„გარდა იმისა, რომ ჩვენ მოსწავლეებს სწავლა სწავლების პროცესში ვეხმარებით, ვასწავლით სიკეთესაც. უპირველეს ყოვლისა სკოლა ადგილია, სადაც აკადემიური განათლების გარდა, მოსწავლეებმა უნდა შეიძინონ ღირებულებები“, – ამბობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის დირექტორი მიმოზა ღოლიჯაშვილი, რომელიც სკოლაში აგვისტოს თვეში მშობლებისა და ბავშვების მიერ ორგანიზებულ აუქციონზე გვიყვება.
აგვისტოში ხიდისთავის სკოლის ეზოში, ჯერ კიდე მაშინ, როცა სწავლა დაწყებული არ იყო, მოსწავლეებისა და მშობლების ორგანიზებით აუქციონი გაიმართა, სადაც მოსწავლეების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახის ხელნაკეთი ნივთი გამოიტანეს. აუქციონზე მოსწავლეთა ნახატებიც იყიდებოდა. აუქციონიდან შემოსული თანხის მიზნობრიობა თავიდანვე ცნობილი იყო და ის სკოლაში იმ მოსწავლეების ინტერნეტით უზრუნველყოფას უნდა მოხმარებოდა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო ონლაინსწავლებაში ვერ მონაწილეობდნენ.
„პანდემიის გამო ჩვენ მარტის 3 რიცხვიდან მთლიანად ონლაინსწავლებაზე ვიყავით გადასული. ამ პროცესმა გარკვეული საჭიროებები გამოაჩინა. გვყავდნენ მოსწავლეები, რომელთაც არ ჰქონდათ ინტერნეტი და შესაბამისი ტექნიკა. უჭირდათ ჩართვა სწავლებაში. გამოდიოდა, რომ მოსწავლეების რაღაც პროცენტი ონლაინსწავლების მიღმა დაგვრჩნენ. თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ასეთ მოსწავლეებთან მასწავლებლები ინდივიდუალურად ტელეფონით აგრძელებდნენ კომუნიკაციას.
მშობლებმა გვთხოვეს დაგვეთმო სკოლის ფართი. ეზოში კარვებში მოვაწყვეთ [მერიის კულტურის განყოფილება დაგვეხმარა]. აბსოლუტურად მათი ხელით მოეწყო, გაკეთდა და შეიქმნა ყველაფერი, რაც გამოფენაზე გასაყიდად იქნა გამოტანილი“, – ამბობს მიმოზა ღოლიჯაშვილი. მისი თქმით, გამოფენა-გაყიდვის მოწყობა სკოლის ტრადიციაა და უკვე მესამე წელია „მშობელთა მხარდამჭერი კლუბის“ ინიციატივით იმართება”.
მიმოზა ღოლიჯაშვილის თქმით, შარშან და შარშანწინ გამართული აუქციონიდან შემოსული თანხა ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერას მოხმარდა.
„პირველი წელს გამოფენა-გაყიდვის შედეგად მიღებული თანხით საახალწლოდ 5 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა საახალწლო პროდუქტი და 5 ოჯახში ხვავითა და ბარაქით სავსე სუფრა გაიშალა. ეს აქტივობა ტრადიციად დამკვიდრდდა და მეორე წელს მშობლების დიდი ჩართულობით ისევ საახალწლო გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. აქედან შემოსული თანხაც სხვადასხვა საჭიროებების მქონე ბავშვებს გადაერიცხა“.
მიმოზა ღოლიჯაშვილი
წელს მიღებული თანხით კი 20-მდე ოჯახს უზრუნველვყოფთ ინტერნეტით და ერთ-ერთ მოსწავლეს შევუძენთ პირად კომპიუტერს. მიმოზა ღოლიჯაშვილის თქმით, ოჯახებში ინტერნეტით უზრუნველყოფისთვის მიმართეს „მაგთის“, რომელიც სოფელ ხიდისთავის ერთ-ერთი ძირითადი პროვაიდერია. „მაგთიმ“ გარკვეული რეგულაციების გამო ამ დრომდე ვერ შეძლო ოჯახებში ინტერნეტის შეყვანა, თუმცა, როგორც სკოლის დირექტორი ამბობს, მან მიიღო პირობა და იმედი აქვს, ეს საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება.
„ჩვენ მივმართეთ პროვაიდერებს. პირველად მივწერეთ „მაგთის“. მითხრეს, რომ ამ ეტაპზე „სოკარ ჯორჯიადან“ ელოდებიან რეგულაციას, რადგან სოფლებში, სადაც საკუთარი ბინებია, ინტერნეტის შეყვანის პროცესი შეჩერებულია.
წერილით მივმართე „სოკარ ჯორჯიას“, რომ უფლება მიეცა „მაგთისთვის“, 20 ოჯახში ინტერნეტის უმოკლეს ვადებში შეეყვანა. მითხრეს, რომ ეს შემთხვევა განსაკუთრებულია და შესაბამისად იმოქმედებდნენ. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი მოსწავლეები, ეს 20 ოჯახი, ინტერნეტით იქნება აღჭურვილი და სწავლების პროცესში დაბრკოლება აღარ შეექნება“, – ამბობს დირექტორი.
ხელნაკეთების დამზადება სკოლის მოსწავლეებმა სოფელ ხიდისთავში არსებულ სახელოვნებო სკოლაში ისწავლეს. სკოლა კულტურის ცენტრის შენობაშია გახსნილი. სახელოვნებო სკოლის გარდა, მოსწავლეები ჭრა-კერვას სკოლაშიც სწავლობენ.
