„გარდა იმისა, რომ ჩვენ მოსწავლეებს სწავლა სწავლების პროცესში ვეხმარებით, ვასწავლით სიკეთესაც. უპირველეს ყოვლისა სკოლა ადგილია, სადაც აკადემიური განათლების გარდა, მოსწავლეებმა უნდა შეიძინონ ღირებულებები“, – ამბობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის დირექტორი მიმოზა ღოლიჯაშვილი, რომელიც სკოლაში აგვისტოს თვეში მშობლებისა და ბავშვების მიერ ორგანიზებულ აუქციონზე გვიყვება.
აგვისტოში ხიდისთავის სკოლის ეზოში, ჯერ კიდე მაშინ, როცა სწავლა დაწყებული არ იყო, მოსწავლეებისა და მშობლების ორგანიზებით აუქციონი გაიმართა, სადაც მოსწავლეების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახის ხელნაკეთი ნივთი გამოიტანეს. აუქციონზე მოსწავლეთა ნახატებიც იყიდებოდა. აუქციონიდან შემოსული თანხის მიზნობრიობა თავიდანვე ცნობილი იყო და ის სკოლაში იმ მოსწავლეების ინტერნეტით უზრუნველყოფას უნდა მოხმარებოდა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო ონლაინსწავლებაში ვერ მონაწილეობდნენ.
„პანდემიის გამო ჩვენ მარტის 3 რიცხვიდან მთლიანად ონლაინსწავლებაზე ვიყავით გადასული. ამ პროცესმა გარკვეული საჭიროებები გამოაჩინა. გვყავდნენ მოსწავლეები, რომელთაც არ ჰქონდათ ინტერნეტი და შესაბამისი ტექნიკა. უჭირდათ ჩართვა სწავლებაში. გამოდიოდა, რომ მოსწავლეების რაღაც პროცენტი ონლაინსწავლების მიღმა დაგვრჩნენ. თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ასეთ მოსწავლეებთან მასწავლებლები ინდივიდუალურად ტელეფონით აგრძელებდნენ კომუნიკაციას.
მშობლებმა გვთხოვეს დაგვეთმო სკოლის ფართი. ეზოში კარვებში მოვაწყვეთ [მერიის კულტურის განყოფილება დაგვეხმარა]. აბსოლუტურად მათი ხელით მოეწყო, გაკეთდა და შეიქმნა ყველაფერი, რაც გამოფენაზე გასაყიდად იქნა გამოტანილი“, – ამბობს მიმოზა ღოლიჯაშვილი. მისი თქმით, გამოფენა-გაყიდვის მოწყობა სკოლის ტრადიციაა და უკვე მესამე წელია „მშობელთა მხარდამჭერი კლუბის“ ინიციატივით იმართება”.
მიმოზა ღოლიჯაშვილის თქმით, შარშან და შარშანწინ გამართული აუქციონიდან შემოსული თანხა ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერას მოხმარდა.
„პირველი წელს გამოფენა-გაყიდვის შედეგად მიღებული თანხით საახალწლოდ 5 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა საახალწლო პროდუქტი და 5 ოჯახში ხვავითა და ბარაქით სავსე სუფრა გაიშალა. ეს აქტივობა ტრადიციად დამკვიდრდდა და მეორე წელს მშობლების დიდი ჩართულობით ისევ საახალწლო გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. აქედან შემოსული თანხაც სხვადასხვა საჭიროებების მქონე ბავშვებს გადაერიცხა“.
მიმოზა ღოლიჯაშვილი
წელს მიღებული თანხით კი 20-მდე ოჯახს უზრუნველვყოფთ ინტერნეტით და ერთ-ერთ მოსწავლეს შევუძენთ პირად კომპიუტერს. მიმოზა ღოლიჯაშვილის თქმით, ოჯახებში ინტერნეტით უზრუნველყოფისთვის მიმართეს „მაგთის“, რომელიც სოფელ ხიდისთავის ერთ-ერთი ძირითადი პროვაიდერია. „მაგთიმ“ გარკვეული რეგულაციების გამო ამ დრომდე ვერ შეძლო ოჯახებში ინტერნეტის შეყვანა, თუმცა, როგორც სკოლის დირექტორი ამბობს, მან მიიღო პირობა და იმედი აქვს, ეს საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება.
„ჩვენ მივმართეთ პროვაიდერებს. პირველად მივწერეთ „მაგთის“. მითხრეს, რომ ამ ეტაპზე „სოკარ ჯორჯიადან“ ელოდებიან რეგულაციას, რადგან სოფლებში, სადაც საკუთარი ბინებია, ინტერნეტის შეყვანის პროცესი შეჩერებულია.
წერილით მივმართე „სოკარ ჯორჯიას“, რომ უფლება მიეცა „მაგთისთვის“, 20 ოჯახში ინტერნეტის უმოკლეს ვადებში შეეყვანა. მითხრეს, რომ ეს შემთხვევა განსაკუთრებულია და შესაბამისად იმოქმედებდნენ. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი მოსწავლეები, ეს 20 ოჯახი, ინტერნეტით იქნება აღჭურვილი და სწავლების პროცესში დაბრკოლება აღარ შეექნება“, – ამბობს დირექტორი.
