„თბილისური შფოთი“ | როგორ იხსენებდა რუსი გენერალი ლებედი 1989 წლის აპრილის დღეებს

ნათია ორმოცაძე

„პუბლიკა“ გთავაზობთ ფრაგმენტს რუსი გენერლის, ალექსანდრ ლებედის ავტობიოგრაფიული წიგნიდან „ჩემი ცხოვრება და ქვეყანა“. წიგნის ერთ-ერთი თავი „თბილისური შფოთი“ ეთმობა 1989 წლის აპრილში, თბილისში განვითარებულ მოვლენებს. საქართველოში წლებია, საუბრობენ პროტესტის საწინააღმდეგო ოპერაციაში ლებედის როლზე. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. ივანიშვილს არაერთხელ გაახსენეს 2005 წელს გაზეთ „ვედომოსტისთვის“ მიცემული ინტერვიუ, სადაც საუბრობს, როგორ დაეხმარა ლებედს 90-იან წლებში საპრეზიდენტო და საგუბერნატორო არჩევნებში.

5 აპრილს თბილისში ვითარება მკვეთრად დაიძაბა. მისი სტაბილიზაციისთვის, საქართველოს კომუნისტური პარტიის მაშინდელი პირველი თავმჯდომარის, პატიაშვილის მოთხოვნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, თბილისში შეეყვანათ ჯარი. რომელი ჯარი? რა თქმა უნდა, საჰაეროსადესანტო. კარგად დაკომპლექტებული, მობილური, მაგარი. პირველებმა დავალება ყოფილიბაგრამოავღანურმა“, 345- საპარაშუტოსადესანტო პოლკმა მიიღო, რომელიც ამ პერიოდისთვის 104- საჰაეროსადესანტო დივიზიის შემადგენლობაში შედიოდა, მუდმივი დისლოკაციის პუნქტით განჯაში (ყოფილი კიროვაბადი). აქ აუცილებელია პატარა გადახვევის გაკეთება. ვისი ბედისწერაც ჩამოხრჩობაა, ის წყალში არ დახრჩობა. ამ პრინციპიდან გამომდინარე პრინციპად შეიძლება გაკეთდეს ასეთი დასკვნა, რომ არსებობენ ფატალურად უბედური ადამიანები, უიღბლო მანქანები და უიღბლო საპარაშუტოსადესანტო პოლკებიც კი. 1979 წელს 105- საჰაეროსადესანტო დივიზიის დაშლისას, 345-ე პოლკი არ დაშლილა და ერთერთი პირველი შევიდა ავღანეთში, 1979 წლის ივნისიდან 1989 წლის თებერვლამდე იბრძოლა. მის გარეშე არ ჩაუვლია არცერთ მეტნაკლებად მნიშვნელოვან ოპერაციას. ბაგრამის დაბლობზე და მის შემოგარენში მას, ასე ვთქვათ, ყველა ნახვრეტის საცობად იყენებდნენ. 1989 წლის 15 თებერვალს პოლკმა სულ ბოლომ დატოვა ავღანეთი და ქვეყნიდან გამოვიდა. საით წავიდა? აზერბაიჯანის სსრში, განჯაში. თუ გავიხსენებთ ყარაბაღს, ბაქოს, სუმგაითს და იქ განვითარებულ მოვლენებს, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ პოლკი ერთთბილადგილს მეორეში ცვლიდა. ახლა მიმდინარეობს პოლკის გუდაუთაში (აფხაზეთი) დისლოკაცია. ჯამში, ვინც აკეთებს, იმას აკრიტიკებენ. აი ამ პოლკმა, რომელიც 1989 წლის 15 თებერვალს სულ ბოლო გამოვიდა ავღანეთიდან, 1989 წლის 6 აპრილს მიიღო დავალება: შეესრულებინა 320-კილომეტრიანი მარში განჯიდან თბილისისკენ და თავისი გამოცდილი ხიშტებით დაეცვა პატიაშვილის მოფახფახებული რეჟიმი

პოლკი ვერ ეგუებოდა. მას ჰქონდა კოლოსალური გამოცდილება. დღეღამის განმავლობაში მან შეასრულა ეს მარში და საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში შევიდა. უფრო ზუსტად, პოლკმა მთავრობის სახლის მისასვლელთან მოიყარა თავი. მარტივად გასაგებია ოფიცრებისა და ჯარისკაცების განწყობა. ორი თვეც არ გასულიყო, რომ დატოვეს ავღანეთი, მოხვდნენ განჯაში, სრულიად მოუმზადებელ ბაზაში: არც ბინა, არც ყაზარმა, არც პარკი. ფულადი საშუალებების ტოტალური უქონლობის გამო, უნდა გაეკეთებინათ კოლოსალური სამუშაო ახალი ადგილის კეთილმოწყობისთვის. აქ კიასეთი საყვარელი საპოლიციოსაჟანდარმო ამოცანა

პოლკმა დაბლოკა მთავრობის სახლთან მისასვლელი გზები და მის წინ მდებარე მოედანი, სადაც უკვე ორი დღეა, რაც სამხრეთული, მხურვალე, დაძაბული მიტინგი ბობოქრობდა. მოედანთან მისასვლელები ძირითადად სატვირთო მანქანებით იყო გადაკეტილი, რომლებიც მუშტის ზომის ღორღით იყო სავსე. ამ იმპროვიზებულ ბარიკადებს იცავდნენ სულ სხვადასხვა წარმომავლობის მებრძოლები, რომლებიც იმით იყვნენ შეიარაღებული, რაც ხელში მოხვდათ, თუმცა ძალიან აგრესიულად იყვნენ განწყობილი. პოლკი, რომელიც თითქმის ათი წელი შეუსვენებლად იბრძოდა, იცოდა სიცოცხლის ფასი, სისხლის ფასი, და ფლობდა რა ამ იდუმალ ცოდნას, არ ჩქარობდა. დააგემოვნა რა საომარი ცხოვრება, პოლკი იყო, რასაც ჰქვია, კომპლექსების გარეშე. ომში პროფესიონალურად მკაცრი და დაუნდობელი. ოღონდ ეს ომში!… აქ კი პოლკი ვერ ხედავდა მოწინააღმდეგეს. და ყველა მისი ჩვევა თითქოს უსარგებლო გამხდარიყო. და ამოცანაც ისე იდგა, როგორც გორბაჩოვის ეპოქაში იყო მიღებული: გაევლოთ მარშით, ამა და ამ მარშრუტითამა და ამ დროისთვის თავი მოეყარათ ამა და ამ ადგილასეს კონკრეტული და გასაგებია. ხოლო შემდეგშემდეგი ტიპის ცისფერი ბუნდოვანება: გარემოებათა გათვალისწინებით, მოქმედებისას დახმარება გაეწიათ პარტიული და სამართალდამცავი ორგანოებისთვის წესრიგის დამყარებაში. პოლკი ელოდებოდა! და ამავე დროს გაშმაგებით ცდილობდა, გაერკვია: რას ითხოვდნენ მისგან, რა უნდა გაეკეთებინა მას. მღელვარება მიტინგზე სულ უფრო ძლიერდებოდა. მიტინგი, როგორც უკვე ითქვა, უკვე მეორე დღე გრძელდებოდა. მასში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ასაკის ადამიანები, როგორც კაცები, ასევე ქალები. მთავრობის სახლის წინ გაზონებზე იწვნენ მოშიმშილეები, პროტესტანტები და უბრალოდ საშინლად დაღლილი, მიტინგის მეტნაკლებად სუსტი მონაწილეები. ჯარისკაცები ელოდებოდნენ… „თავისუფლება“, „დამოუკიდებლობა“, „სუვერენიტეტი“, „ოკუპანტები“, „არამზადები“, „ნაბიჭვრები“. ჯარისკაცები ელოდებოდნენ კრიჭაშეკრული. შენ კეთილსინდისიერად, საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძოდი იქ, სადაც სამშობლომ გამოგაგზავნა, სისხლში, ოფლში, სიბინძურეში. ღირსებით გამოხვედი მშობლიურ მიწაზე და… აქ კი – ნაბიჭვარი, ოკუპანტი! ამ უსამართლობისგან დახრჩობა შეიძლებოდა. ისინი ელოდებოდნენ… ვიღაცას ძალიან არ აწყობდა მოთმინებით სავსე, მტკიცე, ვაჟკაცური რუსი ჯარისკაცები. ყველა რევოლუციას თუ კონტრრევოლუციას (ეშმაკი ვერ გაარჩევს, რომელი რომელია) სჭირდება სამსხვერპლო ცხვრები, ეს მისი აუცილებელი ატრიბუტია. მათ, ცხვრებმა, თავიანთი სისხლით უნდა მორწყონ რევოლუცია (თუ კონტრრევოლუცია) და განწმინდონ ის. გათვლა მარტივია: პროვოკაციულ წვრილმანებს, ნიუანსებს, დეტალებს დაივიწყებენ, უფრო სწორად რევოლუციის (თუ კონტრრევოლუციის) მარჯვე იდეოლოგები შესწორებას გაუკეთებენ მას, მსხვერპლები კი დარჩებიან. დარჩებიან, როგორც სიმბოლო, როგორც დროშა, როგორც მოწოდება: ბრძოლისკენ, შურისძიებისკენ. ჯარისკაცებისკენ მოფრინავდა ნარჩევი ქვაღორღი, არმატურის ნამსხვრევები. პოლკი ვაჟკაცურად იგერიებდა ამ სეტყვას, გამოჰყავდა დაჭრილები. ლანძღვაგინების, მუქარისა და ქვების ნაკადი იზრდებოდა. საჭირო იყო რაღაც გადაწყვეტილების მიღება. და ისიც მომწიფდა. უნდა დაეკავებინათ მანქანები და ასე დაეხსნათ თავი უსიამოვნო სეტყვისგან. პოლკმა შეუტია და სატვირთო მანქანები დაიკავა. მას სჭირდებოდა სატვირთო მანქანები, მაგრამ ვნებამოდებულ მოედანზე პანიკა დაიწყო. მიტინგის უზარმაზარი, სავსე, მძვინვარე სხეული რამდენჯერმე ძლიერად შეტორტმანდა მოედნის ერთი ბოლოდან მეორემდე, მოჭყლიტა და დაასახიჩრა უფრო სუსტები. შედეგად დაიღუპა 18 ადამიანი, რომელთაგან თექვსმეტი 16-დან 71 წლამდე ქალი იყო. უბედურება, რისხვა, საშინელება, სასოწარკვეთა, შურისძიება, ბოროტებაეს ყველაფერი ერთმანეთს შეერწყა, რაღაც საოცარ, ფანტასმაგორიულ წრედ შეიკრა. მიტინგი დაიშალა. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. შემდეგ იქნება ზვიადი, ირმის თვალებით; იქნება გესტაპო ზვიადის დროს, გადაცხრილული და გადამწვარი რუსთაველის პროექტი, სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი. ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ, ათობით ათასი მსხვერპლით. თუმცა ეს მსხვერპლი, უკვე აღარავისთვის საინტერესო აღარ აღმოჩნდება. თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს ცვლის სიცივე, შიმშილი, უფულობა, აყვავებული ქვეყნის ტოტალური განადგურება და მისი ათობით წლით უკან გადასროლა. „დიდი მესაჭე“, შევარდნაძე ნახევრად დანგრეულ თბილისში რჩება, სადაც ადამიანების ყველაზე დიდი ოცნება მხოლოდ გაზის, წყლის, ელექტროენერგის ქონაა. თუმცა ეს ყველაფერი იქნება შემდეგ

