მენსტრუალური შვებულება: ფუფუნება თუ საჭიროება? ► ფემინსტრიმი

პუბლიკა
პროექტს „ფემინსტრიმი“ წარმოგიდგენთ ქალთა ფონდი საქართველოში, ფონდ „ღია საზოგადოების“ მხარდაჭერით. პროექტის მედიაპარტნიორია Publika.ge.

ავტორები: თამარ მამულაშვილი, ნინო ტურიაშვილი

„რა მოხდებოდა, უცებ, სასწაულებრივად, კაცებს რომ ჰქონოდათ მენსტრუაცია და ქალებს _ არა? რა თქმა უნდა, მენსტრუაცია გახდებოდა შესაშური, ღირსეული, მამაკაცური მოვლენა: კაცები იამაყებდნენ მისი ხანგრძლივობითა და რაოდენობით. პატარა ბიჭები მასზე ილაპარაკებდნენ, როგორც მამაკაცობის შესაშურ საწყის წერტილზე. ამ დღეს აღნიშნავდნენ საჩუქრებით, რელიგიური რიტუალებით, საოჯახო სადილებითა თუ წვეულებებით”.

თქვენ მოისმინეთ ნაწყვეტი გლორია სტეინემის ესედან „კაცებს რომ მენსტრუაცია ჰქონოდათ”. მოგესალმებით, მე ნინო ვარ და „ფემინსტრიმის” მეოთხე პოდკასტში მენსტრუალური შვებულების შესახებ ვისაუბრებთ.

მოგესალმებით, მე თამო ვარ. „ფემინსტრიმის” პირველ ორ პოდკასტში, ომის დროს, ქალის უფლებების თუ საჭიროებების უგულებელყოფაზე ვისაუბრეთ. აღვნიშნეთ, რომ კრიზისულ სიტუაციებში, ქალთა უფლებების, თუ ნებისმიერი არადომინანტური ჯგუფის უფლებების დასაცავად ხშირად გაისმის მოსაზრება – „ახლა არ არის ამის დრო და რესურსი”. თუმცა, მესამე პოდკასტში, აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანთა საჭიროებების შესახებ საუბრისას, გავაანალიზეთ, რომ პატრიარქალურ სისტემაში ქალის უფლებები არც მშვიდობიანობის დროსაა გათვალისწინებული.

დღეს გვინდა კიდევ ერთხელ დავსვათ კითხვა: როგორია ქალებზე მორგებული მშვიდობა? ითვალისწინებს არსებული წესრიგი ჩვენთვის კომფორტული და ღირსეული ცხოვრების პირობებს?

ნინო ტურიაშვილი: Რა არის მენსტრუალური შვებულება? იმის გამო, რომ მენსტრუაცია ძალიან ხშირად ფიზიკურ გაუსაძლის ტკვილს და დიდ დისკომფორტს გულისხმობს, Მენსტრუალური შვებულება არის ღირსეული შრომის სტანდარტების და პირობების დამკვიდრების მორიგი ნაბიჯი. Არსებული პრაქტიკით, რომ მენსტრუაციის პირველი სამი დღის განმავლობაში დასაქმებულს შეუძლია ანაზღაურებადი ან არაანაზღაურებადი შვებულების გამოყენება. Მენსტრუალური შვებულების დანერგვის ერთ-ერთი ბოლო მაგალითი ესპანეთია.

ესპანეთში, გინეკოლოგთა ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ქალთა მესამედი მენსტრუაცის დროს დისმენორეით იტანჯება. Შესაბამისად, ეს საკითხი ჯანდაცვის პრიორიტეტი გახდა. „Როცა პრობლემის მკურნალობა შეუძლებელია, მაშინ გონივრულია, რომ დაინერგოს ბიულეტენზე გასვლის შესაძლებლობა” – განაცხადა ესპანეთის თანასწორობის სახელმწიფო მდივანმა. „Ჩვენ არ ვსაუბრობთ მცირე დისკომფორტზე, მაგრამ ისეთ სიმპტომებზე, როგორიცაა დიარეა, გრიპის სიმპტომები და თავის ძლიერი ტკივილი”.

თამო მამულაშვილი:  ესპანეთზე ბევრად ადრე, მენსტრუალური შვებულების პრაქტიკა არსებობდა მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნებში, სათემო ორგანიზაციებსა თუ ცალკეულ რეგიონებში, მენსტრუაციასთან დაკავშირებული ტაბუს აღმოსაფხვრელად თუ გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

მენსტრუალური შვებულება გათვალისწინებულია ტაივანში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში – Ამ უკანასკნელში, უკვე 70 წელზე მეტია.

