არვო პიარტი: კორონავირუსმა მტკივნეულად დაგვანახა, რომ კაცობრიობა  ერთიანი ორგანიზმია 

პუბლიკა

თარგმანი: დავით ბუხრიკიძე

თანამედროვეობის ერთერთი უდიდესი ესტონელი კომპოზიტორი, 87 წლის არვო პიარტი, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული, აღიარებულია მსოფლიოში ერთერთ ყველაზე მნიშნელოვან, გამორჩეულ, ცოცხალ კლასიკოსკომპოზიტორად და რომლის მუსიკა მსოფლიოს ლამის ყველა ცნობილი ორკესტრის რეპერტუარში შედის, ესპანურ გაზეთ ABC-ს თან ინტერვიუში გვიზიარებს თავის შეხედულებებს დღევანდელ მსოფლიოში მუსიკის გავლენის, სოციალურეკონომიკური კრიზისისა თუ კორონავირუსის შესახებ.

თქვენი აზრით, რა როლს თამაშობს ხელოვნება დღეს სოციალური კონტექსტში დღეს? რა განსაზღვრავს ჩვენს იდენტობას მიმდინარე გლობალურ კრიზისში, რომელსაც პანდემიამ ფაქტობრივად, ეგზისტენიციური სახე შესძინა. 

ის, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, ყველას გვაიძულებს რაღაც მაინც გავიღოთ მსხვერპლად, რომ სულიერი წონასწორობა და სიცოცხლე შევინარჩუნოთ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, ჩვენ თითქოს დროში უკან დავიხიეთ და სიცოცხლის დავიწყებული მნიშვნელობა ხელახლა აღმოვაჩინეთ.

დღევანდელი მდგომარეობა მსოფლიოსთვისსულიერ მარხვასწააგავს, რადგან თვითშეზღუდვისა და კრიზისის მდგომარეობა ყველას შეეხო. პირველ რიგში, ხელოვნებასყველაზე ფაქიზ, იოლად მსხვრევად სფეროს. გვინდა თუ არა, კორონავირუსმა ამოატრიალა ჩვენი რეალობა და ცნობიერება.

კრიზისმა და ამჟამინდელმა ვითარებამ თუ შთაგაგონათ რაიმეს შექმნა? იქნებ პირიქით, როგორც კომპოზიტორმა დროებითი პაუზა აიღეთ, ერთგვარად, რეფლექსის ფაზაში გადაინაცვლეთ. 

ამერიკელმა მწერალმა ჯონ აპდაიკმა ერთხელ თქვა, რომ ცდილობდა ისეთივე სიმშვიდით ემუშავა, როგორც შუა საუკუნეების ოსტატები, რომლებიც ხის ავეჯის გვერდებს ჩუქურთმებით ამშვენებდნენ. თუმცა სამუშაოს დასრულების შემდეგ ამ დეტალებს მათი სრულყოფილების გამო ვერავინ ამჩნევდა.

დღევანდელი კრიზისი თითქოს გვაიძულებს დაახლოებით ასეთივე  უხილავიშრომით ვიცხოვროთ. მუსიკის შექმნა, მისი არსებობა კრიზისების ჟამს, კიდევ უფრო აუცილებელია, რადგან ადამიანებს ახალი და ზოგჯერ მოულოდელი სულიერი სიღრმისაკენ უბიძგებს.  

მოულოდნელი სიღრმე“, რაც ახსენეთ, ახდენს თუ არა გავლენას მუსიკის აღქმასა და შექმნაზე? და თუ ახდენს, მაშინ როგორია ახალი მუსიკალური ენა, მისი ფორმა, რომელიც დღევანდელი პანდემიის შემდეგ დაიბადა. 

ნებისმიერი კრიზისი აიძულებს ხელოვანს მიუახლოვდეს მხოლოდ მნიშვნელოვანსა და აუცილებელს. მხოლოდ დროს შეუძლია გვითხრას, რა შედეგებს მოიტანს ასეთი ფოკუსირება არსებით საკითხებზე.

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც უნდა ვისწავლოთ ამ შეზღუდვებიდან? პირველ რიგში, როგორ ვიცხოვროთ იზოლირებულად. კორონავირუსმა მტკივნეულად დაგვანახა, რომ კაცობრიობა ერთიანი ორგანიზმია და ადამიანის არსებობა შესაძლებელია მხოლოდ სხვა ცოცხალ არსებებთან მიმართებაში.

ურთიერთობისცნება უნდა გავიგოთ, როგორც ახალი მაქსიმა, და თან როგორც სიყვარულის უნარი. მიუხედავად იმისა, რომ ეს მართლაც მაღალი სტანდარტია, შესაძლოა ფსიქოლოგიურად რთული მისაღწევია ადამიანისთვის. 