ხელნაკეთების დამზადება სკოლის მოსწავლეებმა სოფელ ხიდისთავში არსებულ სახელოვნებო სკოლაში ისწავლეს. სკოლა კულტურის ცენტრის შენობაშია გახსნილი. სახელოვნებო სკოლის გარდა, მოსწავლეები ჭრა-კერვას სკოლაშიც სწავლობენ.
მესამე წელია სკოლა გორის პროფესიულ კოლეჯთან „განთიადთან“ თანამშრომლობს და სკოლის საბაზო საფეხურზე პროფესიული კოლეჯის თანამშრომლები ბავშვებს ჭრა-კერვას ასწავლიან.
„სამი წელია ჩვენ ვთანამშრომლობთ და მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული გორის პროფესიული კოლეჯ „განთიადთან“, სადაც ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები მუშაობენ. სკოლაში ბავშვები იღებენ პროფესიულ განათლებას, ერთ-ერთი მიმართულებაა ჭრა-კერვა. ამ პროექტში ჩართული არიან საბაზო საფეხურის მოსწავლეები“. მიმოზა ღოლიჯავშვილის თქმით, ჭრა-კერვაში ჩართული არიან როგორც გოგოები, ისე ბიჭები.
როგორც დირექტორი ამბობს, „მშობელთა მხარდამჭერი კლუბი“ ყველა ამ ინიციატივის შესრულებაში ერთ-ერთი საკვანძო რგოლია და ეს კლუბი დირექტორის მხარდაჭერით რამდენიმე წლის წინ შეიქმნა. მიზანი სკოლის ცხოვრებაში მშობლების მონაწილეობის გაზრდა იყო.
„ჩვენ ძალიან გვინდოდა, რომ მშობელი სასკოლო საზოგადოების სრულფასოვანი წევრი გახდარიყო. შევქმენით ასეთი კლუბი, სადაც გაწევრებულები არიან მშობლები პირველი-მეთორმეტე კლასის ჩათვლით – ზოგიერთ საფეხურიდან ერთი, ორი ან სამი. ვისაც როგორ აქვს სურვილი. ისინი ერთგვარი ელჩები არიან დანარჩენ მშობლებთან. ისინი აქტიურად ერთვებიან აქტივობების დაგეგმვაში, სამომავლო გეგმების განხილვაში“.
ხიდისთავის საჯარო სკოლის დირექტორი მიმოზა ღოლიჯაშვილი სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფინალისტი იყო.
კონკურსი განათლების კოალიციის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით წელს პირველად გაიმართა.
სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის მიზანია საჯარო სკოლის პრესტიჟისა და ავტორიტეტის გაზრდის მხარდაჭერა, წარმატებული დირექტორების გამოვლენა და მათი საზოგადოებისათვის გაცნობა; სკოლის მართვის პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა და სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესებაზე მიმართული შიდა სასკოლო ძალისხმევის მხარდაჭერა საქართველოს საჯარო სკოლებში.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი, ახალგაზრდა და უკვე აღიარებული პიანისტი გიორგი გიგაშვილი, ახალი თაობის ბრწყინვალე ვენესუელელი დირიჟორი რაფაელ პაიარე, ანიტა რაჭველიშვილი კარმენის მორიგი დრამატული და ვოკალური მღელვარებით…
4 სექტემბერს თამაზ ელიზბარაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ცხოველთა უფლებების დამცველი თამაზ ელიზბარაშვილი 1 სექტემბერს ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
მდინარაძის განმარტებით, პოლიტიკაში გატარებული 10 წლის შემდეგ მას დასვენება და ოჯახისთვის მეტი დროის დათმობა სჭირდებოდა. მანვე დასძინა, რომ გუნდს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდება, თუ ეს კრიტიკულად აუცილებელი გახდება.
97 წლის ასაკში, ტოკიოში გარდაიცვალა ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი იაპონელი ხელოვანი, მხატვარი, სკულპტორი, მოდის დიზაინერი - იაიოი კუსამა (Yayoi Kusama).
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პატიმრობიდან გავრცელებულ წერილში აცხადებს, რომ მმართველი გუნდი, ბიძინა ივანიშვილის დავალებითა და მამუკა მდინარაძის შუამავლობით, მისი პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების აღკვეთას ცდილობს.
გაუგებრობის თავიდან ასაცილებად აქვე განვმარტავთ, რომ ეს არის მულტიმედიური პერფორმანსის სახელწოდება (ინგლისურად “Elene's Lines of Flight”), რომელიც ეძღვნება ცნობილი ქართველი მხატვრის, ელენე ახვლედიანის გამქრალ, არასტანდარტულ თუ შეთხზულ ბიოგრაფიას.
აღსანიშნავია, რომ კინოფესტივალის დახურვის ცერემონიალზე მიღებული პრიზი რეჟისორმა უკანონოდ დაპატიმრებულ მათე დევიძეს მიუძღვნა, რომელიც ხშირად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში.