ლიტერატურა

გიორგი ლობჟანიძე

შტეფან ვაიდნერი თანამედროვე გერმანელი აღმოსავლეთმცოდნეა, რომელიც დღეს რამდენიმე მეცნიერთან ერთად აგრძელებს გერმანული ორიენტალისტიკის საუკეთესო კვლევით ტრადიციებს, რაც არასოდეს შემოიფარგლებოდა მხოლოდ მკაცრად აკადემიური ანალიზით და მუდამ მოიცავდა აღმოსავლეთის, როგორც ცოცხალი და უაღრესად თავისებური სამყაროს, ადგილზე ავთენტურ შესწავლასაც.

ლევან ბერძენიშვილი

რა საჭირო იყო ამის გამოგონება? ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ის, რაც აქ ხდება, ხდება ფოლკნერის თავში, ფოლკნერის ოლქში, ფოლკნერის სამყაროში. ამ თვალსაზრისით, ფოლკნერი ძალიან სერიოზული ავტორია.

გიორგი ლობჟანიძე

დავით წერედიანის თარგმანებმა უამრავი ახალი სახელით, თემით, ლიტერატურული მოტივითა თუ ინტონაციით გაამდიდრა ქართული მწერლობა. მთელი მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ნიმუშია საყვარელი საქმის უანგარო მსახურებისა და ამ მოკრძალებულმა, განდეგილივით მცხოვრებმა ადამიანმა მართლაც განსაკუთრებულად შთამბეჭდავი და გამორჩეული ეპოქა შექმნა ქართული ლიტერატურისა და თარგმანის ისტორიაში.

გიორგი ლობჟანიძე

თარგმანში იმდენი რამეა აღსანიშნავი, რომ ვშიშობ, ყველაფერს ნამდვილად ვერ ავუვალ. უბრალოდ, რამდენიმე წიგნს დავასახელებ, რომელთა წაკითხვა წელს მოვასწარი და რომლებიც სხვებსაც თამამად შემიძლია ვურჩიო წასაკითხად.

გიორგი ლობჟანიძე

დაჩა მარაინი თანამედროვე იტალიური ლიტერატურის კლასიკოსის ალბერტო მორავიას გვერდით 15 წელი ცხოვრობდა და მათ მორავიას სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნეს მეგობრობა და ურთიერთსიყვარული.

ლევან ბერძენიშვილი

ბოლოს და ბოლოს, რა დააშავა ანა კარენინამ?! ანა კარენინას დანაშაული, მე მგონი, ის კი არ არის, რომ  შეუყვარდა, არამედ ის, რომ უსიყვარულოდ იცხოვრა მანამდე მთელი ცხოვრება და ლამის ასე დაასრულა.

გიორგი ლობჟანიძე

დათო გორგილაძე თავდაპირველად ფეისბუქის სტატუსებით გავიცანი. ფეისბუქის ნაწერების სერიოზულად აღქმა რომ ძალიან სარისკოა, რასაკვირველია, ვიცი, მაგრამ იმ სტატუსებში მაინც იგრძნობოდა ძალიან კარგი მწერალი, რომელიც, ძირითადად, ტაქსიში და ტაქსის მძღოლებთან თავგადასავლებზე გვიყვებოდა...

გიორგი ლობჟანიძე

ლეილა სლიმანის „იავნანა“ შეიძლება ისე მოყვე, „სპოილერის“ შიშმა არ შეგაწუხოს. ჯერ ერთი, რომანი იმგვარად არის აგებული, რომ ფინალი პირველივე გვერდებზეა გამოტანილი: დახოცილი და-ძმა, რომელთა მკვლელობაში ძიძას ადანაშაულებენ. კვანძიც შეკრულია და ინტრიგაც აქვეა დასრულებული.