ტაშკენტი 2022 - უკეთესიც გვინახავს

ეკა ელოშვილი

დასრულდა. უზბეკეთის დედაქალაქში ტატამი აშალეს და ახლა ყველა სტატისტიკას უკირკიტებს. სამწუხაროდ, 2017 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო ხუთეულს მიღმა დარჩა.

გრიგალაშვილის ოქრო, ბექაურის, მაისურაძისა და თუშიშვილის ბრინჯაოები საკმარისი არ აღმოჩნდა, მსოფლიო ჩემპიონატის ელიტაში კუთვნილი ადგილი დაგვეკავებინა. დიახ, კუთვნილი, რადგან ჩვენი გუნდი მუდმივად ერთერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალაა. ტაშკენტშიც ასე იყოუძლიერესი ჯუდოკებით დაკომპლექტებული საქართველოს ნაკრებისგან მინიმუმ 5 მედალს ველოდით. 

იაპონელიგოძილებისდომინაცია

მსუბუქ წონებში იაპონელები საოცარი შემადგენლობით იყვნენ წარმოდგენილი, თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ წონებში სულ უმედლოდ დარჩენას არ ველოდით. 

-60 კგ წონით კატეგორიაში, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონილუხუმ ჩხვიმიანი პირველივე შეხვედრაში უსახურად დამარცხდა 19 წლის იამ ვოლჩიკთან. არეული სუნთქვა, მძიმე და ქაოტური ჭიდაობაასე შეიძლება დავახასიათოთ ჩხვიმიანის ერთადერთი გამოჩენა უზბეკურ ტატამზე. ამან გულშემატკივართა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

ამ წონაში დიდი კონკურენციაა. საქართველოს ჩემპიონატი ბოლოს თემურ ნოზაძემ მოიგო და ბევრის აზრით, მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლა, სწორედ, მას ეკუთვნოდა. ამავე წონაში არიან ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი ჯუდოკებიჯაბა პაპინაშვილი და გიორგი სარდალაშვილი. 

უმედლოდ დავრჩით66 კგ წონით კატეგორიაშიც, სადაც საქართველოს ღირსებას ტოკიოს ოლიპიადის ვიცეჩემპიონივაჟა მარგველაშვილი იცავდა. ვაჟამ ორი წრე მშვიდად გაიარა და მერე პირდაპირ ქარიშხალში შევარდა. გულწრფელად რომ ვთქვათ, ამ წონაში, ზოგადად, რთული იყო ოქროზე ფიქრი, რადგან იაპონელები ორი მონსტრით იყვნენ წარმოდგენილნიჰიფუმი აბე და იოშირო მარუიამა. ¼ ფინალში ვაჟა მარუიამასთან გადაიკვეთა და იპონით დამარცხდა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი, დენის ვიერუსთან წააგო. 

აქვე გეტყვით, რომ წონის ფინალიგოძილებსშორის შედგა და ჰიფუმი აბემ მესამედ შეძლო ტიტულის მოპოვება. ამ ჩემპიონატზე აბეების ოჯახი კიდევ ორი მსოფლიო ოქროთი გამდიდრდა. ჰიფუმის დამ, უტა აბემ ტრადიცია არ დაარღვია, უფროს ძმას არც ამჯერად ჩამორჩა და -52 კგ წონით კატეგორიაში იმავე დღეს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. მოკლედ, დაძმამ ამჯერადაც ქვაქვაზე არ დატოვა. ზოგი ნაკრები ჯამში იმდენ მედალსაც კი ვერ აგროვებს, რამდენიც აბეებს მიაქვთ სახლში. 

მე-7 ადგილი დაიკავა ეთერ ლიპარტელიანმა. სამწუხაროდ, ¼ ფინალში იაპონური ბარიერი მანაც ვერ დაძლია; ფუნაკუბოსთან შებოჭვაზე მოყვა და წააგო. რეპეშაჟში ეთოს მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, კანადელი ჯესიკა კლიმკაიტი გადაეყარა და მედლისკენ მიმავალი გზა საბოლოოდ მან გადაგვიკეტა. 

ტიტულის დაცვა დამატებით დროში მოგებით დაიწყო ლაშა შავდათუაშვილმაყველაზე სტაბილურმა სპორტსმენმა, ჰიპერპროფესიონალმა და ნამდვილმა ლეგენდამ. პირველი ორი შეხვედრა ლაშამ დამატებით დროში, გაფრთხილებებით მოიგო. ¼ ფინალში კი, კვლავ იაპონური ბარიერი და ჰაშიმოტოსთან მარცხი. ასე დასრულდა ჩვენი 3 სასოწარკვეთილი დღე ტაშკენტში. 

 ტატოს ავიახაზები

-81 კგ წონითი კატეგორიის დიდებული ფინალი, რომელსაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამმსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ორთაბრძოლაუწოდა, ტატო გრიგალაშვილის ტრიუმფით დასრულდა. 22 წლის ჯუდოკა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მე-6 მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.  