ხოლო, მანამდე, 8 აპრილს ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი დივიზია საჰაერო განგაშის ხმაზე წამოხტა, შეასრულა მარში აეროდრომისკენ, თვითმფრინავების არმადა ჰაერში აიწია, და სამი პოლკი მზიან თბილისში გადაიყვანა. მე ერთერთი პირველი თვითმფრინავით დავეშვი. სატრანსპორტო თვითმფრინავები ერთიმეორის მიყოლებით ეშვებოდნენ. საფრენ ბილიკზე მშვიდი, ჩვეული, საქმიანი საუბარი მიმდინარეობდა. ტვირთავდნენ ტექნიკას, შეიარაღებას, ახორციელებდნენ ეკიპირებას. ეს ყველაფერი ეწყობოდა კოლონებად. ერთი სატრანსპორტო თვითმფრინავი არაგეგმურად დაეშვა. რომლის მუცლიდან გამოცურდა ორი ძალიან გრძელი სამთავრობო ЗИЛ. იქიდან გადმოვიდა რამდენიმე ადამიანი. პირველით მოდიოდა ЦК КПССის პოლიტბიუროს წევრი, СССРის საგარეო საქმეთა მინისტრი .. შევარდნაძე. მათ დახვდა ადამიანთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი. ხანმოკლე დროში ინფორმაციის გაცვლის შემდეგ ყველანი სწრაფად ჩასხდნენ მანქანებში და სიბნელეში გაუჩინარდნენ

დივიზია მიწაზე დაეშვა და მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობის ფარგლებში მოქმედება დაიწყო. გვიანი იყო, 9-დან ათი აპრილის ღამე. მე კოლონას ქალაქში დავატარებდი და მაკვირვებდა მისი მკვდარი სახე: ჩამქრალი ფანჯრები, ფარნები, იშვიათად სადმე გაელვებული სინათლე, არცერთი მილიციელი, ძაღლიც კი ირგვლივ არ ყოფილა. მკვდარი ქალაქი, დამთრგუნველი სიცარიელე, სიჩუმე, და ამ სიჩუმეში ერთადერთი ბგერატანკის მუხლუხების ჭრიალი. იქნებ ეს შეგრძნება მოგვიანებით დაიბადა, იქნებმაშინ: ახლა ძნელია ამის თქმა, მაგრამ ის იყოეს შეგრძნება; ქალაქმა, მასში მცხოვრებმა ხალხმა ნებადართული ზღვარი დაარღვია, გადააბიჯა უხილავ, თუმცა საბედისწერო ხაზს და მზად იყო, ვნებების სისხლიან მორევში დაუფიქრებლად, უგონოდ, უკან მოუხედავად გადაჩეხილიყო. დილიდან, ჩვეულებრივ, დაიწყო ალიაქოთი. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ჯარის შემოყვანას პანიკურად ითხოვდა პატიაშვილი, რომელსაც დაეკარგა სიტუაციაზე კონტროლი. მისი ისტერიული ზარებით, თბილისში დაეშვა, არც მეტი, არც ნაკლები, სამი საჰაეროსადესანტო დივიზია. კავკასიის საომარი ოლქის გენერალი როდიონოვი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. 1989 წლის მარტში СССР უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე გენერალპოლკოვნიკ როდიონოვს თბილისელების 96%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო ხალხის ხმა, როგორც ვიცით, უფლის ხმაა. გენერალი როდიონოვისაბჭოთა, ამჯერად კი რუსული არმიის ერთერთი ყველაზე ჭკვიანი და განათლებული გენერალი იყო. ის ინტელექტუალი, ღირსეული ადამიანიც იყო. მისი ავტორიტეტი და ღირსება აუწონავი იყო, თუმცაამ პერიოდისთვის არსებული სისტემის მიხედვით, გენერალ როდიონოვს, ჭკუისა და ინტელექტის მიუხედავად, შანსი არ ჰქონდა, საქართველოს კომუნისტური პარტიის თავმჯდომარეზე გავლენა მოეხდინა. მოგვიანებით .. გორბაჩოვმა და მის გვერდით მყოფებმა ირიბად აღიარეს გენერლის მიმართ ბრალდებების უაზრობა იმით, რომ ის გენერალური შტაბის აკადემიის უფროსად დანიშნეს. თუმცა ეს მოხდა გაცილებით გვიან და ისიც, სწორედაც რომ, ირიბად. მაშინ კი ქალაქი დაამშვენა წარწერებმა: „როდიონოვიმკვლელი!“, „სიკვდილი მკვლელ როდიონოვს!“. 

ისმოდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სასამართლოსთვის გადაცემის მოთხოვნები. არ ვიცი, იქნებ არ ვარ მართალი, მაგრამ მგონია, რომ როდიონოვს მაშინვე, ცხელ კვალზე, შეეძლო ჩაეფარცხა ყველა დანაშაული, მაგრამ ამისთვის ის მეტისმეტად კეთილშობილი და დისციპლინირებული იყო. მღელვარება მძაფრდებოდა და ბობოქრობდა, თუმცა ქუჩის ცემატყეპებიდან პოლიტიკურ სივრცეში გადაინაცვლასამი საჰაეროსადესანტო დივიზიის მზადყოფნას გამომაფხიზლებელი მოქმედება ჰქონდა. იქ ბევრი საინტერესო რამ იყო, და ამის გახსენება ხანგრძლივად შეიძლება, თუმცა გონივრული იქნება ყურადღების ორ სახასიათო მომენტზე გამახვილება

მესამე დღეს პოლკის მეთაურის მოხსენების თანახმად, მე სასწრაფოდ გავემგზავრე კოსტრომელების პასუხისმგებლობის ზონაში. ზონაში დაიწყო სკანდალი. საქმე ის არის, რომ ერთერთ ობიექტში, რომელსაც იცავდნენ, იყო შევარდნაძის რეზიდენცია. მისი დაცვისთვის ნაბრძანები იყო საპარაშუტოსადესანტო ასეულისა და მინიმუმ ხუთი საომარი მანქანის გამოყოფა

მე რეზიდენციასთან დროულად, კულმინაციურ მომენტში მოვედი. თუმცა თავიდან იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენდა რეზიდენცია: ხუთსართულიანი სახლი, მის წინ სიმპათიური, ჩრდილიანი ნალის ფორმის სკვერი, რომლის სიგანე 50 მეტრს აღწევდა, სიგრძე 100-, დასაჯდომებით. თუ სკვერს შემოუვლიიქ გზაა. მეორე გზა სკვერს შუაზე ყოფდა და უშუალოდ სახლისკენ მიჰყავდი. ეს ცენტრალურ გზას უერთდებოდა პატარა ქუჩა, 40-50 მეტრიანი, რომელიც Т მსგავსი გზაჯვარედინით მთავრდებოდა. შემოვლითი გზის იქით საცხოვრებელი სახლებია. პატარა ადგილას, საკუთარი სახლის წინ ხუთი საომარი მანქანა და 40-დე სამხედრო იყო თავმოყრილი

ხალხი და მანქანები ასეულის მეთაურმა ლევინსონმა გონივრულად დაალაგა, რამდენადაც მდებარეობა ამის საშუალებას იძლეოდა. ხოლო კულმინაცია, რომელსაც მეც შევესწარი, ის იყო, რომ (გაურკვეველი წარმომავლობის) სამი პოლკოვნიკი გამალებით, ორ ენაზე (რუსული სალაპარაკო და რუსული გინების) ენაზე ლევინსონისგან მოითხოვდა, რომ სკვერში მანქანებისთვის სანგრები გაეკეთებინათ

