8 მაისი | კორონავირუსის 1 564 ახალი შემთხვევა, 18 გარდაცვლილი

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 27 384 ტესტი და გამოვლინდა ინფიცირების 1 564 ახალი შემთხვევა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.71%-ია.

ბოლო 14 დღის მანძილზე დადებითობის მაჩვენებელი არის – 5.84%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.71%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 693  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 299 500-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 263 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 564 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 900 შემთხვევა;
  • აჭარა – 105;
  • იმერეთი – 162;
  • ქვემო ქართლი – 72;
  • შიდა ქართლი – 52;
  • გურია – 36;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 115;
  • კახეთი – 64;
  • მცხეთა-მთიანეთი – 31;
  • სამცხე-ჯავახეთი – 18;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 17 041-ია. საიდანაც: 4 284 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში და ამ ეტაპზე მძიმე პაციენტების რაოდენობა – 912-ია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 186 მოქალაქე.

788 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 11 969 პირი კი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.