„ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა 45 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებს შეეძლებათ

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნია იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის ასაკმა 45 წლამდე დაიწია.

„საბჭომ მხარი დაუჭირა წინადადებას, რომ ასაკობრივი ზღვარი 45 წლამდე შემცირდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ.

მინისტრის მოადგილის თქმით, 45 წელს ზევი4თ მოქალაქეები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას ხვალ, დღის ბოლოდან შეძლებენ.