ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, მთავრობამ სპეციალური ვებგვერდი შექმნა

პუბლიკა

ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, საქართველოს მთავრობამ სპეციალური ვებგვერდი https://Provax.ge შექმნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვებგვერდზე ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, მიიღოს პასუხი მისთვის საინტერესო კითხვებზე, მათ შორის, თუ რატომ უნდა ჩაიტაროს COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ასევე, როგორ უნდა დარწმუნდეს ვაქცინის უსაფრთხოებაში, რა შემთხვევაში არ შეიძლება ვაქცინაცია, როგორია კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობა, უნდა აიცრან თუ არა ბავშვები და ორსულები, საჭიროა თუ არა სპეციალური მომზადება ვაქცინაციის პროცესისთვის.

ვებგვერდზე, აგრეთვე, შესაძლებელია ვაქცინაციის პროცესის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციის მიღება, განთავსებულია შემეცნებითი ვიდეორგოლები და საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა.