საქართველოს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა.
პრემიერის განცხადებით, ზაფხულის მოახლოების გამო, ტურისტების ნაკადი იზრდება და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭო კომენდანტის საათის შესახებ მსჯელობას მალე დაიწყებს.
„მოგეხსენებათ, ზაფხულის დადგომასთან ერთად ტურისტების ნაკადიც იზრდება ქვეყანაში. სხვათა შორის, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ადეკვატურად უპასუხოს ტურისტების შემოსვლას საქართველოში.
ბევრი ჩივილი გვესმის, რომ კომენდანტის სააათი არის შემაწუხებელი. ჩვენ ამის შესახებ ვიმსჯელებთ, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს იმისდა მიხედვით, თუ როგორი რეკომენდაციები იქნება ჯანდაცვის სამინისტროდან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.