გურულების „დედაომი“ მშვიდობისა და ფსიქოსექსუალური ჯანმრთელობისათვის  

დავით ბუხრიკიძე

ოზურგეთის დრამატული თეატრის გასტროლები თბილისში

გამახვილებული ყურადღების მქონე თეატრალებმა უკვე იციან, რომ თბილისში რამდენიმე დღეა მიმდინარეობს ოზურგეთის, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის გასტროლები. საერთოდ, რეგიონული თეატრების ჩამოსვლა დედაქალაქში რამდენიმე ფაქტორით არის გამორჩეული და მნიშვნელოვანი. 

ჯერ ერთი, მათი რეპერტუარი ნაკლებად არის ცნობილი  დედაქალაქის მაყურებლისათვის, ამიტომ სპექტაკლების ნახვა ერთგვარად ავსებს საინფორმაციო ვაკუუმს. გარდა ამისა, რეგიონული თეატრის წარმოდგენები უნებლიეთ გვიბიძგებს თბილისურთან შედარებისკენ. თუ ამგვარი შედარების საზომები საერთოდ გამართლებულია ან შესაძლებელი. მესამეც, ესთეტიკური პრობლემების მიღმა უხილავსოციალურ კულისებსაცშეამჩნევთ (მცირე ხელფასი რეგიონულ თეატრებში, სოციალური თუ საკადრო პრობლემები, ახალგაზრდა მსახიობების გადინება და ა..).

8 ნოემბრის ჩათვლით ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი თბილისის სხვადასხვა სცენაზე წარმოადგენს შვიდ სპექტაკლს. თეატრის დირექციამ შეარჩია ბოლო პერიოდის საუკეთესო წარმოდგენები, რომლებიც სხვადასხვა თაობის რეჟისორებმა დადგეს. გაგიზიარებთ სამი მათგანის შესახებ პირველ შთაბეჭდილებას. ესენია: „რესპუბლიკა გურია“ (რეჟისორი და იდეის ავტორი ნიკოლოზ საბაშვილი),სამს პლუს სამი“ (პიესის ავტორი მანანა დოიაშვილი, რეჟისორი ვანო ხუციშვილი) დადედაომი“ (დათა თავაძის პიესის პირველი, და ჯერჯერობით ერთადერთი, სცენური ვერსია, რეჟისორი – საბა ასლამაზიშვილი).

„რესპუბლიკა გურია, რომელიც „რუსთაველის თეატრის“ დიდ სცენაზე წარმოადგინეს, ფიზიკური თუ არავერბალური თეატრის შეერთებაპოლიფონიის კიდევ ერთი მცდელობაა. მინიმალური ტექსტით, პოლიტიკურად სწორი და აქტუალური, მაგრამ უკვე უხიფათო მეტაფორებითა და მესიჯებით გაჯერებული.

ოზურგეთის თეატრის დასის ერთიანობა, ვიტყოდი, მათი ფსიქოფიზიკური სინერგია განაპირობებს სცენურ დინამიკას და თხრობის სისხარტეს. მბრუნავი სცენის პრინციპზე აგებული სცენოგრაფია (თავად ნიკა საბაშვილის ნამუშევარი) რეჟისურისა და მაყურებლის წარმოსახვის ფარგლებს კიდევ უფრო აფართოებს. სპექტაკლის უმთავრესი ნაკლი ისაა, რომ ერთგვარად დაუმთავრებლისა და ნაჩქარევის შთაბეჭდილებას ტოვებს და პუბლიცისტური შინაარსის სათაური – „რესპუბლიკა გურიაწარმოდგენის მხოლოდ ბოლო ათ წუთზე შეიძლება გავავრცელოთ.

სამს პლუს სამი

მანანა დოიაშვილის ღრმა, ტრავმებით სავსე და უცნაურპერსონაჟებიანი პიესა (მარტო მათი სახელებიც მიგანიშნებთ ამაზებაუკი, ჩეტი, ჯოჯი, გვეძი, დორე) დაახლოებთ 25 წლის წინ დაიწერა. რეჟისორმა ვანო ხუციშვილმა ეს დროის დისტანცია თითქოს მოშალა და ბნელ-ცივი 90იანი წლების ფსიქოტრავმები დღევანდელ, უფრო კამერულ და კლინიკურ გარემოში მოაქცია. ისე მოხდა, რომ სპექტაკლი სამჯერ ვნახე და მასში სამჯერვე სხვადასხვა აქცენტი ამოვიკითხე. 

პირველად სწორედ ზემოხსენებული, ავბედითი 90იანი წლების დამღით აღბეჭდილი ადამიანების ფსიქოლოგიური ტრილერი მეგონა; მეორედ, როგორც კომპლექსებს ვერმორეული ოჯახისა და საზოგადოების დრამად აღვიქვი და ახლა უკვე მესამედ, თუმანიშვილის თეატრში, გამოკვეთილი კლინიკური და სექსუალური აქცენტებით სავსე წარმოდგენად გადაიქცა.

„დედაომი”

ერთი მხრივ, ეს ვარიაციულიმიქცევამოქცევაშედარებით მსუბუქ და დრამატულ მინორულობას შორის, რეჟისურის მრავალშრიანობაზე მეტყველებს, თუმცა საგრძნობია რითმული ჩავარდნა რამდენიმე ეპიზოდში და პერსონაჟების სიცარიელის შემავსებელი სირბილი აქეთიქით, რაც აღქმისთვის ხელის შემშლელია და ცხადია, მომავალში გამოსასწორებელიც. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: მთავარი როლის (ბაუკი) შემსრულებელი, ოზურგეთის თეატრის პრიმათამარ მდინარაძე ხილული დრამატიზმისა და უხილავი სიგიჟის შეერთებას ნამდვილად ოსტატურად ახერხებს.

რესპუბლიკა გურია

2022 წლის თეატრალური სეზონის ნაყოფიერების სიმბოლოდ ქცეულმა ახალგაზრდა რეჟისორმა, საბა ასლამაზიშვილმა დათა თავაძისდედაომიოზურგეთის თეატრის გიგანტურ და ექსპერიმენტულ სცენაზე დადგა. ამჯერად კი საგასტროლო სპექტაკლი თუმანიშვილის სახელობის თეატრის მცირე სცენაზე ვიხილეთ. ომი, როგორც ფიზიკური და მეტაფიზიკური დასასრული; ომი, როგორც ქალების წარმოუდგენელი ფსიქოლოგიური ტვირთი და გამქრალი, დაკარგული კაცების სიმბოლო; ომი, როგორც ადამიანების მწერებად ტრანფორმაცია. 

წარმოდგენის მთლიანი ატმოსფერო, დეტალები და სცენოგრაფია (თამარ ოხიკიანი) გახსენებთ სამეფო უბნის თეატრის ესთეტიკას და ეს არცაა გასაკვირი, რადგან დათა თავაძის ტექსტი თავის თავში უკვე გულისხმობს გარკვეულ მინიშნებებს: გამეორებულ მოძრაობებსა და ფრაზებს, დრამატულობის პარადოქსული ფორმით გამოხატვას, სხეულის ფიზიკურობის ხაზგასმულ შეგრძნებას, პუბლიცისტურ  დეკლამაციას თუ მეორადი ტანსაცმლის კულტს. 

დედაომისსცენური მოქმედება და ენა გაჯერებულია დაძაბულობითა და მეტ-ნაკლებად განეიტრალებული ისტერიით, რომელსაც მხოლოდ ომი წარმოშობს და იწვევს. სწორედ ის ქმნის ნიადაგს ქალების გამძაფრებული ფსიქოსექსუალური ქცევისთვის. ფრაზა, რომელსაც მთავარი პერსონაჟი, ზინა (თამარ მდინარაძე) წარმოთქვამს – „ომი მართმევს ყველაფერს, რაც მიყვარს და სამაგიეროდ, ყოველ თვე მაძლევს ფულს“, შეიძლება თანამედროვე ომების ცინიკურ დევიზადაც გავიაზროთ. სპექტაკლში ასევე მონაწილეობენ ციცი ბუცხრიკიძე (თინა), შორენა გვეტაძე (მანანა) და ნიკა ძნელაძე (კურიერი). 

ოზურგეთის თეატრის გასტროლები 8 ნოემბერს დასრულდება გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში. წარმოადგენენ რეჟისორ კაპანაძის სპექტაკლს – „გურიის უკანაკნელი დედოფალი“.