კულტურის რუბრიკის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
„ბედნიერი მაშინ ვარ, როდესაც ჩემი მხატვრობის საშუალებით თეატრში მოსული მაყურებელი იგრძნობს, თუ როგორ გარდაიქმნება მუსიკა ხილულ სცენურ ხელოვნებად“ - ეს ფრაზა გამორჩეულ ხელოვანს, ბრწყინვალე მხატვარს, სცენოგრაფსა და კოსტიუმების შემქმნელს - სოლიკო ვირსალაძეს ეკუთვნის.
ვიზუალური ხელოვნების ენით და მზერით დანახული ისტორია 27 აპრილიდან 22 მაისამდე გარკვეულად, განფენილი და წარმოდგენილი იქნება დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში. გამოფენა სახელწოდებით “XX და XXI საუკუნეების ქართული ხელოვნება კერძო კოლექციებიდან“, თანამედროვე ქართული ხელოვნების ერთგვარ სუბიექტურ და კურატორულ ვერსიას წარმოგვიდგენს.