საკუთრებაში არსებულ მიწებზე დევნილებისთვის 200-ზე მეტი სახლი აშენდება - სააგენტო

პუბლიკა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება.

პროექტი გერმანიისა და საქართველოს მთავრობების თანამშრომლობის შედეგად გამოყოფილი გრანტის ფარგლებში ხორციელდება და იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის, ჯამში, 200-ზე მეტი სახლის აშენებას ითვალისწინებს.

სააგენტოს ცნობით, პროექტი მთელ საქართველოს მოიცავს და მასში მონაწილეობის მსურველ დევნილ ოჯახებს განაცხადის შევსება 31 მაისის ჩათვლით შეუძლიათ.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.