ლიტერატურა

გიორგი ლობჟანიძე

შტეფან ვაიდნერი თანამედროვე გერმანელი აღმოსავლეთმცოდნეა, რომელიც დღეს რამდენიმე მეცნიერთან ერთად აგრძელებს გერმანული ორიენტალისტიკის საუკეთესო კვლევით ტრადიციებს, რაც არასოდეს შემოიფარგლებოდა მხოლოდ მკაცრად აკადემიური ანალიზით და მუდამ მოიცავდა აღმოსავლეთის, როგორც ცოცხალი და უაღრესად თავისებური სამყაროს, ადგილზე ავთენტურ შესწავლასაც.

ნიკოლას გელოვანი

,,ეს სიმონ დე ბოვუარის ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი და მაღალმხატვრული ნაწარმოებია“, - წერს ესეისტი, მწერალი და საფრანგეთის აკადემიის წევრი, დანიელ სალენავი, იმ რომანის შესახებ, რომელსაც ეგზისტენციალისტმა ფილოსოფოსმა, ესეისტმა და უთუოდ დიდმა ლიტერატურულმა ფიგურამ, სიმონ დე ბოვუარმა, „ჟამი სულიერების ზეობისა“ უწოდა.

პუბლიკა

ამას წინათ ჩემმა უკრაინელმა კოლეგამ ტანია მალიარჩუკმა ინგებორგ ბახმანის სახელობის კონკურსის გახსნაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა. მან თავის თავს „გატეხილი ავტორი, ყოფილი ავტორი“ უწოდა, „ავტორი, რომელმაც ენა დაკარგა". შემდეგ კი დაამატა: „მე შიში გამიჩნდა ენის მიმართ, რომელსაც შეუძლია მილიონობით ადამიანი, მეტწილად მშვიდობიანი მოქალაქე, დაარწმუნოს, რომ ადამიანების ხოცვა სამართლიანი საქმეა".

ნიკოლას გელოვანი

ჯონ ლისტერი ყოყმანობდა; არ იცოდა, რა ეღონა; ფიქრადაც ვერ გაივლებდა დღიურების გამოცემას, მაგრამ არ სურდა ამ უნიკალური ტექსტების განადგურება. ბარელი მოატყუა, რომ ფერფლად აქცია წიგნაკები, მაგრამ, სინამდვილეში, საგულდაგულოდ დამალა - მოხსნა მუხის ხის პანელები, დაამზადა თაროები და სათუთად მოათავსა დღიურები იქ.

შოთა იათაშვილი

ბოლოს კი ამას ვიტყვი: როგორც ჩანს, ტყუილუბრალოდ არ იღვრებოდა ამდენი ცრემლი  იმ დღეს “ლუჟნიკებზე”, ლამაზი სცენები ხომ მარტო ლამაზი არაა. ისინი ხომ ხშირად ისევეა სავსე ცოდვით, როგორც საყვარელი ოლიმპიური დათუნიები - ჰელიუმით.

პუბლიკა

„წერე. იპოვე გზა, რომ ყურადღება მოიკრიბო და წერო. თუ მწერლობას აპირებ, ისეთს ვერაფერს გეტყვი, რაც ამას გადაგაფიქრებინებს; თუ მწერლობას არ აპირებ, ისეთს ვერაფერს გეტყვი, რითაც დაგეხმარები. დასაწყისისთვის რაც ნამდვილად გჭირდება - არის ვინმე, ვინც მიგახვედრებს, რომ ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს“.

ფასიანი განთავსება

ლიტერატურის მოყვარულებს 23 დეკემბერს, 23 საათზე,  „საბა 2021-ის“ დაჯილდოების ცერემონიალი ელით. დაჯილდოების ცერემონიამდე სულ ცოტა ხნით ადრე, ჩვენ ირინა ჯავახაძეს, „საბას“ დირექტორს, რამდენიმე კითხვა დავუსვით:

ის უცნობი ქალიც ხომ სწორედ მზის ჩასვლისას გამოესალმა წუთისოფელს? იქნებ ისიც მნათობთან ერთად ჩაესვენოს ლურჯად მოლივლივე ზღვაში? მკითხველმა არაფერი იცის. არაფერი. არც პერსონაჟებმა. თავად ავტორმაც კი.