ინდოეთში მენსტრუალური შვებულება ქვეყნის დონეზე არაა დაკანონებული, თუმცა ცალკეული შტატების საკანონმდებლო დონეზე, დასაქმებულებს შვებულებით სარგებლობა შეუძლიათ. Ასევე, მრავალი კერძო ბიზნესი ინდოეთში იყენებს მენსტრუალურ შვებულებას, როგორც თანასწორი სამუშაო გარემოსა და საზოგადოების მხარდაჭერის საშუალებას.

Ნინო ტურიაშვილი: საქართველოში, მსგავსი პრაქტიკების შესახებ მსჯელობაც კი დემონიზირებულია. Მეტიც, არსებობს ისტორიები და მაგალითები, თუ ამა თუ იმ კომპანიამ თანამშრომელს ძლიერი ტკივილების მიუხედავად, სამუშაოდან ადრე წასვლის უფლება არ მისცა. შედეგად, დასაქმებულს, სამუშაო ადგილზე ტკივილისგან გული წაუვიდა. მეტიც, მსგავსი შემთხვევები მრავლადაა ქართულ უნივერსიტეტებში. Სტუდენტებისთვის გაცდენა საპატიოდ არ ჩაუთვლიათ, მიუხედავად იმისა, რომ მას Დისმენორეის დიაგნოზის ექიმისგან დამოწმებული ცნობა ქონდა, ან უნივერსიტეტში ყოფნისას, ტკივილისგან გული წაუვიდა და სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო.

თამო მამულაშვილი: ამ თემას შეიძლება მივუძღვნათ გადაცემები და კამპანიები, მაგრამ რა მუშაობს ყველაზე კარგად? Ცოტა ხნის წინ, ტიკ-ტოკ პლატფორმაზე ერთ ქალ სთენდაფერს ვუსმენდი. თურმე, კვლევებით დადგენილია, რომ მენსტრალური ტკივილის სიმძიმე უტოლდება გულის შეტევის დროს ტკივილების სიმძიმეს. სთენდაფერმა გვთხოვა, წარმოგვედგინა, რომ კაცებს ქონდეთ გულის ტკივილის მსგავსი ტკივილი თვეში რამდენიმე დღე, თან რეკლამებში თეთრი შარვლები ეცვათ და გაღიმებულები დაკუნტრუშებდნენო.

რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში მენსტრუალური შვებულების დანერგვის შესახებ ინფორმაცია ერთ ქართულ ფეისბუქ-ჯგუფში გაზიარდა. ინფორმაციის გაზიარებასთან ერთად, პოსტის ავტორმა ჯგუფის წევრებს კითხა, თუ რას ფიქრობდნენ ისინი საქართველოში მსგავსი პრაქტიკის დანერგვაზე.

გასაგებია, რომ დღესდღეობით, ამ რეალობაში, ბევრი სკეპტიკურად შეიძლება უყურებდეს მენსტრუალური შვებულების მოთხოვნას. გასაკვირი ის აღმოჩნდა, რომ ქალთა უმრავლესობას მომავალშიც კი ვერ წარმოედგინა საქართველოში მენსტრუალური შვებულების არსებობა, მაშინაც კი, როცა ეს შეიძლება სახელმწიფოს მიერ იყოს დარეგულირებული და კანონმდებლობით გაწერილი. მეტიც, ბევრი მათგანი “დასაქმებულის მძიმე მდგომარეობაში„ ჩადგა და მათი პერსპექტივიდან დაიწყო შვებულების კონტრარგუმენტებზე საუბარი.

Ნინო ტურიაშვილი: ჩვენგან შეიძლება ძალიან ირონიულად ჟღერდეს შედარება, მაგრამ ამ ფაქტს საბაზრო ეკონომიკის პრინციპებიდან რომ შევხედოთ, თუ არ იქნება მოთხოვნა, არ იქნება მიწოდება.

