რამე დააკლდებათ, მაგრამ მე ღამე უფრო მშვიდად დამეძინება”, – წერს ის facebook-ზე.

„გარეჯის მთის სიმართლე“  – ასე ჰქვია ფილმს, რომელიც „პირველი არხის” ეთერში 29 აპრილს გავიდა პროექტ – „გამომძიებელი რეპორტიორის” ფარგლებში.