ნაწილი 3: რა უნდა ვიცოდეთ უკრაინის ისტორიის და რუსული დეზინფორმაციის შესახებ

პუბლიკა


ოლენა შევჩენკო, კიევის ტარას შევჩენკოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი: ჩვენ უკვე განვიხილეთ ზეწოლის როგორი ინსტრუმენტები არსებობს საერთაშორისო ურთიერთობებში და რომელს იყენებს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ აგრეთვე განვიხილეთ, როგორ და რატომ ახდენს რუსეთი უკრაინის ისტორიის გადაწერას, ქმნის ჰიბრიდულ ისტორიებს, ისაკუთრებს უკრაინელ პოლიტიკურ მოღვაწეებს და უკრაინის ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენებს

დღეს ჩვენ განვიხილავთ იმას, თუ როგორ გადაიქცა რუსული პროპაგანდა სერიალად. დასაწყისისთვის ჩვენ ვისაუბრებთ, რატომ სჯერა ხალხს ყალბი ინფორმაციის (Fake news). 

პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ Fake news- ისწარმატებისერთერთი კრიტერიუმი არის სწორად არჩეული მიზნობრივი აუდიტორია. აქ საკმარისია გავიხსენოთ უკვე ქრესტომათიულად  ქცეული მაგალითი ჯვარცმული ბავშვისავისაც არ ახსოვს ეს ისტორიარუსეთის ტელევიზიის პირველი არხის სიუჟეტის ბმულს და მასზე უარყოფას მივუთითებ დანართში

Fake news- ისწარმატებადშეიძლება ჩავთვალოთ ასევე ის, რომ ის ემთხვევა ადამიანის შინაგან წარმოდგენებს, სტერეოტიპებსა და შაბლონებს. ამიტომაც ადამიანს არ ებადება აზრიგადაამოწმოს ან ეჭვქვეშ დააყენოს ინფორმაცია, რადგანაც ის ისედაც თანხვედრაშია მის მსოფლმხედველობასთან. მეორე მხრივ, როდესაც ინფორმაცია არასწორი, მანიპულაციური ან აშკარად ტყუილი აღმოჩნდება, ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს შინაგანი დისონანსი შიშის გამო, რომ ეს სტერეოტიპები დაირღვევა, რადგან იდეები და წარმოდგენები სამყაროსა და ცხოვრებაზე, რომელიც მას ჩამოუყალიბდა, რისიც  სჯეროდა და წლების განმავლობაში სწამდა, მცდარი აღმოჩნდება. უდავოა, რომ მანიპულაციური ტექნოლოგიების გამოყენება აძლიერებს ყალბი ინფორმაციის ეფექტურობას. სუსტი კრიტიკული აზროვნება ხელს უწყობს ყალბი ინფორმაციის წარმატებას და გავლენას ახდენს ჩვენს აზროვნებაზე.

შემდეგი საკითხი, რომელიც ჩვენ უნდა განვიხილოთ, არის ტერმინსაინფორმაციო ომისგაგება, რადგან საინფორმაციო ომი მხოლოდ ყალბი ინფორმაცია (Fake news ) არ არის. ბოლო წლებში Fake news-ები მყარად შემოვიდა ჩვენს აზროვნებაში და გვესმის, რომ Fake news-  საწყისშივე არამართებული და მანიპულაციური ინფორმაციაა, მაგრამ, თუ საინფორმაციო ომის ტერმინოლოგიას და პროცედურებს კლასიკურ კინეტიკურ ომთან შევადარებთ, შეგვიძლია სტრუქტურის მიხედვით ვიპოვოთ მსგავსი ელემენტები. მაგალითად, Fake  news-ები შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც საინფორმაციო ომის ჯარისკაცები. ისინი, ისევე, როგორც კინეტიკური ომის ჯარისკაცები, მრავლად არიან და მიემართებიან ბრძოლის ყველაზე უფრო ცხელ წერტილებში. ჯარისკაცები, რომლებიც იღუპებიან, რეზერვიდან ახალი ჯარისკაცებით ჩანაცვლდებიან, ისევე, როგორც Fake news-ები ანაცვლებენ ერთმანეთს.  

Fake news-ების ზემოდან დგას მესიჯები  (შეტყობინებები/გზავნილები). თუ ჩვენ ვიცით, რომ ყალბი ინფორმაცია საწყისშივე არამართებული და მანიპულაციურია, მესიჯი მკვეთრი და გასაგები გზავნილია. კომუნიკაციის კლასიკურ თეორიაში მესიჯები არ უნდა უარყოფდნენ/ეწინააღმდეგებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ როდესაც ჩვენ რუსეთის საინფორმაციო პოლიტიკას განვიხილავთ, ვხედავთ, რომ მესიჯებიმართებული, არამართებული, მანიპულაციური –  შეიძლება განვიხილოთ, როგორც საინფორმაციო ომის ოფიცრები. და თუ მესიჯები საინფორმაციო ომის ოფიცრებია, ნარატივები შეიძლება მივიჩნიოთ ომის გენერლებად. ნარატივი ესაა ისტორია, მოთხრობა, რომელიც აღწერს გარემოებას/სამყაროს. ნარატივის ამოცანა ყველაზე რთული და სტრატეგიულიამისი მიზანია ჩამოაყალიბოს მსოფლმხედველობა. ამიტომ საინფორმაციო ომში ნარატივი არის ყველაზე ფასეული საბრძოლო ერთეული.

ჩვენი, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების და საერთაშორისო ჟურნალისტიკის სპეციალისტების, ამოცანაა, გავაანალიზოთ ის საინფორმაციო პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი უკრაინასთან და სხვა ქვეყნებთან მიმართებით იყენებს

როგორ შეგვიძლია სისტემაში მოვიყვანოთ ის ყალბი ინფორმაცია, რომელიც თავზე გვაცვივა? აქ უნდა შემოვიტანოთ მოდელი, რომელიც შემოგვთავაზეს უკრაინელმა მკვლევრებმა დიმიტრი ზოლოტუხინის ხელმძღვანელობით. ამ მოდელში საინფორმაციო ომი წარმოდგენილია და აღიწერება სერიალის ტერმინოლოგიით

რა თქმა უნდა, სერიალს ყველა ვუყურებთ, გვიყვარს და მის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება საკმაოდ პოზიტიურია. როგორ შეიძლება საინფორმაციო ომი სერიალის ტერმინოლოგიით აღვწეროთ? სინამდვილეში ყველაფერი საკმაოდ მარტივია, თუ ჩვენ სერიალს წარმოვიდგენთ როგორც მასშტაბურ მეგანარატივს, რომელსაც გააჩნია ერთიანი სიუჟეტური ხაზი. ეს ხაზი შეიძლება იცვლებოდეს სეზონიდან სეზონამდე, მაგრამ ინარჩუნებდეს ძირითად მონახაზს და   გათვლილი იყოს  ზუსტად გამოკვეთილ მიზნობრივ აუდიტორიაზე. ამდენად, მთლიანი სერიალი უდრის მთლიან ნარატივს.

სერიალი შედგება სეზონებისგან. სეზონი არის  კონკრეტული პროპაგანდისტული მესიჯების კრებული, რომელიც შეიძლება  სხვადასხვანაირი იყოს და, ამავე დროსერთ მთლიან ნარატივს აყალიბებდეს.

სეზონი შედგება სერიებისაგან (ანუ ყალბი ინფორმაციებისგან) – ეს არის სეზონის  ეპიზოდები, რომელიც ასახავს ერთ კონკრეტულ სიტუაციას სეზონის და სერიალის სიუჟეტიური ხაზის შესაბამისად.  

ვნახოთ, როგორ მუშაობს ეს მოდელი უკრაინაში მოქმედ რუსულ პროპაგანდასთან მიმართებით. მე მოვიყვან ორი ასეთი დიდი სცენარის მაგალითს. პირველს ერქვა ბრძოლა ევროკავშირისთვის, რომლის აქტიური ფაზა დადგა ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმებამდე და შეთანხმების შემდგომ პერიოდში. ჩვენ გვესმის, რომ ამ სერიალის მიზანი იყო ან არ დაეშვათ უკრაინის მიერ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ან მაქსიმალურად დაეზარალებინათ უკრაინის სწრაფვა ევროინტეგრაციისკენ. სხვათა შორის, არგუმენტები როგორც უკრაინელი ხალხისთვის, ასევე ევროკავშირის მოქალაქებისთვის, ლოგიკური იყო. უკრაინის მოქალაქეებს და უკრაინულ საზოგადოებას აშინებდნენ იმით, რომ, ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემთხვევაში, დაინგრეოდა უკრაინის ეკონომიკა, ის დაკარგავდა მისთვის ყველაზე ხელსაყრელ და დიდრუსულ ბაზარს, ხოლო ევროპული ბაზარი მისთვის არ გაიხსნებოდა, რადგანაც ევროპას არ სჭირდება უკრაინული პროდუქტი. მეორე მხრივ, ევროპა ექსპლუატაციას გაუწევს უკრაინას და მის პოტენციალს და უკრაინა იქცევა ევროპის დანამატად. ამასთან, ევროპა არასოდეს დათანხმდება უვიზო მიმოსვლას

როდესაც ჩვენ განვიხილეთ ზეწოლის ეკონომიკური ინსტრუმენტები, მე მოვიყვანე სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც 2011 წლამდე უკრაინასა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვა იყო ყველაზე მაღალი და რუსული ბაზარი უკრაინული ბაზრისა და მომსახურებისთვის იყო ყველაზე დიდი. მაგრამ, ცნობილიბუნებრივი აირის ბრძოლებისადა ეკონომიკური ბრძოლების შემდეგ, როდესაც ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას, უკრაინელი მწარმოებლები გადაეწყვნენ ევროპულ ბაზარზე, ევროპული ბაზარი გაიხსნა მათთვის და დღეისათვის, სტატისტიკის თანახმად, რუსეთის ტვირთბრუნვა უკრაინაში შემცირდა ხუთჯერ, ხოლო ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი უკრაინისთვის სწორედ ევროკავშირის ბაზარი გახდა.

რუსული პროპაგანდა ევროპას აშინებდა იმით, რომ უკრაინა არის საფრთხე ევროპისთვის პოტენციური მიგრანტების გამო, რაც ევროპისთვის მტკივნეულია, რადგან გვახსოვს 2015-16 წლის მიგრანტების კრიზისი, როდესაც ევროპას მიაწყდა მიგრანტების ტალღა არაბული ქვეყნებიდან, ჩრდილოეთ აფრიკიდან და სხვ

უკრაინასთან კეთილმეზობლური ურთიერთობა და უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ევროპელი მკითხველების, მსმენელებისა და მაყურებლებისათვის იყო საფრთხე ან მესიჯი იმის შესახებ, რომ უკრაინასთან დაახლოება გააუარესებდა ევროკავშირის ქვეყნების ურთიერთობას რუსეთის ფედერაციასთან, რისი დაშვების უფლებაც ევროპას არ ჰქონდა. ცხადია, ამ ყველაფრის მიზანი იყო ის, რომ ევროპას დაებლოკა უკრაინის ინტეგრაცია ევროკავშირთან. ჩვენ გვახსოვს, რომ პირველ მცდელობაზე ნიდერლანდების პარლამენტმა უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება არ მოახდინა. ეს ფაქტი შეგვიძლია ჩავთვალოთ, როგორც რუსული პროპაგანდის წარმატების ელემენტი.

კიდევ ერთი სერიალი, რომელსაც რუსეთი უშვებს უკრაინის წინააღმდეგ, დღესაც გრძელდება და ის ჟღერს ასე: „უკრაინაარშემდგარი სახელმწიფო“ („Ukraine as a failed state”). ამ სერიალის მიზანია უკრაინის და მისი ხელისუფლების დისკრედიტაცია, როგორც საკუთარი მოქალაქეების, ისე საერთაშორისო საზოგადოების თვალში, ასევე მიზანია  აჩვენოს უკრაინის მიწებზე რუსეთის პრეტენზიების ლეგიტიმურობა. ამ სერიალის ლოგიკა ასე გამოიყურება:

თეზისი პირველიდასავლეთმა დააორგანიზა გადატრიალება უკრაინაში (მხედველობაშია 2014 წელი) და ახლა აკონტროლებს უკრაინის ხელისუფლებას.

თეზისი მეორეიანუკოვიჩის ლეგიტიმური ხელისუფლება გადაგდებულ იქნა. მის ნაცვლად მოსული ახალი ხელისუფლება არალეგიტიმურია და ინდულგენციას აძლევს დასავლეთის ყველა ახირებას

თეზისი მესამედონბასის და ყირიმის გამოყოფა იყო ლეგიტიმური; კიევის ხელისუფლება არაშორსმჭვრეტელია, ხოლო დასავლეთიფარისეველი

და საბოლოო თეზისიუკრაინას თვითონ არ შეუძლია მოაგვაროს შიდა პრობლემები, ამიტომაც ის უნდა დაბრუნდეს რუსეთის გავლენის ქვეშ მომავალში მისი განვითარებისა და აყვავებისათვის.

ანალიზი ყალბი ინფორმაციისა, რომელიც ვრცელდება ამ სერიალის ფარგლებში, საშუალებას გვაძლევს გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ის იყო დანაწევრებული მიზნობრივი აუდიტორიის მიხედვით. სხვაგვარი ინფორმაცია ვრცელდებოდა უკრაინის აუდიტორიისთვის, სხვარუსული აუდიტორიისთვის, სხვადასავლეთის ქვეყნების აუდიტორიისთვის. მაგალითად, რუსეთის მოქალაქეებისთვის ძირითადი მესიჯები დაკავშირებული იყო იმასთან, რომ გადაეტანათ ყურადღება საშინაო პრობლემებიდან გარეგან გამაღიზიანებელზე და ასეთი გამაღიზიანებელის ცენტრი აღმოჩნდა უკრაინა. ასევე, რუსეთის მოქალაქეებისთვის საჭირო იყო აეხსნათ მიზეზები, თუ რატომ უჭერდნენ მხარს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს, როგორც რუსული სამყაროს ნაწილებს. დასავლური აუდიტორიისთვის საჭირო იყო აეხსნათ ყირიმის ანექსიის აუცილებლობა უკრაინის პოლიტიკური კოლაფსის პირობებში, რომელიც, თითქოსდა, 2014 წელს მოხდა. ასევე, საჭირო იყო დასავლეთისთვის დაენახვებინათ დონეცკის და ლუჰანსკის კვაზი რესპუბლიკებისსამართლებრიობა“, რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსიის ლეგიტიმურობა და  უკრაინაზე რუსეთის პატრონაჟის აუცილებლობა, ისევ და ისევ უკრაინის ნორმალური განვითარებისთვის.

რა უნდა ეჩვენებინათ უკრაინის მოსახლეობისთვის?

უკრაინის მოსახლეობისთვის უნდა ეჩვენებინათ, რომ მათ მიერ არჩეული ევროინტეგრაციის კურსი არასწორია, რომ უკრაინის ხელისუფლებას არ შესწევს ძალა, მოაგვაროს შიდა პრობლემები, ხოლო პოლიტიკურ ხელმძღვანელობას არ ხელეწიფება, განახორციელოს დემოკრატიული რეფორმები. ამით უკრაინის მოსახლეობაში  უნდა ჩამოყალიბებულიყო მოსაზრება, რომ მხოლოდ რუსეთთან ერთად შეძლებდნენ განვითარებას.

მე შემთხვევით არ მითქვამს, რომ ეს სერიალი მოქმედია. ჩვენ ვხედავთ, როგორ ფორმირდება დღეისათვის ახალი მესიჯები. მაგალითად, მესიჯი უკრაინის არმიის შესახებ, რომლის მიზანიც არის უკრაინის თავდაცვის ძალების სუსტად და ბრძოლისუუნაროდ წარმოჩენა, ტერიტორიული თავდაცვის ძალების დისკრედიტაცია. ისევ და ისევ აქტიურდება უკრაინული ენის საკითხი, რომ ის არის რუსული ენის დიალექტი, რომ უკრაინელები არ არიან ისტორიული ერი და ალბათ გახსოვთ სიუჟეტები საიდუმლო ლაბორატორიებზე, რომლებიც, თითქოსდა, უკრაინაში მუშაობენ. აქ ჩვენ შეგვიძლია დავსვათ სამი წერტილი და გავაგრძელოთ მონიტორინგი და ანალიზი ყალბი ამბებისა, რომლებიც ვრცელდება ამ სერიალის ფარგლებში.

ამდენად, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, როგორ ვრცელდება ეს სერიალი, რა ახალ მესიჯებს იგონებს რუსული პროპაგანდა საერთაშორისო პარტნიორებისა და რუსული და უკრაინული აუდიტორიის თვალში უკრაინის დისკრედიტაციისთვის. უკრაინის ექსპერტულ საზოგადოებაში ტრიალებს მოსაზრება, იმის შესახებ, რომ რუსეთმა შექმნა ეფექტიანი ფაბრიკა ყალბი ინფორმაციის წარმოებისათვის. პირობითად, ამ ფაბრიკას შეიძლება ვუწოდოთკრემლვუდი“ („Kremlinwood”) – ფაბრიკა მრავალმილიონიანი ბიუჯეტით, რომელიც მიმართულია უკრაინის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმირებისა და  რუსეთის სასარგებლოდ შეცვლისაკენ

დაბოლოს, შეგვიძლია ვთქვათ რამდენად მიზანმიმართული და ეფექტიანია შემოთავაზებული მოდელის გამოყენება პროპაგანდის, როგორც სერიალის გასაანალიზებლად. ვფიქრობ, ეს შეიძლება გავაანალიზოთ ორი მხრიდანვაჩვენოთ, რომ შემოთავაზებული მოდელი ეფექტიანია როგორც პროპაგანდის, ასევე ანალიზის თვალსაზრისით. თუ ჩვენ ვნახავთ ამ მოდელის ეფექტიანობას პროპაგანდის კუთხით, ეს ძალიან ადვილია, ამას ემატება ისიც, რომ არსებობს ეგრეთ წოდებულისაპილოტე სერიები“, რომლებშიც იტესტება ახალი მესიჯების წარმატება. თუ მესიჯი არ აღმოჩნდება წარმატებული, ის მოდიფიცირდება და თავიდან ჩაეშვება საინფორამციო სივრცეში. თუ ამ პროცესს მეორე მხრიდან შევხედავთ, მაგალითად, რამდენად გამოსადეგია სერიალი ანალიზისთვის, მაშინ ვნახავთ, რომ ფეიკები, ეს აპრიორი არასწორი ინფორმაციაა. ფაქტჩეკინგი საკმაოდ ძვირი ღონისძიებაა დროის, ფინანსური და  ადამიანური რესურსების თვალსაზრისით. ამას ემატება მონიტორინგის თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც იძლევა ნებას, ხარისხიანად შევაფასოთ შთამბეჭდავი კონტენტი და გავიგოთ სცენარის რომელი ნარატივი გრძელდება და რა საინფორმაციო ველს იკავებს ის

შესაბამისად, თუ ჩვენ გავაანალიზებთ საქართველოს საინფორმაციო ველს, ჩვენ შეგვიძლია მოვძებნოთ რუსული სერიალის მაგალითები საქართველოსთან ან სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. მიუხედავად ამისა, არც უკრაინა და არც საქართველო არ ნებდებიან, ჩვენ განვაგრძობთ ინფორმაციულ წინააღმდეგობას.

აკრძალულია მასალის კოპირება, რეპროდუცირება ან გავრცელება კომერციული მიზნებისთვის მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის (MCERC) წერილობითი ნებართვის გარეშე. ეს მასალა მომზადდაისტორიის მცველებისსერიის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტისსოლიდარული ჟურნალისტიკა მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვისფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. მასალის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ცენტრი და ავტორი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.