Ქართულ სოციალურ ქსელებში, მენსტრუალური შვებულების წინააღმდეგ ქალები, პირველ რიგში, ეკონომიკურ არგუმენტებს იშველიებენ. Ისინი ფიქრობენ, რომ არც ერთი დამსაქმებელი არ დაუშვებს, რომ მისი თანამშრომლების ნაწილმა არ იმუშავოს ერთი ან ორი დღე, რადგან მას შემოსავალი დააკლდება. Არადა პირიქით, დამსაქმებლისთვის მნიშვნელობა არ უნდა ქონდეს ცუდად მყოფი თანამშრომელი სამსახურში ვერ გააკეთებს ვერაფერ ღირებულს, თუ ერთი ან ორი დღე შვებულებას აიღებს – მთავარი პროდუქტიულობაა. Დამეთანხმებით, რომ დასაქმებული, რომელიც ორი დღე არ იტანჯა სამსახურში, უფრო მეტი პროდუქტიულობით დაბრუნდება სამუშაო სივრცეში და მეტი ენთუზიაზმით შეასრულებს სამუშაოს.

Გარდა ამისა, კომპანიას შეეძლება ნიჭიერი თანამშრომლების ლოიალობის მოპოვება, რაც დასაქმების ბაზარზე მის კონკურენტუნარიანობას ზრდის. Მაგალითისთვის, გამორჩეული თანამშრომელი, რომელიც საჭიროებს მენსტრუალური შვებულებით სარგებლობას, კომპანიას არ დატოვებს სხვა, თუნდაც უფრო მაღალშემოსავლიანი სამსახურისთვის, რომელიც ასეთ სერვისებს მას არ შესთავაზებს.

თამო მამულაშვილი: ქართულ სერვისების სექტორში, სადაც თანამშრომლებს ხშირად მთელი დღე ფეხზე დგომას აიძულებენ, არათუ მენსტრუალურ ტკივილებს ითვალისწინებენ, თანამშრომელი ქალები ერთმანეთს უცვლიან მორიგეობებს და ასე გამოხატავენ სოლიდარობას. Მეტიც, ჩემ ყოფილ სამსახურში, ერთ-ერთ ბანკში, არა თუ მენსტრუალურ საჭიროებებზე იყო საუბარი, არამედ ყოველ დღე, ტუალეტში გასვლაზე იყო პრობლემა, რადგან 8 საათის განმავლობაში, მუდმივად ადგილზე უნდა ვყოფილიყავით.

ადამიანებს უწევდათ და შეიძლება დღემდე უწევდეთ თავიანთი ბუნებრივი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ნებართვის აღება და შეიძლება, უარი ეთქვათ. ასევე, უნივერსიტეტიდან მახსენდება შემთხვევა, რომ შეუძლებელი იყო გამოცდის გადადება, თუ ბიულეტენს ან სასწრაფოს ცნობას არ მოიტანდი. Ბიულეტენის აღება დამატებით ხარჯს მოითხოვდა და ბევრ სტუდენტს პრობლემას უქმნიდა. Ამიტომ, მათ ერჩივნათ, ცუდად მყოფებს დაეწერათ გამოცდა.

Ნინო ტურიაშვილი: თუმცა, გვერდით რომ გადავდოთ ის ეკონომიკური არგუმენტები, რომლებითაც პატრიარქალურ სოციალურ თუ ეკონომიკურ სისტემას თითქოს მოწყალებას ვთხოვთ და ვარწმუნებთ, რომ მენსტრუალური შვებულების დანერგვის შემთხვევაში კერძო ბიზნესი არ გაღატაკდება, უნდა აღინიშნოს, რომ არგუმენტები გავს ბავშვთა შრომის თუ 12 საათიანი სამუშაო დღის მცველთა არგუმენტებს ვიქტორიანულ ინგლისში, რომელთა მიხედვითაც, სამუშაო დრო თუ შემცირდებოდა და ბავშვების შრომა აიკრძალებოდა, სიმდიდრე ვეღარ შეიქმნებოდა და მწარმოებლები გაღარიბდებოდნენ. Მეტიც, მონობაც აიკრძალა, თუმცა აშშ-ს ეკონომიკა ამით არ განადგურებულა.

ნინო ტურიაშვილი: მოდით, ჩვენ სტუმარს, თანასწორობის მოძრაობის წარმომადგენელ ალა პარუნოვას ვკითხოთ. რატომ გვიჭირს ქალებს ღირსეული შრომითი პირობების მოთხოვნა?