ლევინსონი ამტკიცებდა, რომ რომელ სანგარშიც არ უნდა დაეყენებინათ მანქანები, 50 მეტრზე შორს ის ვერ ისროდა, და გარდა ამისა, სატანკო შეტევას შევარდნაძის რეზიდენციაზე არ ელოდნენ. თხრილის გაკეთებას კი ორი შედეგი ექნებოდა: ნებისმიერი მანევრირების შესრულების შესაძლებლობის დაკარგვა და პატარა, სიმპათიური სკვერის დაზიანება. ერთი კაპიტანი, მარტო, სამ პოლკოვნიკს ძნელად უმკლავდებოდა. დაზუსტება არ მიცდია, თუმცა ზოგიერთი ნიშნის მიხედვით გასაგები იყო, რომ ბიჭები მხარის პოლიტგანყოფილებიდან იყვნენ. როცა გაიგეს, ვინ ვიყავი მე, ისინი მაშინვე ჩემზე გადმოერთნენ და შეეცადნენ, დაემტკიცებინათ ჩემთვის, რომ მე პირადად ვარ პასუხისმგებელი .. შევარდნაძის ძვირადღირებულ სიცოცხლეზე. მეათ ყურადღებით მოვუსმინე, მშვიდად ვურჩიე, არ ჩაეყოთ ცხვირი სხვის საქმეში. მივეცი 15 წამი, რომ მოშორებოდნენ ტერიტორიას, რომელსაც ჩვენ ვიცავდით. ჩემი აზრით, ეს დრო თავისუფლად ეყოფოდათ ათ მეტრში მდგარ УАЗთან მისასვლელად, დასაქოქად და წასასვლელად. როგორც ჩანს, სახეზე მეწერა ყველაფერიპოლკოვნიკები დანიშნულ დროზე ხუთი წამით ადრე გაქრნენ. ლევინსონმა თქვა, რომ უკვე მესამე დღეა, მას თავს ესხმიან ყოვლისშემძლე სამხედრო და სამოქალაქო ოფიციალური პირები, რომლებიც სხვადასხვა ფორმით (რჩევებით, რეკომენდაციებით, მოთხოვნებითა და ბრძანებებით) ცდილობენ რეზიდენციის დაცვის სისტემის ცვლილებას, ამასთან ერთი მოთხოვნები დიამეტრულად განსხვავდება სხვა მოთხოვნებისგან, რაც ძალიან მომაბეზრებელია. მე მას ავუხსენი, რომ ჩვენი გვაქვს საბჭოეთის ქვეყანა, რჩევებს ჩალის ფასი აქვს; ვურჩიე, რეკომენდაცია მივეცი, მოვითხოვე და წამოვედისწორედ ამ მიზეზით (ბევრი მრჩევლის არსებობის გამო) არ ჟიმაობენ მოედნებზე. ვბრძანე, დღის ბოლოსთვის გაენადგურებინათ და დაემტკიცებინათ ბატალიონის უფროსთან მანქანებისა და პოსტების ადგილმდებარეობის სქემა. ყველა მრჩევლისა და რეკომენდაციის მომცემისთვის გვეთქვა: „კი“, თუმცა გვემოქმედა დამტკიცებული სქემის მიხედვით

ასეულის მეთაურმა გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ .. შევარდნაძეს ამ დრომდე პატივი არ დაუდია არცერთი ჯარისკაცისა და ოფიცრისთვისარც მისკენ გახედვით, არც თავის დაქნევით, არც მისალმებით

ჩვენ მისთვის ხეპრეც კი არ ვართ, – თქვა ასეულის მეთაურმა, – კუნძები ვართ

ამაზე მე მას ვურჩიე, ყველასთვის ეიძულებინა სფინქსის ნიღბის გაკეთება. ეს აზრი დაიჭირეს და განავრცეს: ყველამ მოიწონა. მიდის თავისთვის ედუარდ ამბროსის ძე მჟავე სახით მანქანასთან, მის ირგვლივ ასეთივე მჟავე სიფათებიანები ტრიალებენ, არც დილა მშვიდობისა, არც საღამო მშვიდობისა! ასე ფხიზლობდა მუხის კუნძების თავყრილობა.

პასუხისმგებლობის ზონის კონტროლისას, ამოცანების დაზუსტებისას არაერთგზის გვიხდებოდა ქალაქელებთან საუბარი. ყველა საუბარი ვითარდებოდა შაბლონური სცენარით. უნდა ითქვას, რომ ყველა სამხრეთულ ქალაქს ერთი სახასიათო თავისებურება აქვს: საკმარისია რამდენიმე წამით შეჩერდე და ვინმეს გამოელაპარაკო, ან შეკითხვაზე უპასუხო, რომ შენ ირგვლივ თავს იყრის დიდი ბრბო: ხმაური, სიფიცხე, შეძახილები

მოქალაქეებო, ვეუბნებოდი მე, – ვყვირით თუ ვსაუბრობთ? თუ ვყვირით, მაშინ მე წავედი; თუ ვსაუბრობთკი ბატონო

