„ცოდნის კაფეს“ თამაში ქიზიყური გემოებით

რეკლამა

 ანუ როგორ აქცია „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერამ ოცნება რეალობად

„ჯერ ბევრი ვიოცნებეთ. მერე ბევრი ვიშრომეთ, მაგრამ ოცნება ოცნებად დარჩებოდა, რომ არა „საქართველოს ბანკი“ და მისი მხარდაჭერა“ – გვიყვება ნანა ბაგალიშვილი, „ცოდნის კაფეს“ დამფუძნებელი.

ნანა „ცოდნის კაფეს“ სამეწარმეო კომპონენტის, განსაკუთრებული სამზარეულოს შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც თავდაპირველად „ჭკვიანი გემოც“ კი უწოდეს, ვინაიდან „კერძები, რომლებიც მომზადდებოდა, ჭკვიან მისიას უნდა მომსახურებოდა“.

წნორში, სიღნაღის რაიონში, ნანამ და მისმა მეგობრებმა „ცოდნის კაფეს“ მშენებლობაზე ზრუნვა 2016 წელს დაიწყეს. მიზანი იყო ქალაქში რაიმე შეკრების, გაზიარების სივრცე არსებულიყო.

თავიდან სამიზნე აუდიტორიად, ძირითადად, ახალგაზრდები განისაზღვრა, მაგრამ შემდეგ სხვა ჯგუფებიც გაჩნდნენ „ცოდნის კაფეს“ ცხოვრებაში – „გადავწყვიტეთ, ის ნაწილები გაგვეერთიანებინა, რაც, ჩვენი ჭკუით, აკლდა ქალაქს – ეს იყო წიგნის მაღაზია, ქართულ და ინგლისურენოვანი ბიბლიოთეკები, შეკრების სივრცე…“

„ცოდნის კაფე“ სოციალური საწარმოა, რომლის იდეა არაფორმალური განათლებისა და ალტერნატიული შეკრების სივრცედ ჩამოყალიბება იყო.

სამზარეულოს, როგორც დამოუკიდებელი საწარმოს, შექმნის იდეა ნანას დიდი ხანია, ჰქონდა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო განხორციელებას ვერ ახერხებდა. „იმისათვის, რომ „ცოდნის კაფეს“ თავის გადაერჩინა, დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო უნდა ჰქონოდა. გვინდოდა, რომ სამზარეულოს რამდენამდე უზრუნველეყო ჩვენი კაფეს სოციალური მისია. სამზარეულოს გაკეთებაში „საქართველოს ბანკმა“ დაგვიჭირა მხარი, ეს ლოგიკურია, რადგან ბიზნესს სოციალურ მეწარმეობაში მეწარმეობის როლი ყველაზე უკეთ ესმის”. – ამბობს ნანა.

„საქართველოს ბანკმა“ სამზარეულოს, როგორც მეწარმეობის კომპონენტს, 39 000-ლარიანი დახმარებით ჩაუყარა საფუძველი. ახლა სამზარეულო ცალკე საწარმოდ აღარ მოქმედებს და „ცოდნის კაფეს“ ნაწილია.

სამზარეულოს განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ახალგაზრდები ცდილობენ, ბებიებისა და პაპების ამბებად მოყოლილი რეცეპტები გააცოცხლონ.

„ვცდილობთ, გავათანამედროვოთ ტრადიციული ქიზიყური კერძები. მაგალითად, მწნილეულობა, რომელიც ჩვენკენ ძალიან გვიყვარს. ვამუშავებთ ხაჭაპურის ახლებურ ვერსიას, რძის ნაწარმის ახლებურად მომზადებას, ლობიანის ან ლობიოში მოხარშული პურის სახეცვლილ ვერსიას. ვცდილობთ, სულ ადგილობრივი პროდუქცია გამოვიყენოთ“. – გვიყვება ნანა.

თავიდან შეფები – იანა ტბელი და ნიკა მეტრეველი ეხმარებოდნენ. „მერე ჩვენც შევიძინეთ გამბედაობა. მეც და ჩემს მეგობრებსაც გვიყვარს კულინარია და ჩვენც მივმართავდით ექსპერიმენტებს“.

„ცოდნის კაფეს“ დამფუძნებლები ახლა სამზარეულოს გადაგეგმარებაზე მუშაობენ. „გვინდა ცნობილი და საყვარელი ადამიანების საყვარელი კერძები მოვამზადოთ“. – ამბობს ნანა. „ცოდნის კაფე“ 2022 წლის ზაფხულში ახალ სივრცეში გადავა – „ამ თვეში უკვე ვიწყებთ მშენებლობას და იქ უკეთესად სტანდარტიზებული სამზარეულო და კაფეც გვექნება. ამ პროცესში გვეხმარება შეფი, მიშა ავსაჯანიშვილი“.

კაფეს თავისსავე სივრცეში ექნება რობოტიკის სკოლა და არტრეზიდენციის ორ ოთახსაც დაიმატებს.

„ცოდნის კაფე“ დროთა განმავლობაში ტურისტებისა და ადგილობრივების საყვარელ შეკრების ადგილად იქცა, სადაც საგანმანათლებლო, შემეცნებითი შეხვედრები, ტრენინგები და მასტერკლასები იმართება. ასევე ეწყობა ზღაპრის საღამოები მცირეწლოვანი სტუმრებისთვის და სხვადასხვა სოციალური აქტივობა – წნორის მოსახლეობის ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის.

„ცოდნის კაფე“ სოციალური საწარმოს წარმატებული მაგალითია, წნორის გული და ცოდნის გავრცელების სივრცე, რომელიც თავიდან წნორელი გოგოების ოცნებებში აშენდა, შემდეგ რეალობად იქცა, „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გაძლიერდა, გაფართოვდა და განმტკიცდა, მალე კი ასობით რიგითი მოქალაქის მხარდაჭერით დადებული თითო-თითო აგურით აშენებულ ახალ სივრცეში გადავა და უფრო დიდი მასშტაბით გააგრძელებს საქმიანობას.