Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 23 742 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 968 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 903 პირი, გარდაიცვალა 16 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.08 %
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 742 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 308 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 434 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 330 375-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.08 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.96%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.90%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 903 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 308 821-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 442 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 968 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 527 შემთხვევა
- აჭარა – 71
- იმერეთი – 95
- ქვემო ქართლი – 58
- შიდა ქართლი – 28
- გურია – 27
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 75
- კახეთი – 49
- მცხეთა-მთიანეთი – 21
- სამცხე-ჯავახეთი – 11
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 086, საიდანაც: 4 331 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 378, აჭარაში – 518, იმერეთში – 537.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 912 პირი, მათ შორის, თბილისში – 438, აჭარაში – 96, იმერეთში -154.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 214 პირი, მათგან თბილისში – 140, აჭარაში – 6, იმერეთში – 13.
668 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 368 – თბილისში, 267- აჭარაში. 12 087 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 57, ხოლო აჭარაში – 9.
სულ 6 ოქტომბრიდან – 15 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 660 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 597 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 17 233 პირი, აჭარაში – 1 599, იმერეთში – 1 719.