ნაწილი 4: რა უნდა ვიცოდეთ უკრაინის ისტორიის და რუსული დეზინფორმაციის შესახებ

პუბლიკა


ოლენა შევჩენკო, კიევის ტარას შევჩენკოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი: ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრას პროექტსოლიდარული ჟურნალისტიკა მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვისფარგლებში. დღეს ჩვენ განვიხილავთ თემასროგორ გახდა ინფორმაცია მესამე მხარე რუსეთუკრაინის ომში, მაგრამ ამისთვის უნდა განვიხილოთ, როგორ საინფორმაციო ტაქტიკას იყენებენ რუსი ოკუპანტები უკრაინასთან მიმართებით. ამისთვის ცოტა ხნით უნდა დავბრუნდეთ ისტორიაში, დაახლოებით 100 წლით უკან და გავიხსენოთ 1917 წლის რევოლუციაროგორ მოქმედებდნენ ბოლშევიკები. მე მახსოვს, სკოლაში ისტორიის გაკვეთილებზე გვიყვებოდნენ, რომ პირველი, რასაც აკეთებდნენ ბოლშევიკებიიღებდნენ ფოსტას, ტელეგრაფს, ტელეფონს და აშორიშორებდნენ ხიდებს. თუ ჩვენ ამ სიტუაციას გავაანალიზებთ კომუნიკაციის თეორიების თანამედროვე ტერმინების მიხედვით, ჩვენ გავიგებთ, რომ ისინი უბრალოდ ქმნიდნენ საინფორმაციო ვაკუუმს, რომელსაც შემდეგ ავსებდნენ პოზიციური პროპაგანდისტული ინფორმაციით

როდესაც 2014 წელს რუსეთის მიერ იქნა ანექსირებული ყირიმი და ოკუპირებულიაღმოსავლეთ უკრაინის ნაწილი ერთერთი უპირველესი მიზანი იყო ტელერადიო კომპანიის, გაზეთების და ჟურნალების რედაქციების აღება, ინტერნეტ და საკაბელო კომპანიების შენობების დაკავება. შედეგად, ეთერიდან გაქრა უკრაინული კონტენტი, რომელიც ჩანაცვლდა რუსული კონტენტით. ეს კი იყო რუსული ახალი ამბები, რუსული ფილმები, რუსული სერიალები, რუსული მუსიკა, რუსული შოუები და ამ საინფორმაციო ველში რვა წელზე მეტი ცხოვრობენ უკრაინის მოქალაქეები დროებით ოკუპირებყლ ტერიტორიებზე.

იგივე მოხდა 2022 წელს, როდესაც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეტევის დროს უკრაინაში მთავარი სამიზნე გახდა უკრაინის საინფორმაციო და ტელესაკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა და რუსეთის ერთერთი პირველი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა კიევის ტელეცენტრზე, რის შედეგადაც რამდენიმე საათით შეწყდა სატელევიზიო მაუწყებლობა. რა უნდა გაეკეთბინა უკრაინას და რა საინფორმაციო პასუხი უნდა გაეცა რუსეთის ამგვარ ქმედებაზე? ჩვენ კარგად ვიცით, რომ რუსეთის ტაქტიკა დაახლოებით ბოლო 100 წლის განმავლობაში არ იცვლებოდაშესვლა ტერიტორიაზე, საინფორმაციო ვაკუუმის შექმნა და ამ ვაკუუმის შევსება თავისი პროპაგანდისტული ინფორმაციით. ამდენად, პირველი საკითხი, რომელიც იდგა უკრაინის წინაშე 2014 წელს, იყო, მინიმუმ, ტელესაკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის აღდგენა, რადგანაც რუსმა ოკუპანტებმა იმის გარდა, რომ დაიკავეს აღმოსავლეთი ნაწილი, დაანგრიეს გადამცემი ინფრასტრუქტურა დონეცკის, ხერსონის და ლუჰანსკის ოლქებში. ამდენად, პირველი ამოცანა იყო ფიზიკურად აღედგინათ დანგრეული გადამცემი სისტემები და უკრაინული სიგნალის მიღება, მათ შორის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. შემდეგი ამოცანა იყო, ჩამოეყალიბებინათ და შეევსოთ საინფორმაციო ვაკუუმი უკრაინული კონტენტით. ამასთან ერთად, გაეთვალისწინებინათ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა საინფორმაციო მოთხოვნები. შემდეგი ამოცანა იყო შეეწყვიტათ რუსული არხების მაუწყებლობა და შეემცირებინათ რუსული კონტენტი უკრაინის საინფორმაციო ველში

რაც შეეხება რუსული მედიასაშუალებების შეჩერებას უკრაინის ტერიტორიაზე, 2014 წლიდან დაიწყო რუსული არხების რეტლანსლაციის აკრძალვა და დღეისათვის უკრაინაში 70-ზე მეტი რუსული არხია აკრძალული