ალა პარუნოვა: უპირველეს ყოვლისა გამარჯობა. მადლობა , რომ პოდკასტში მონაწილეობისთვის მომიწვიეთ. რაც შეეხება კითხვას, ალბათ ამ კითხვას 2 ნაწილად განვიხილავდი. ერთი ნაწილი იქნება, თუ ზოგადად რატომ გვიჭირს ღირსეული სამუშაო პირობების მოთხოვნა. და მეორე რატომ გვიჭირს მენსტრუალური შვებულების მოთხოვნა დამსაქმებლისგან.

პირველი ნაწილი, უფრო გლობალური საკითხი მგონია და არის თავიდან ბოლომდე ნეოლიბერალური ლოგიკის გამოძახილი. სკოლიდან მოყოლებული დღემდე ჩვენ გვასწავლიან, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და მხოლოდ ბევრი მუშაობით შეგვიძლია რამეს მივაღწიოთ. ამ დროს, სრულიად გამორჩენილია ის პრივილეგიათა სისტემა, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სიბრტყეზე გვაყენებს.

არსებული სისტემა კი ღარიბებს უფრო აღარიბებს და მდიდრებს კი – უფრო ამდიდრებს. ამ ლოგიკიდან გამომდინარეობს რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელია და უნდა იყო კონკურენციაში სხვა ადამიანებთან, რომ გადარჩე. შენ წარმატებას ვერ აღწევ, თუ არ იქნები კონკურენციაში სხვა ადამიანებთან. ამ პირობებში მთელი პასუხისგმებლობა ეკისრება ინდივიდს. რომელშიც თუ არ გაქვს კარგი სამუშაო პირობები, ეს არის მოცემულობა და ითვლება რომ შენ საკმარისად არ გიმუშავია რომ მიგეღწია ამ ღირსეული სამუშაოსათვის. და არც გაქვს თითქოს ამის უფლება. ძალიან რთულია არსებულ სისტემაში  დანახვა რომ ჩვენ გვაქვს  სოციალური და ეკონომიკური უფლებები. და გვაქვს უფლება მოვითხოვოთ ღირსელი შრომითი პირობები. ჩვენ გვაქვს უფლება, მოვითხოვოთ ღირსელი სამუშაო გარემო, 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი, მოვითხოვოთ დასვენება, ზეგანაკვეთური სამუშაოს შემთხვევაში – თანხის გაზრდა, შვებულება და ასე შემდეგ. ელემენტარული მინიმალური პირობები.

რაც შეეხება მენსტრუალურ შვებულებას, აქ შემოდის არამხოლოდ ის საკითხი, რომ ჩვენ ვერგებით არსებულ შრომით ბაზარს, კონკურენციაში შევდივართ სხვებთან, ასევე აქ შემოდის გენდერის საკითხი. და შესაძლებლობათა იერარქიებს შორის მკაფიოდ ჩანს ხოლმე, რომ გენდერი და კლასი იკვეთება ერთმანეთთან.

მენსტრუაცია ახლაც არის ძალიან სტიგმატიზირებული საკითხი. მენსტრუაციის დაწყებიდან მოყოლებული, ქალები ამ საკითხზე არ ვლაპარაკობთ.როდესაც რაღაცა არის ასეთი უხილავი,  ძალიან რთულია მოითხოვო  მენსტრუალური შვებულება დამსამქებლისგან. იმ პირობებში, როცა ასეთი სტიგმატიზირებულია მენსტრუაცია, ითვლება ქალის სისუსტედ. სხვა ეკონომიკური საკითხების გარდა შემოდის სტიგმაც, რომელიც გვაიძულებს ქალებს გავჩუმდეთ და გვქონდეს სირცხილის განცდა.

თამო მამულაშვილი: ჩვენს შემდეგ კითხვას ნაწილობრივ უკვე გაეცი პასუხი, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ, რატომ ხდება ასე, რომ ღარიბები უფრო თავგამოდებით იცავენ „დამსაქმებლის უფლებებს“. იმის აღიარებით, რომ მენსტრუალური შვებულება ჩვენი სხეულის საჭიროებაა, ხომ არ ვაღიარებთ, რომ “ქალები სუსტები, ჰორმონებზე დამოკიდებული არსებები” ვართ?