როგორ შეაფასებდით ადამიანის დღევანდელ მდგომარეობას?

დღევანდელი მდგომარეობა ლამის პარადოქსულია: ეს ერთი მხრივ, იზოლაციას ნიშნავს, მეორე მხრივ კი ერთმანეთან გვაახლოვებს.

საკუთარი თავის იზოლირებით, ჩვენ უნდა შევძლოთ (თუნდაც იძულებით) დავაფასოთ და გადავაფასოთ ჩვენი ურთიერთობების ვიწრო წრე. ეს ყველაფერი მანამდე უნდა ვისწავლოთ, ვიდრე მთელი მსოფლიოსგან სიყვარულს და სამართლიანობას მოველით, ან თუნდაც მოვითხოვთ.

კორონავირუსმა თითქოს ყველა პირველ კლასში დაგვაბრუნა. მხოლოდ ტესტის გავლის შემდეგ შეგვიძლია დავიწყოთ ფიქრი შემდეგ კლასებზე, შემდეგ ნაბიჯებზე. ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესი იქნება, მითუმტეს მზარდი სოციალური და პოლიტიკური კრიზისების ფონზე. 

ცხადია, ამ კრიზისის დაძლევის შემდეგ ჩვენი სამყარო და ჩვენი საზოგადოება იგივე აღარ იქნება. მაგრამ როგორ იქნება? შეიცვლება თუ არა  ჩვენი გაგება თავისუფლებისა და სამოქალაქო უფლებების შესახებ? 

მგონია, რომ შეიცვლება, მაგრამ როგორ? – ესაა მთავარი. პანდემიამდე არ ვიცოდით, როგორ უნდა გავმკლავდებოდით ჩვენს საკმაოდ უპასუხისმგებლო თავისუფლებას, მაგრამ დღეს თავისუფლების ფასი გაცილებით მტკივნეული და ძვირი შეიძლება აღმოჩნდეს.

როგორ შეაფასებდით მსოფლიოს ქვეყნებისა და მთავრობების რეაქციას კოვიდკრიზისზე? 

კრიზისმა გამოავლინა ყველა შესაძლო პრობლემა და ხარვეზი, ის ყველა დონეზე ვლინდება. არ აქვს მნიშვნელობა, განვითარებულ თუ ეკონომიკურად ჩამორჩენილ ქვეყნებზე ვსაუბრობთ; პოლიტიკურ თუ სოციალური სისტემის სისუსტეზე.

დღევანდელი კრიზისი არავის დაინდობს და დაზოგავს. საგანგებო მდგომარეობაში ყველა თავის ნამდვილღირებულებასავლენს, რომლის დამალვაც ადრე შეიძლებიდა ახლა შეუძლებელია.

არავინ იცის, როგორ გამოვალთ ამ კრიზისიდან, მაგრამ ვიცით, რომ იგივე ღირებულებებით და ცნობიერებით ვეღარ ვიცხოვრებთ

კაცობრიობას ორი თვალი აქვსორივე ხედავს მხოლოდ იმას, რისი დანახვაც უნდა. კაცობრიობას ორი ყური აქვსერთი ხმაურისთვის და მეორემუსიკისთვის და ხშირად ხმაური და მუსიკა ერთმანეთს ემთხვევა, როგორც ცხოვრება და ხელოვნება.


ავო პიარტი: დაიბადა 1935 წლის 11 სექტემბერს ესტონეთის პატარა ქალაქ პაიდეში. 14 წლის ასაკში შექმნა თავისი პირველი ნაწარმოები. სწავლობდა ტალინის კონსერვატორიაში კომპოზიციის განხრით. 

60-იან წლებში პიარტი მუშაობდა ხმის რეჟისორად ტალინის რადიოში, რამაც დიდი გავლენა მიახდინა მის მუსიკალურ აზროვნებაზე. 1968-1976 წლებში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შუა საუკუნეების მუსიკის შესწავლას. გრიგორიანული გალობის მონოფონიური ტრადიციების გავლენით ქმნის მუსიკას მინიმალისტურ სტილში, რამაც ასევე ზეგავლენა იქონია მის საკომპოზიციო სტილზე. 1982  წლიდან არვო პიარტი ცხოვრობს და მოღვაწეობს ვენასა და ბერლინში. დღემდე აგრძელებს ექსპერიმენტებს თავის კომპოზიციებში, პარალელურად წერს მუსიკას ფილმებისთვის. მისი ყველაზე პოპულარული და საკონცერტო დარბაზებში შესრულებული ნაწარმოებებია Fratres (1977), Spiegel im Spiegel (1978), Für Alina (1976).