შემდეგი ამოცანა იყო პრორუსული კონტენტის შემცირება და შევიწროება უკრაინის საინფორმაციო ველში. ასეთი გადამწყვეტი ნაბიჯი აღმოჩნდა 2021 წელს 3 საინფორმაციო არხის დახურვა – „112 უკრაინა“, „Zig”, “NewsOne”, რომლებიც თავიანთ ეთერში გადმოსცემდნენ რუსულ პროპაგანდისტულ მესიჯებს და პრორუსულ ინფორმაციებს. ამ არხებიდან წამოსული საინფორმაციო საფრთხე იყო ის, რომ ისინი არა მხოლოდ გადმოსცემდნენ რუსულ იდეოლოგიას და პრორუსულ მესიჯებს, არამედ იყვნენ საკმაოდ პოპულარულები აღმოსავლეთ უკრაინაში. ამ ტელევიზიების საინფორმაციო გადაცემები იწერებოდა და ვრცელდებოდა ადგილობრივი ბლოგერების მიერ. ამდენად, რუსული კონტენტის გავრცელების ზონა იზრდებოდა და ფართოვდებოდა

უნდა აღვნიშნოთ, რომ საერთაშორისო საინფორმაციო საზოგადოებამ, სოციალური ქსელის გიგანტებმა, კონკრეტულად ფეისბუკმა, ინსტაგრამმა, ტვიტერმა, იუთუბი უკრაინის მიმართ საინფორმაციო მხარდაჭერა გამოაცხადეს. მაგალითად, კომპანიამეტამ“, რომელიც  ფეისბუკს და ინსტაგრამს ფლობს, 2020 წლიდან დაიწყო ფეისბუკ და ინსტაგრამ ექაუნთებზე რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებების მონიშვნა, ასევე შეამცირა მათი გავრცელების პრიორიტეტი და გაართულა ამ რესურსების პოვნა ფეისბუკსა და ინსტაგრამზე. კომპანია ტვიტერმა, ჯერ კიდევ 2020 წლიდან რუსეთის მიერ კონტროლირებული ექაუნთების/გვერდები შეზღუდა. ვიდეოჰოსტინგმა იუთუბი რუსეთის მოქალაქეებისთვის გამორთო მონეტიზაცია და იუთუბ პრემიუმი, ასევე გათიშა სუპერ ჩათის და მერჩის სპონსორობა. ვიდეოსერვისმა ასევე გლობალურ დონეზე გამოაცხადა რუსული სახელმწიფო მედიის ბლოკირების თაობაზე.

რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის შემდეგ ევროკავშირმა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის ფარგლებში, მიიღო გადაწყვეტილება, გაეთიშა რუსული არხები «Россия 24» , TV-Centr-International და RTR-Planeta. მანამდე ევროკავშირში უკვე აკრძალული იყო Sputnik და Russia today.

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ყველა უკრაინულმა მედიასაშუალებამ მუშაობა დაიწყო  საომარი რეჟიმის პირობებში. რა მოხდა უკრაინულ საინფორმაციო ველზე? კერძო მედიაჰოლდინგები გაერთიანდნენ ერთობლივ მარათონში – „ერთიანი ახალი ამბები“, პრორუსული პარტიები აიკრძალა, პრეზიდენტი დარჩა უკრაინაში და აგრძელებს ქვეყნის მართვას, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან აქტიურად მუშაობს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი, წიგნების მაღაზიებიდან გაქრა რუსი ავტორების წიგნები, ხოლო ქუჩებიდან აიღეს რუსი მოღვაწეების ძეგლები. ამდენად, თუ ჩვენ ავიღებთ  ტრადიციულ ეროვნულ მედიასეგმენტს, ისინი გვთავაზობენ პატრიოტულ და პროუკრაინულ კონტენტს, მაგრამ, მეორე მხრივ, ჯერ კიდევ არსებობს პრორუსული კონტენტი უკრაინულ საინფორმაციო ველზე და ისინი გვევლინებიან რუსული დეზინფორმაციისა და დესტრუქციული კონტენტის გამავრცელებლებად, ასეტები არიან, მაგალითად, რუსული ტელეგრამარხები და რუსული საინფორმაციო სააგენტოები. დესტრუქციული კონტენტის გამავრცელებლებად ასევე შეიძლება მოგვევლინოს უკრაინელების პერსონალური პოსტებიც. აქ ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის ზაფხულის შემდეგ, ტელევიზიამ, როგორც ახალი ამბების გავრცელების პრიორიტეტულმა წყარომ, უკრაინაში დაკარგა პოზიციები. უკრაინელები ინფორმაციას ძირითადად იღებენ ინტერნეტწყაროებიდან