ალა პარუნოვა: როდესაც მენსტრუაციაზე ვლაპარაკობთ და შემოდის ეს ცნებები „სუსტი“ და „ძლიერი“ უკვე ძალიან პრობლემატურია ეს დისკურსი. ამ შემთხვევაში სრულიად ხდება იმის გამირჩენა, რომ ჩვენი შესაძლებლობები შეიძლება განსხვავდებოდეს. ის რომ ქალებს მენსტრუაცია გვაქვს, ეს არც სუსტებად და არც ძლიერებად არ გვაქცევს. ეს არის უბრალოდ ბიოლოგიური მოცემულობა. რომელიც თვეში ერთხელ სხვადასხვა სახით გამოიხატება დისკომორტი, იქნება ეს მენსტრუაცია , პიემესი თუ უშუალოდ მენსტრუაციის ხარისხი.

ამ ყველაფრის შეფასებითი ხარისხის შემოტანა, ძლიერებად და სუსტებად დაყოფა,  არავის არაფერში არ სჭირდება, გარდა იმისა, ვინც პრივილეგირებულია და ვინც ამის ხარჯზე ქმნის რაღაც თავის  პრივილეგიებს. ეს ლოგიკა და დისკურსი არის პატრიარქალური და შესაბამისად,  მე ვერაფრით დავეთანხმებოდი იმ აზრს, რომ ეს ბიოლოგიური მოცემულობა რაღარას ცვლის ან რაიმე შეფასება სჭირდება.

ერთადერთი იმას ვიტყოდი, რომ მენსტრუალური შვებულება არის ქალების უფლრბა და მე შეიძლება არ გამოვიყენო საერთოდ, მაგრამ ამ ყველაფერზე ხელმისაწვდომობა აუცილებლად უნდა მქონდეს.

მაგალითად, მე ახლა ვმუშაობ „თანასწორობის მოძრაობაში“ და შიდა განაწესში გვიწერია, რომ ყველას შეუძლია აუღოს მენსტრუალრი შვებულება. ეს ჩანაწერი ნამდვილად არ ნიშნავს იმას რომ ყოველთვიურად ვიყენებ. არის თვეები, როდესაც ნამდვილად არ მჭირდება, შესაბამისად არც ვიყენებ. მაგრამ იმის უფლრბა, რომ როცა მჭირდება ავიღო თვეში ორი დღე და საკუთარ თავს მივხედო და ამის გამო სამსახურიდან არავინ არ გამაგდებს, ან ეს არ გამოიწვევს ჩემი ხელფასის შემცირებას, ეს ძალიან კარგ სამუშაო გარემოს მიქმნის. და უფრო პროდუქტიულს მხდის ყოველდღიურობაში. იმიტომ რომ მე ამის შესაძლებლობა მაქვს, რომ ტკივილის მიუხედავად მე არ მიწევს მივიდე, ვიჯდე, ვიმუშაო. დავუმტკიცო ვიღაცებს, რომ მე ვარ ძლიერი და შემიძლია ტკივილის ატანა.  არა ანუ, არ მჭირდება არაფრის მტკიცება არავისთან.

თამო მამულაშვილი: როგორც შენ მოგვიყევი, უკვე გაქვთ სამსახურში ეს კულტურა და გამოცდილება, რომ ისარგებლოთ მენსტრუალური შვებულებით და რომ მოგვიყვე, როგორია ისარგებლო მენსტრუალური შვებულებით, დანაშაულის გრძნობის გარეშე

ალა პარუნოვა: დანაშაულის შეგრძნების გარდა, აქ კიდევ შემოდის სირცხვილის საკითხი. როგორ უნდა ველაპარაკო სამსახურში ჩემს დამსაქმებელს, რომ მე მაქვს მენსტრუაცია . როგორ უნდა ავუხსნა რომ ეს მე მჭირდება. იმისთვის, რომ მენსტრუალურმა შვებულებამ იმუშაოს, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს სტიგმა იყოს მოცილებული. ანუ, გარდა ამ ცნებების „სუსტის“ და „ძლიერის“ დეკონსტრუქციისა, ასევე უნდა მოხდეს ცვლილება ამ დამოკიდებულებების, რომ მენსტრუაცია არის ბინძური და ამაზე არ უნდა ვილაპარაკოთ და აშ.