ფინალამდე გამართულ ყველა ორთაბრძოლაში ტატო ძალიან დაიღალა და ეს დამაფიქრებელი იყო. თუმცა, ჭკვიანურად, დაფიქრებულად და ტაქტიკურად გამართულად ჭიდაობდა. ფიცხი ტატო გრიგალაშვილის ნაცვლად ტატამზე დაღვინებული, დიდი მოთმინების მქონე ჯუდოკა გამოვიდა, გაუმართლებელ რისკებზე არ წასულა და შიდოებით ჯერ იაპონელი მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ტაკანორი ნაგასე დაამარცხა (1/4 ფინალი), შემდეგ კი, ნახევარფინალში საიდ მოლაისაც ძირითად დროში მიაღებინა გაფრთხილებები და ფინალში გავიდა. 

გრიგალაშვილისა და მატიას კასეს ფინალური დაპირისპირებები ლამის უკვე მსოფლიო ჩემპიონატის ტრადიციად იქცა. შარშან გამარჯვება კასემ იზეიმა; წელს კი, წითელმა არშიამ ტატოს ზურგზე გადმოინაცვლა. კარიერაში პირველი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული გრიგალაშვილმა ისეთი მაგარი გდებით მოიგო, ალბათ, მის მეტოქეს ძალიან დიდხანს ემახსოვრება. 

ჰანსოკუმაკეჩვენი ბედისწერა თუ მსაჯების შეცდომა? 

ჰანსოკუმაკეესაა სასჯელი, როცა ჯუდოკას შეხვედრიდან და შეჯიბრებიდან ხსნიან; როცა ილეთის შესრულებისას სპორტსმენი თავს მძიმე ტრავმის რისკის ქვეშ აყენებს. სწორედ, ასე დასაჯეს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ½ ფინალში, უზბეკ დავლატ ბობონოვთან შეხვედრაში და ოქროს ფინალის ნაცვლად, ლაშა ბრინჯაოს ფინალში გადამისამართდა. 

ბექაური არანორმალური ნიჭისა და ტალანტის მქონე ჯუდოკაა. ამოუწურავია მისი ტექნიკური თუ ტაქტიკური არსენალი და მხოლოდ დროის ამბავია, რომგუდამაყრელმა ნარუტომწრე შეკრასმის ოლიმპიურ და ევროპულ ოქროებს მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის ოქრო აკლია. 

ბრინჯაომდე ლაშამ საოცრად იჭიდავა. ერთმანეთის მიყოლებით, დამაჯერებლად დაამარცხა იაპონელი მაშიამა და ბრაზილიელი მასედო. ¼ ფინალში 23 წამში(!) ულამაზესი გდებით მოუგო კუბელ სილვა მორალესს. ½ ფინალში კი, როგორც ზემოთ ვახსენეთ, მსაჯების გადაწყვეტილებით ჰანსოკუმაკეთი დაისაჯა, რადგან ჩათვალეს, რომ ლაშა ტატამისკენ თავით წავიდა. ამ ეპიზოდს სპეციალისტები და გულშემატკივრები ალბათ კიდევ დიდხანს გაარჩევენ. მითუმეტეს, რომ ჩემპიონატის მიმდინარეობისას იყო შემთხვევები, როცა მსგავსი ქმედებისას მსაჯებმა სპორტსმენები დაინდეს ან უბრალოდ თვალი დახუჭეს. 

ამავე წონაში, ნახევარფინალში დამარცხდა ლუკა მაისურაძეც, რომელიც ბექაურის მსგავსად, დამაჯერებლად მიიწევდა წინ და ქართულ ფინალამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებდა. საბოლოოდ, ჩვენი ორი ვარსკვლავი ბრინჯაოს კვარცხლბეკზე აღმოჩნდა. 

უმედლოდ დარჩნენ ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე (-100 კგ). ნაკრების კაპიტანი მერვედფინალში დამარცხდა. 21 წლის ილია სულამანიძემ კი, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა ნიდერლანდელ მიხაელ კორელთან დათმო. 

ყველანაირი ლოგიკით, მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ქართული გასროლა ოქროსი უნდა ყოფილიყო და ეს გურამ თუშიშვილს უნდა გაეკეთებინა. ლეგენდარული ტედი რინერის არყოფნაში, „თუშამძიმე წონის ფავორიტად სამართლიანად ითვლებოდა და ასე იყო ¼ ფინალამდე, სადაც გურამი მოულოდნელად კუბელ ენდი გრანადასთან დამარცხდა და ბრძოლა ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელა. ასე რომ, ბოლო ბრინჯაო და ჯამში მეოთხე მედალი საქართველოს ნაკრებს გურამ თუშიშვილმა მოუტანა. 

ბევრს ვერაფერს ვიტყვით გუნდურ ასპარეზობაზე, სადაც წილისყრაშივე არ გაგვიმართლა და საფრანგეთის ნაკრებს გადავეკვეთეთ. ერთადერთი ორთაბრძოლა ბექა ღვინიაშვილმა (-90 კგ) მოიგო და საბოლოოდ, 1:4 დავმარცხდით.