კიევის  სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის  მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, უკრაინაში მთავარ საინფორმაციო წყაროდ იქცა ტელეგრამი (Telegram), მაგრამ ისროგორც სხვა მესინჯერები და სოციალური ქსელები, არ არის ინფორმაციის წყარო, ეს უფრო პლატფორმაა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ინფორმაციის გამოქვეყნება. ზოგადად, ამ პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსება შეუძლია  ყველას, ამიტომ, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ რაღაც წაიკითხა ტელეგრამში, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ მან რაღაც ინფორმაცია წაიკითხა ოფიციალურ, მაგალითად, გენერალური შტაბის გვერდზე, და იმასაც, რომ მან ეს ინფორმაცია წაიკითხა ჯგუფში, სადაც ინფორმაციის წყარო ამ ჯგუფის ანონიმური წევრია.

საინტერესოა, თუ რომელი ტელეგრამარხებია ყველაზე პოპულარული უკრაინულ სეგმენტში. უკრაინული ანალიტიკური ჯგუფის, „მედია დეტექტორის“, ანალიზმა საშუალება მოგვცა, ჩამოგვეყალიბებინა ასი ყველაზე პოპულარული არხი უკრაინაში. ამ ჩამონათვალში მოხვდა ისეთი არხები, რომლებიც ფოკუსირებულია უკრაინელებზე და ისეთი არხებიც,   რომლებიც ხელს უწყობენ და შეიცავენ ღიად რუსულ გზავნილებს და ნარატივებსტოპ 100-ეულში ასეთი პრორუსული არხების რაოდენობა  11 პროცენტია.  

რომელია ეს არხები? ასეთებია პრორუსი ბლოგერების არხები. მაგალითად, ანატოლი შარის ტელეგრამის არხს 700 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს, თუმცა ეს უკანასკნელი უკრაინაში სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულეს. ასეთია ანონიმური არხები, რომლებიც აქვეყნებენ მანიპულაციურ ანალიზს და გამოგონილ ამბებს/ინფორმაციას. აქ უნდა გავიხსენოთ ტელეგრამის არხილეგიტიმური“, თავისი 675 000 გამომწერით, ან ტელეგრამის არხირეზიდენტი“, რომელსაც  600 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. ამ ტელეგრამარხების და მათი კონტენტის ანალიზმა შესაძლებელი გახადა დადგენილიყო, რომ მათი ადმინისტრირება პირდაპირ რუსული სპეცსამსახურების მიერ ხდება. ასევე, არის არხები, რომლებიც შენიღბულნი არიან, როგორც მედია და  რუსული პროპაგანდის სულისკვეთებით გაჟღენთილ  ახალ ამბებს აქვეყნებენ. ასეთია, მაგალითად, პრორუსულიახალი გამოცემაანქვეყნის პოლიტიკა“, რომლებსაც 300 000 ან 200 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავთ. რა არის ყველაზე პოპულარული თემები პრორუსულ ტელეგრამში? ბუნებრივია, ეს არის რუსეთის საყვარელი ნარატივის გაგრძელება უკრაინის, როგორც წარუმატებელი და არშემდგარი სახელმწიფოს შესახებ, რაც უკრაინისა და მისი ხელმძღვანელობის დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდება. მეორე მხრივ, ტელეგრამის არხები ადიდებენ რუსეთის სამხედრო გამარჯვებებს და, შესაბამისად, ახდენენ უკრაინის არმიის დისკრედიტაციას და დემონიზაციას

ამ არხებზე ვრცელდება ინფორმაციები, რომლებიც თითქოს ადასტურებენ შეთქმულების თეორიას და განმარტავენ, თუ რატომ იყო ლუგანსკის და დონეცკის კვაზი რესპუბლიკების გამოყოფა სწორი გადაწყვეტილება და რატომ არის ეს მომგებიანი უკრაინელებისთვის. რუსული ოკუპაციის უპირატესობის დამადასტურებელ არგუმენტად, ისინი გვპირდებიან, რომ რუსეთი, მაგალითად, ჩამოწერს ვალებს კომუნალურ მომსახურებაზე

