ანრი ოხანაშვილმა „მთავარი არხის„ ჟურნალისტების წინააღმდეგ ქარტიას მიმართა

პუბლიკა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო საქართველოს პარლამენტის წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადება მთავარი არხის ჟურნალისტების – მიხეილ სესიაშვილის და ჟანა აკოფაშვილის წინააღმდეგ.

სადავო გადაცემა ტელეკომპანიის ეთერში 2021 წლის 10 აპრილს გავიდა.

განმცხადებლის პოზიციით, ფაქტი, რომ თითქოს მისი მეუღლის მამას სახელმწიფომ მიზერულ ფასად ქონება გადასცა განმცხადებლის პარლამენტის წევრად ყოფნის პერიოდში, სიმართლეს არ შეესაბამება და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე: პირველი – ინფორმაციის სიზუსტე; მესამე – დადასტურებული წყარო; მეხუთე – შესწორება.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.