მესამე წელია სკოლა გორის პროფესიულ კოლეჯთან „განთიადთან“ თანამშრომლობს და სკოლის საბაზო საფეხურზე პროფესიული კოლეჯის თანამშრომლები ბავშვებს ჭრა-კერვას ასწავლიან.
„სამი წელია ჩვენ ვთანამშრომლობთ და მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული გორის პროფესიული კოლეჯ „განთიადთან“, სადაც ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები მუშაობენ. სკოლაში ბავშვები იღებენ პროფესიულ განათლებას, ერთ-ერთი მიმართულებაა ჭრა-კერვა. ამ პროექტში ჩართული არიან საბაზო საფეხურის მოსწავლეები“. მიმოზა ღოლიჯავშვილის თქმით, ჭრა-კერვაში ჩართული არიან როგორც გოგოები, ისე ბიჭები.
როგორც დირექტორი ამბობს, „მშობელთა მხარდამჭერი კლუბი“ ყველა ამ ინიციატივის შესრულებაში ერთ-ერთი საკვანძო რგოლია და ეს კლუბი დირექტორის მხარდაჭერით რამდენიმე წლის წინ შეიქმნა. მიზანი სკოლის ცხოვრებაში მშობლების მონაწილეობის გაზრდა იყო.
„ჩვენ ძალიან გვინდოდა, რომ მშობელი სასკოლო საზოგადოების სრულფასოვანი წევრი გახდარიყო. შევქმენით ასეთი კლუბი, სადაც გაწევრებულები არიან მშობლები პირველი-მეთორმეტე კლასის ჩათვლით – ზოგიერთ საფეხურიდან ერთი, ორი ან სამი. ვისაც როგორ აქვს სურვილი. ისინი ერთგვარი ელჩები არიან დანარჩენ მშობლებთან. ისინი აქტიურად ერთვებიან აქტივობების დაგეგმვაში, სამომავლო გეგმების განხილვაში“.
ხიდისთავის საჯარო სკოლის დირექტორი მიმოზა ღოლიჯაშვილი სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფინალისტი იყო.
კონკურსი განათლების კოალიციის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით წელს პირველად გაიმართა.
სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის მიზანია საჯარო სკოლის პრესტიჟისა და ავტორიტეტის გაზრდის მხარდაჭერა, წარმატებული დირექტორების გამოვლენა და მათი საზოგადოებისათვის გაცნობა; სკოლის მართვის პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა და სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესებაზე მიმართული შიდა სასკოლო ძალისხმევის მხარდაჭერა საქართველოს საჯარო სკოლებში.
2025 წელს საქართველომ ადგილობრივი წარმოების ნავთობპროდუქდების ექსპორტი დაიწყო. ქვეყანამ, რომელსაც, ფაქტობრივად, საკუთარი ნედლეული არ აქვს, ერთბაშად 80 მილიონამდე ადგილობრივი წარმოების ნავთობპროდუქტები გაყიდა.
გასულ წელსვე მკვეთრად გაიზარდა საქართველოში რუსული ნედლი ნავთობის იმპორტიც. ზრდა შთამბეჭდავია - 1600%-ზე მეტი. ამ და სხვა გარემოებებზე დაყრდობით, ექსპერტების ნაწილი ეჭვობს, რომ საქართველო რუსეთს შეიძლება სანქცირებული ნავთობის გაყიდვაში ეხმარებოდეს.
„მიუხედავად წასვლის მიზეზისა, ემიგრანტებს ერთი რამ აერთიანებთ: მათ არასდროს შეუწყვეტიათ კავშირი საქართველოსთან და არასდროს უთქვამთ უარი ეზრუნათ მის განვითარებაზე. თუმცა, დღეს ქართველ ემიგრანტთა ეს ფუნდამენტური უფლება საფრთხის წინაშეა“, - წერდნენ ქართველი ემიგრანტები გასული წლის ნოემბერში, პეტიციაში, რომელსაც 4000-მდე ადამიანმა მოაწერა ხელი. პეტიციიდან ერთ თვეში კი „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ დაამტკიცა კანონი, რომლის თანახმადაც ემიგრანტებს საზღვარგარეთ ხმის მიცემა აეკრძალათ.
საჯარო გამოსვლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხშირად ამბობს, რომ უმაღლესი განათლების ზოგადი რეფორმის წინააღმდეგ „არგუმენტები არ არსებობს“. მე, როგორც ლოგიკისა და კრიტიკული აზროვნების ლექტორი და ფილოსოფიის პროფესორი, სტუდენტებთან ხშირად განვიხილავ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მსჯელობის ცხად არგუმენტად ჩამოყალიბება და მიზეზებსა და დასკვნას შორის მკაფიო კავშირის ჩვენება.
ბერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომრის, სახელოვანი რეჟისორის, ვიმ ვენდერსის პირველივე ინტერვიუ ლამის სკანდალური განხილვის საგნად იქცა.
ფესტივალი გაიხსნება 36 წლის ავღანელი ქალი რეჟისორის, შარბანუ სადატის ფილმით „არც ერთი კარგი კაცი”. აღსანიშნავია, რომ ეს მისი მესამე სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელშიც თალიბანის აღზევებისა და ქვეყნის გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებული პოლიტიკურ პროცესები პირად ისტორიასთან და სევდანარევ იუმორთანაა გაზავებული.