თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის დედაქალაქის ურბანული განვითარების მიმართულებით შესრულებული პროექტებისა და ღონისძიებების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. როგორც პრეზენტაციაზე მერმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტი ისტორიული არეალების სარეაბილიტაციო სამუშაოებს მომდევნო წლებშიც გააგრძელებს.
„იმდენი პრობლემაა ამ მიმართულებით და იმდენი რამ არის გასაკეთებელი, რომ, რა თქმა უნდა, მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ისტორიული არეალების სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ყველა ის ადამიანი, ყველა ოჯახი, რომელიც დღეს ითხოვს სახლის რეაბილიტაციას ისტორიულ ზონებში, დაკმაყოფილდება. ყველა მათგანი მოწესრიგდება და გალამაზდება, ვინაიდან ეს არის ღირსშესანიშნავი შენობა-ნაგებობები, ღირსშესანიშნავი ქუჩები, რომელთაც მოვლა-პატრონობა და შენარჩუნება სჭირდება. ასე უნდა გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.