ევროკავშირის წევრი ქვეყნები კორონავირუსზე სრულად ვაქცინირებული მოგზაურებისთვის საზღვრების გახსნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ The New York Times იუწყება და ამბობს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გადაადგილება გაუმარტივდებათ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინის ორივე დოზით აცრილ პირებს.
გამოცემის ცნობით, 27 ქვეყნის ელჩებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს კონსენსუსს, რომელიც მხარს უჭერს ევროკომისიის წინადადებას. წინადადების თანახმად, ორივე დოზით ვაქცინირებული მოქალაქეები – ტურისტები და საერთაშორისო მოგზაურები შეძლებენ უფრო მეტად თავისუფლად გადაადგილებას ევროკავშირის ქვეყნებში.
NYtimes ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ეპიდემიოლოგიურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული უსაფრთხო ქვეყნების სიის შედგენა პარასკევს, 21 მაისს დასრულდება და ახალი რეგულაციები, სავარაუდოდ, შემდეგი კვირიდან ამოქმედდება.