პრორუსული შინაარსის კიდევ ერთი წყარო უკრაინული ტელეგრამის სეგმენტში არის რუსული აგენტების ქმედებები ადგილობრივ ჯგუფებსა და საზოგადოებაში. აქვე უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში უკრაინაში საკმაოდ პოპულარული გახდა ადგილობრივი ჯგუფები საცხოვრებელი ადგილების მიხედვით. მართლაც, ჩვენ ყოველთვის გვაინტერესებს, გავარკვიოთ, რა ხდება ჩვენს მხარეში, რა საინტერესო მოვლენებია, როგორ წყდება ზოგიერთი კომუნალური პრობლემა და .. მაგრამ, მეორე მხრივ, ყოველთვის არ ვიცით, ვინ არიან ამ ჯგუფების წევრები. აქტიური საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო კითხვებზე პასუხები, მაგალითად, კითხვაზერომელია საუკეთესო და უსაფრთხო გზა კიევის ოკუპირებული გარეუბნებიდან ნათესავების, მეგობრებისა და ახლობლების გამოსაყვანად, შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგვიჯდეს, რადგან ამ ტელეგრამარხებში გაწევრიანებული არიან რუსი, ასე ვთქვათ, აგენტები, რომლებიც აკვირდებიან გავრცელებულ ინფორმაციას. ისინი ასევე ხელს უწყობენ პროვოკაციებს, რამაც შეიძლება გაზარდოს ხალხის დაუცველობის ხარისხი ომის დროს. მაგალითად, გაავრცელო პროვოკაციული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საკვების ან აუცილებელი საქონლის დეფიციტი მწიფდება, წყალმომარაგების რეაქტივები ამოიწურა და ონკანში წყალი სასმელად არ გამოდგება. ასეთი აქტივობები ეხმარება მტერს დაინახოს დაუცველი ადგილები თავდაცვაში, დაინახოს უკრაინის ჯარების განლაგება, დათესოს პანიკა მშვიდობიან მოსახლეობაში, შექმნას ხელოვნური დეფიციტი, მოხდინოს ზეწოლა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და .. ჩვენ გვესმის საომარი მოქმედებების დროს ადამიანების დაუცველობა, გვესმის, რომ ასეთი პროვოკაციები განსაკუთრებით საშიშია და ადამიანებს კიდევ უფრო დაუცველს ხდის განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც დროებითი შეფერხებებია კომუნიკაციებსა ან ინტერნეტში.

დესტრუქციული შინაარსის კიდევ ერთი წყაროა უკრაინელების მესიჯი სოციალურ ქსელებსა და მესენჯერებში, ადგილობრივ ჯგუფებსა და საზოგადოებაში. აქ უკრაინა არ არის პიონერი. მთელი მსოფლიო და ჩვენ უკვე დიდი ხანია მიჩვეული ვართ სოციალური ქსელების გამოყენებას, ინფორმაციის გაზიარებას, მაგრამ ხშირად ადამიანებს აქვთ სურვილი, არა მხოლოდ გააზიარონ ინფორმაცია, არამედ იყვნენ პირველები, შეაგროვონ რაც შეიძლება მეტი მოწონება, შეაგროვონ რაც შეიძლება მეტი გამოხმაურება, მაგრამ საომარი მოქმედებების პირობებში, მაგალითად, შემთხვევის ადგილიდან ფოტოს გამოქვეყნებამ შეიძლება მტერს მიაწოდოს ინფორმაცია ცეცხლის შემდგომი კორექტირებისთვის. ასეთი ქმედებებით უკრაინელები არა შეგნებულად, მაგრამ მაინც დახმარებას უწევენ  მტერს

ჩვენ ვიცით, რომ ინფორმაციის დაახლოებით 80% გროვდება ღია წყაროებიდან, ამიტომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურები, მთავარი სადაზვერვო დეპარტამენტი და სხვა სამართალდამცავი უწყებები რეგულარულად ახსენებენ უკრაინელებს იმ ინფორმაციას, რომლის გამოქვეყნებაც არ შეიძლება. რა არის ეს ინფორმაცია? ყველაფერი, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და დაეხმაროს მტერს. მეორე მხრივ, არის ინფორმაცია, რომლის გამოქვეყნებაც არა მხოლოდ შეიძლება, არამედ აუცილებელიცაა. მაგალითად, რაც დაეხმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და მოაახლოებს ჩვენს გამარჯვებას. ამიტომ, როდესაც ვაანალიზებთ საინფორმაციო ველს, განსაკუთრებით ომის დროს, უნდა გვესმოდეს, რომ, ერთი მხრივ, უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ მკაფიო, გადამოწმებული, სანდო ინფორმაციის წყაროები, მეორე მხრივ კი, უნდა ვაკონტროლოთ და დაფიქრდეთ, რას ვწერთ, რას ვაქვეყნებთ ღია საინფორმაციო სივრცეში ძირითადი პრინციპითარ ავნო!

ვფიქრობ, ქართული საინფორმაციო სივრცის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს მსგავსი სიტუაციები და ტრადიციულად ვამბობ, რომ არც უკრაინა და არც საქართველო არ ნებდება. ამიტომდიდებას უკრაინას! დიდება საქართველოს

აკრძალულია მასალის კოპირება, რეპროდუცირება ან გავრცელება კომერციული მიზნებისთვის მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის (MCERC) წერილობითი ნებართვის გარეშე. ეს მასალა მომზადდაისტორიის მცველებისსერიის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტისსოლიდარული ჟურნალისტიკა მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვისფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. მასალის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ცენტრი და ავტორი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.