კარგი, ვისაუბროთ, – მპასუხობდნენ შეკრებილები. – აიზარია ვოსტოკაში“ (თბილისური გაზეთია) წერენ, რომ მედესანტე ჯარისკაცმა სამ კილომეტრზე 71 წლის მოხუცს სდია და ნიჩბით დაჩეხა

წერია, წერია, აბა რა! შეკითხვები გაქვთ

რაღა შეკითხვები უნდა იყოს! დაჩეხა

ბრბო უცებ აენთებოდა. შემდეგ ისევ დედის გინება, მუქარები

მშვიდად მოქალაქეებო! მომისმინეთ მაინც. პირველი შეკითხვა: რანაირი მოხუცი იყო ეს, რომელსაც სამი კილომეტრი სდია ჯარისკაცმა? მეორე შეკითხვა: რანაირი ჯარისკაცი იყო, რომელიც მოხუცს ვერ დაეწია? და მესამე შეკითხვა, ყველაზე საინტერესო: ისინი რა, სტადიონზე დარბოდნენ? სამი კილომეტრის მანძილზე არ გამოჩნდა არცერთი ქართველი კაცი, რომელიც ადგილს მიუჩენდა ამ არამზადას

ამოსუნთქვისას კუჭის თავში ჩარტყმას, ვერაფრით უშველი. სუფთა ემოციური თვალსაზრისით აღმაშფოთებელია, თუ მსუბუქად გავაანალიზებთ, მაშინ კიბოდვა

ყოველ ჯერზე ბრბოში აღმოჩნდებოდარაინდი“, რომელიც ოსტატურად ცდილობდა, საუბარი სხვა სიბრტყეში გადაეტანა

თუ ემოციებს გვერდით გადავდებთ და ტემპერამენტს ჩავუწევთ, კითხვა ყოველთვის ერთნაირად დაისმის. კითხვაც კი არა, არამედ ფაქტის კონსტატაცია, რომელიც არ ექვემდებარება შეკამათებას: „მოედანზე თქვენ ჩვენ მოგვწამლეთ!“. 

მომწამლავი ნივთიერება ფაშისტებისა და კომუნისტების ორგანიზმებზე ერთნაირად მოქმედებს

მსუბუქი შეფერხებაფიქრობენ. შემდეგ მიდიან დასკვნამდე, რომ ანატომია იდეოლოგიასთან არავითარ კავშირში არ არის. ახდენენ ფაქტის კონსტატაციას: „ერთნაირი!“. 

ესე იგი, თუკი მე, დავუშვათ, მინდა თქვენი მოწამვლა, მაშინ უნდა გამოვიყენო თავდაცვის საშუალებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ერთად მოვკვდებით. ასეა

ასეა! – უგულოდ მეთანხმებიან

რომელიმე თქვენგანმა დაინახა თუნდაც ერთი ჯარისკაცი აირწინაღით? აღარ ვსაუბრობ ОЗКზე. იქნებ, ფიქრობთ, რომ აქ რამდენიმე ათასი კამიკაძეა შეკრებილი იმ მიზნით, რომ მოკვდნენ გაუგებარია რისთვის, თქვენი მთავრობის სახლის მისასვლელებთან

ბრბო ბობოქრობს, ზუზუნებს, ირევა, არჩევს გაგონილს. წყევლა გორბაჩოვის, პატიაშვილის მისამართით, რუსების ამოხოცვის მოწოდებები. შავი სამხრეთული თვალები, რომლებშიც იკითხება ზიზღი, ეჭვი; მცდელობა, გაარკვიოს მაინც, რა მოხდა. ბრბო რაღაც დოზით შოკირებულია: საშინელი ბედისწერისა და პათოლოგიური სისასტიკის დადგენილი შტამპები ძალიან მარტივად იფშვნება და თითქოს ვეღარაფრით ამოავსებ. შეიძლება იგინო, მაგრამ არადამაჯერებელია, ეს ესმით ყველაზე გულანთებულებსაც კი