ჩემს მაგალითზე ვიტყვი, რომ პიემესის დროს უფრო ვიტანჯები, ვიდრე უშუალოდ მენსტრუაციის დროს და ამ დროს ვარ ყველაზე არაპროდუქტიული.  და ამ დროს ის ფაქტი, რომ მე წავიდე სამსახურში, საერთოდ არ მაძლევს გარანტიას რომ მე იქ ვიმუშავებ. თვითონ ის ფაქტი, რომ მე შემიძლია ვუთხრა დამსაქმებელს და შემიძლია ეს დრო საკუთარ თავს დავუთმო და დავისვენო, ეს ყველაფერი გავაკეთო ყველანაირი დანაშაულის სეგრზნების გარეშე, ეს არის უმნიშვნელოვანესი. უფრო დიდ მოტივაციასაც მაძლევს ეს რომ გავაკეთო ის საქმე, რის გაკეთებასაც ვაპირებდი. აქედან გამომდინარე, დადებითი ზეგავლენის გარდა არაფერი მოაქვს შვებულებას. საქმეზე და ჩემს მოტივაციაზეც კარგად მოქმედებს. იმის შეგრზნებაზეც- რომ მე ვარ დაფასებული… ცოტა ახლა ისეთი შეგრზნება მაქვს, რომ ამ ყველაფერზე ვლაპარაკობთ, როგორც ფუფუნების საგანზე და თავის მართლების მომენტი გვიჩნდება, რომ მე მერე კარგად ვმუშაობ. არ გვაქვს თავი სამართლებელი, რადგან ჩვენი კეთილდღეობისთვის, ჩვენი ფუნქციონირებისთვის და კარგად ყოფნისთვის არის აუცლებელი და აქ არის არანაირი მაგრამ და ენის ჩლიფინით საუბარი დამსაქმებელთან. ეს არის ჩვენი უფლება.

ნინო ტურიაშვილი: ალა, ძალიან საინტერესო საკითხებს შეეხე, ერთ-ერთი მთავარი საკითხი ისაა, რომ ჩვენც ვლაპარაკობთ პროდუქტიულობაზე, თუ როგორ შეგვიძლია, რომ აღდგენილი ენერგიით შეგვიძლია უფრო პროდუქტიული ვიყოთ დამსაქმებლისთვის, რაც ხშირ შემთხვევაში არა საზოგადოებრივი შრომაა, არამედ მოგებაზე ორიენტირებული კერძო კომპანიის მოგებისთვის. ომს არ აქვს ქალის სახე, მაგრამ როგორი წარმოგიდგენია ქალებზე მორგებული მშვიდობა?

ალა პარუნოვა: ძალიან ხშირად ჩვენ ვართ ორიენტირებული პრობლემებზე და გვავიწყდება წარმოვიდგინოთ ან ვიოცნებოთ ან ვხედავდეთ ისეთ სისტემას, რომელშიც ჩვენი უფლებები არ იქნება შელახული. ჩვენ გვიწევს ომში ყოფნა და ალბათ, გამოსავალი იქნებოდა იმ არსებული გენდერული ნორმების დეკონსტრუქცია ან დესტრუქცია, რომელშიც ვცხოვრობთ. ალბათ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნებოდა ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც არ არსებობს გენდერი და შესაბამისად არ არსებობს ის პრივილეგიები, რომელიც უკავშირდება გენდერს.

მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, ვილაპარაკოთ სოციალურ სამართლიანობაზე. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სიღარიბეზე, სიღარიბეს აქვს ქალის სახე. ჩვენ ღარიბები ვართ არა მხოლოდ იმის გამო, რომ ვცხოვრობთ ნეოლიბერალურ სამყაროში, არამედ იმის გამოც, რომ ჩვენ ვართ ქალები და ამ სამყაროში სხვადასხვა რესურსზე თუ სიკეთეზე ხელმისაწვდომობაზე დაბრკოლებები გვაქვს. კეთილდღეობა ყველა ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია და შესაბამისად, გვჭირდება, რომ მოხდეს საჯარო სიკეთეების თანაბარი გადანაწილება ადამიანებს შორის. ამის გარეშე ჩვენი ყოველდღიური ბრძოლა და ყოველდღიური ომი ვერ დასრულდება და ამის გარეშე, ჩვენი მშვიდობა ვერ იქნება მშვიდობა.

თამო მამულაშვილი: „ფემინსტრიმის“ ფარგლებში ჩემი და ნინოს ბოლო პოდკასტს უსმენდით. Მადლობა ყველას ვინც გვისმინა, მადლობას ვუხდით ჩვენს ძალიან საინტერესო სტუმრებს და შინაურ ცხოველებს, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში პროცესს გვიხალისებდნენ.

Ნინო ტურიაშვილი: დიდი მადლობა „ქალთა ფონდს” და „ფემინსტრიმს” ამ შესაძლებლობისთვის. დროებით!