გადავდივართ პიკს და გარკვეულად დაღმავალ ფერდზე გავდივართ - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე განმარტავს, თუ რის საფუძველზე მიიღო საკოორდინაციო საბჭომ რიგი რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება. მისი თქმით, გაითვალისწინეს რამდენიმე ფაქტორი:

„როგორც ჩვენი მონაცემებით, ასევე ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის პროგნოზირებით, ჩვენ ახლა გადავდივართ პიკს და, გარკვეულად, დაღმავალ ფერდზე გავდივართ. ამას მიუთითებს ბოლო 7 დღის განმავლობაში კლების ტენდენცია, როგორც ინფიცირების, ასევე დადებითობის მაჩვენებლის.

მეორე გახლავთ ის ფაქტი, რომ საზოგადოებაში არის სერიოზული ვნებათაღელვა, მით უმეტეს მაისში, როცა სერიოზულად დათბა, ღამის [გადაადგილებასთან] დაკავშირებით. ამიტომ აქ ოქროს შუალედი უნდა ყოფილიყო მოძებნილი.

სრული შემსუბუქება დაუშვებელია, ჯერჯერობით, სანამ ეპიდსიტუაცია სერიოზულად არ დამშვიდდება, და მეორეს მხრივ, გასათვალისწინებელია მოსახლეობის განწყობა. ამიტომ ეს ოქროს შუალედი მოიძებნა – შემცირდა ღამის კარანტინის ხანგრძლივობა”, – განაცხადა გამყრელიძემ.