იფიქრეთ ამაზე, – ვეუბნები გამომშვიდობებისას. – კარგად იყავით. ნახვამდის

დამამახსოვრდა უკვე ასაკში შესული ქართველი მუშები ჭაღარა წვერით, საფეთქლებით, წარბებით, ნაჯაფარი დაკოჟრილი ხელებით: „არ წახვიდეთ, – გვთხოვეს მათ, – ჩვენ ახლა მაფიისთვის კაპიკებად ვშრომობთ. თქვენ თუ წახვედით, საერთოდ აღარაფერი გვექნება! ომი იქნება! ბევრი დაიღუპება! არ წახვიდეთ…“. 

ბრძენი ასაკში შესული მუშები, უკვე მაშინ ისინი პოლიტიკოსებზე შორს იყურებოდნენ. უკვე მაშინ წარმოიდგენდნენ სიტუაციას უფრო ხილულად. აი სად გამახსენდა ქართველების შემბრალებლურზიზღიანქედმაღლური დამოკიდებულება სომხეთაზერბაიჯანის კონფლიქტის მიმართ: „აი, სულელები, რას იყოფენ, გაუგებარია! აი ჩვენ კი…“. წინასწარ თავს ნურაფერზე გამოიდებ

არ მახსოვს, რა ჰქვია ქუჩას, რომელსაც პირდაპირ ვაგზლისკენ მიჰყავხარ. მე წინ УАЗში ვზივარ, რადიოსადგურ Р-142- თვალყურს ვადევნებ. სქელი ნარინჯისფერი ნისლი მომენტალურად ფარავს წინა ფანჯარას, მუხრუჭების ჭრიალი, კავშირის უფროსის გაფართოებული თვალები: – ამხანაგო პოლკოვნიკო, УАЗის ირგვლივ ხუთი აგური ერთმანეთის მიყოლებით ჩაეწყო! გაგიმართლათ

ასფალტს აგურების კვალი ატყვია, მანქანებს ნარინჯისფერი მტვერი ადევს, ტროტუარებზე მარჯვნივ და მარცხნივ ხალხი დადის. მათ ჩვენთან არაფერი ესაქმებათ. მარჯვნივ ცხრასართულიანი სახლია, მარცხნივაც ცხრასართულიანი დგას. ლოჯიაში არავინაა. და თითქოს არც არაფერი მომხდარა. თითქოს დაუდევარმა დიასახლისმა წინსაფრიდან კარტოფილის ნაფცქვენები გადმობერტყა. უსიამოვნოათუმცა საშინელებაც არაფერი მომხდარა

შტაბთან ოფიცრები დგანან, რომლებიც მანამდე ქვების წვიმაში მოხვედრილან; უზარმაზარი, ხუთი მეტრის სიმაღლის ორჯონიკიძის ძეგლი, რომლისთვისაც ტუშიანი ბუშტი და საღებავიანი ქილები უსვრიათ. მისი ჩამორეცხვის მცდელობები, ხოლო როცა ეს არ გამოსვლიათმისი ღამის დემონტაჟი და გაურკვეველ ადგილას გადატანა

საკომენდანტო პოსტები, პატრული, ვაგონები, არასაკმარისი სანიტარული პირობები, კამათი, ჩხუბი, ერთმანეთის არგაგება, მიღებები პირად საკითხებზე, საომარი მომზადების გადადებაეს ყველაფერი, როგორც ყოველთვის, რთულად გადასაწყვეტი და საერთოდ გადაუწყვეტელი პრობლემების გორგლად შეიკრა

აქ, თბილისში, მე პირველად გავიცანი ახლოს ახლად დანიშნული საჰაეროსადესანტო ჯარების მეთაური .. აჩალოვი. ლენინგრადის შედარებით მშვიდი მხარის ხელმძღვანელი უმალ გაეხვა პრობლემებში, და მისთვის აუცილებელი იყო თვითდამკვიდრება, ამიტომაც ის მეტისმეტად მკაცრი და შარიანი გახდა. ეს გასაგებია. არავითარი პრეტენზია. თუმცა სწორედ ეს დამამახსოვრდა.