1 071 ახალი შემთხვევა და 33 გარდაცვლილი | კორონავირუსის 22 მაისის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 985 კვლევა ტესტი, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 071 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 33 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 680 პირი. 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.57%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.11%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.18%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 071 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი -581
  • აჭარა – 96
  • იმერეთი – 84
  • ქვემო ქართლი – 55
  • შიდა ქართლი – 42
  • გურია – 16
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 100
  • კახეთი – 55
  • მცხეთა-მთიანეთი – 23
  • სამცხე-ჯავახეთი – 14
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 143, საიდანაც: 4 270 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

10 172 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 80 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 255 ადამიანი.