Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 29 032 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 104 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 603 პირი, გარდაიცვალა 21 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.8%.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 032 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 256 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 776 PCR ტესტით.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 334 705-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.8%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.39%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.03%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 603 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 315 254-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 540 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 104 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 607 შემთხვევა
- აჭარა – 83
- იმერეთი – 103
- ქვემო ქართლი – 57
- შიდა ქართლი – 40
- გურია – 12
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 109
- კახეთი – 46
- მცხეთა-მთიანეთი – 15
- სამცხე-ჯავახეთი – 24
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 885, საიდანაც: 4 221 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 302, აჭარაში – 486, იმერეთში – 542.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 917 პირი, მათ შორის, თბილისში – 441, აჭარაში – 102, იმერეთში -158.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 222 პირი, მათგან თბილისში – 145, აჭარაში – 12, იმერეთში – 16. 689 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 371 – თბილისში, 281- აჭარაში. 9 975 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 94 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 60, ხოლო აჭარაში – 33.
სულ 6 ოქტომბრიდან – 19 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 724 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 284 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 17 515 პირი, აჭარაში – 1 483, იმერეთში – 1 583.