დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ხვალ, 21 მაისს, 12 საათიდან იწყება „სინოვაკით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია. თავად აცრის პროცესი კი დაიწყება 24 მაისიდან.
„სინოვაკის“ ვაქცინა, სინოფარმის მსგავსად, ტრადიციული მეთოდით დამზადებული ინაქტივირებული ვაქცინაა.
ოფიციალური მონაცემებით, სხვადასხვა ქვეყნისთვის მიწოდებულია „სინოვაკის“ ვაქცინის 260 მლნ. დოზა.
აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვით ვებგვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.
რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ ლინკზე: