ისევ პოლიტიკისა და ხელოვნების გამიჯვნის შესახებ

დავით ბუხრიკიძე

ბერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომრის, სახელოვანი რეჟისორის, ვიმ ვენდერსის პირველივე ინტერვიუ ლამის სკანდალური განხილვის საგნად იქცა. ბრიტანულმაგარდიანმავენდერსის ფრაზა – „ხელოვნება პოლიტიკისგან შორს უნდა იდგეს, რადგან მას ადამიანებზე გავლენა განსხვავებული გზებით შეუძლია მოახდინოს“, ფაქტობრივად სლოგანად აქცია და საჯიჯგნად მედია პლატფორმებს მიუგდო. მათაც ეს როლი ზედმიწევნოთ ზუსტად შეასრულეს. პარადოქსი ისაა, რომ სინამდვილეში, რეჟისორმა კინოსა და პოლიტიკის გამიჯვნის შეუძლებლობა სწორედ საკუთარ ფილმებში გვიჩვენა.

ფილმშიცა ბერლინის თავზე“ (1987) ვენდერსმა შეთხზა ანგელოზებად ქცეული პერსონაჟების ისტორია, რომლებსაც შეუძლიათ თავისუფლად იფრინონ ჯერ კიდევ იდეოლოგიური კედლებით გაყოფილი ბერლინის თავზე. ამგვარად, სწორედ ვენდერსი იქცა გაერთიანებული გერმანიისა და ევროპის ოცნების ერთგვარ სიმბოლოდ.

უკვე ათწლეულების შემდეგ, როცა იდეოლოგიური და პოლიტიკური ბარიერები თითქმის აღარ არსებობდა, აღიმართა სხვა, უფრო მკაცრი, სასტიკი, დაუნდობელი ბარიერები, რომელიც რუსეთუკრაინის ომმა და ამერიკააზიის დაპირისპირებამ წარმოშვა. ამავდროულად, ერთმანეთის მიყოლებით დაიწყო პანევროპული კულტურული ინსტიტუტების გაჩენა სხვა ქვეყნებში, რომლებიც მონაწილეობდნენ აფრიკისა თუ აზიის ერთობლივ კინოპროექტებში. დღეს ამ ინსტიტუტების ლოგოები ევროპაში თუ აღმოსავლეთში გადაღებული თითქმის ყველა ცნობილი ფილმის ტიტრებში ჩნდება.

ბერლინის კინოფესტივალი ალბათ, სამართლიანად ითვლება ყველაზე პოლიტიზებულად სხვა ფესტივალებთან შედარებით. მისი ფოკუსი მონაცვლეობით გადაადგილდებოდა აღმოსავლეთ ევროპას, ბალკანეთსა თუ შორეულ აღმოსავლეთს შორის. ამდენად, ახლო აღმოსავლეთისკენ ამჟამინდელი მიბრუნება ბერლინალეს პოლიტიკის ლამის ბუნებრივ და გარდაუვალ ნაბიჯად აღიქმება. სამხრეთაღმოსავლეთის გეოგრაფია ასევე დასტურდება საკონკურსო პროგრამის პირველი ფილმებითაც.

“ჩურჩული”

მაგალითად, ავღანური ფილმითარც ერთი კარგი ადამიანი“, რომელმაც გახსნა ფესტივალი. თუმცა დიდი ნაწილი გადაიღეს არა ავღანეთში, არამედ ბერლინის ძველ იპოდრომზე. საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენელი კიდევ ერთი ნამუშევარი, ტუნისელი ლეილა ბუზიდის ფილმიჩურჩული“ (ტუნისი აქ პატრიარქალური ნორმების წინააღმდეგ ბრძოლის ერთგვარ არენად იქცევა), ტუნისის ნაცვლად პარიზშია გადაღებული. ამ ბრძოლაში ჩართულნი არიან ორგანიზაციააღმოსავლეთის განთავისუფლებული ქალებიც​​როგორც ფილმების მთავარი გმირები, ასევე მათი გადამღები ახალგაზრდა რეჟისორები.

“ღამით დაბდებული”

როგორც ჩანს, ფესტივალის საკონკურსო პროგრამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემაა ქალის სხეული. ჰანა ბერგჰოლმის ფინურლიტვურფრანგულბრიტანულ კოპროდუქციაშიღამის დაბადებულიქალის სხეულის საშინელ ტრანსფორმაცის ვხედავთ. მოქმედება ფინეთის ტყეში, განმარტოებულ სახლში ვითარდება, სადაც მთავარმა გმირმა ბავშვობა გაატარა და სადაც ის ბრიტანელ ქმართან ერთად ჩადის, რათა შვილი გააჩინოს და ბუნებასთან ჰარმონიაში იდეალურად იცხოვროს. თუმცა, როგორც ჩანს, დედა ბუნება იმდენადაა შეძრწუნებული ადამიანთა უსაქციელობით, რომ თავიდანვე გადაწყვეტს ისინი დასაჯონ

ტყის გამხმარი და უცნაური ფორმის ხეები ბავშვს, რომელიც დედის საშვილოსნოდან თავიდანვე აგრესიული ფორმით გამოვიდა, მისტიკურ ძალას შესძენენ და ისიც შემზრავი ხმით მშობლებს აშინებს. თუმცა ფილმის ბოლომდე სრულიად გაუგებარი რჩება რატომ აირჩია ფინელმა რეჟისორმა ჰორორის ექსტრემალური ჟანრი, როცა მას ამ ჟანრის გრძნობა უბრალოდ არ ესმის? ან საერთოდ, რატომ მოხვდა ეს ეკოლოგიური თუ ფემინისტურიცუდი პროდუქტიბერლინალეს კონკურსში?

გერმანელი რეჟისორის, მარკუს შლეინცერისროზექალის სხეულის იდუმალებას თუ დრამას განსხვავებული კუთხით იკვლევს. XVII საუკუნის დასაწყისში, გერმანიის რომელღაც პატარა სოფელში იდუმალი ჯარისკაცი ჩადისმოკრძალებული, ჩუმი, ასკეტიმისი სახე ომის ჭრილობებითა და ნაწიბურებითა დამახინჯებული. უცნობი თავს დიდი ხნის მიტოვებული ფერმის მემკვიდრედ აცხადებს და დოკუმენტსაც წარუდგენს ეჭვიანი სოფლის მაცხოვრებლებს. ამტკიცებს, რომ შრომისმოყვარე, ღვთის მოშიში ადამიანია და დროთა განმავლობაში თემის ნაწილიც ხდება. თუმცა, სინამდვილეში ის ქალია, რომელიც თავს კაცად ასაღებს და ცოლსაც ირთავს

“როზე”

თაღლითობა მაინც გამჟღავნდება, რის გამოც მას პროტესტანტული ეკლესია სასტიკად სჯის. ამ საკმაოდ მძიმე და შავთეთრ და მონოტონური რიტმის სანახაობას მხოლოდ ცნობილი გერმანელი თეატრისა და კინოს მსახიობის, სანდრა ჰულერის შესანიშნავი თამაში აძლევს სიცოცხლის გარკვეულ იმპულსს, რომლესაც ენამოსწრებულმა ჩემმა კოლეგამგერმანელი მაია წყნეთელიუწოდა.

რაც შეეხება არაქალებსა და ნაკლებ პოლიტიკას, მათ საფესტივალო პროგრამის სხვა ფილმებში უფრო დეტალურად განვიხილავთ.