ლიტერატურა
ცარიელ სახლში ანა და სანდრო ერთმანეთს უკანასკნელად ხვდებიან. ვინ არიან ისინი ერთმანეთისთვის, რა აქვთ სათქმელი, რას მალავენ და რას ვერ ელევიან 25 წლის განმავლობაში დაგროვილი შეცდომების ფონზე? ეს ღამე მათთვის დასასრულია, ან მეორე ნახევრის დასაწყისი.
ამ დღეებში ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე თინა ჭილაძის წიგნი „ თამაზთან და ოთართან ერთად“, რომლის ავტორიც თავისი დიდი ძმების, მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის ორი უბრწყინვალესი წარმომადგენილის თამაზ და ოთარ ჭილაძეების შესახებ მოგვითხრობს.
ერთ მშვენიერ დღეს კაცს წარმატებულს, ყველა მიზანმიღწეულს შეიძლება თვალი აეხილოს და დაინახოს, რომ ეს საათივით აწყობილი ცხოვრება არის მხოლოდ სხვის დასანახად. სწორედ აქ იწყება პიროვნული ჯანყი და სულიერი კრიზისი, თავს წამოყოფს ბავშვობის ტრავმები. და ნიკიც მიატოვებს ყველას და ყველაფერს, ხეტიალისას კი საოცარ აღმოჩენებს აკეთებს
პრემია „საბას“ „წლის საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტების ვინაობა თვის ბოლოს გახდება ცნობილი. რაც შეეხება ნომინაციას „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ – გამარჯვებული დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება.
დაჩა მარაინი თანამედროვე იტალიური ლიტერატურის კლასიკოსის ალბერტო მორავიას გვერდით 15 წელი ცხოვრობდა და მათ მორავიას სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნეს მეგობრობა და ურთიერთსიყვარული.
ერთი სიტყვით, 120 წლის წინ ცალკე ფილოქსერა ვრცელდებოდა ქვეყანაში, ცალკე – რევოლუციური იდეები. ებრძოდნენ ფილოქსერასაც და რევოლუციასაც. ამ რევოლუციურ ბრძოლებზე ერთ-ერთ მომავალ წერილში უფრო ვრცლად მოვყვები
დაჩა მარაინიმ ალბათ არ იცის, როგორ გაუმართლა, რომ მისმა წიგნებმა იპოვეს თავიანთი ნამდვილი მთარგმნელი, რომელიც რეალურად მწერლის თანაავტორია - ამ სიტყვების საუკეთესო გაგებით. რომ ნუნუ გელაძის გადმოქართულებული დაჩა მარანი ისევე იკითხება, როგორც დღევანდელი იტალიური პროზის მშვენება დაჩა მარაინი.
ვინ არის ის? პოეტი დაიბადა 1943 წელს ნიუ-იორკში, უნგრული წარმოშობის ებრაელების ოჯახში. ლუიზ გლიუკი ცხოვრობდა კემბრიჯში, მასაჩუსეტსში, ახლა იელის (კონექტიკუტი) უნივერსიტეტის ინგლისური ენის პედაგოგია. მისი ლიტერატურული დებიუტი 1968 წელს შედგა. დღეისათვის ის თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოეტად არის აღიარებული.
2020 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს. ფინალისტების სია უკვე ცნობილია 8 ნომინაციაში, ხოლო ნომინაცია „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ - გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.
ჯერ მისი ტარგმნილი გრმიმების ზღაპრებით დაიწყებენ, მერე მისი თარგმნილი ვიიონი მონუსხავთ, სიყვარულისას - მის რემბოზე და სხვა ევროპელი პოეტების ლექსებზე იტირებენ და სიჭრამაგისას - მისი „ფაუსტის“ რიტმებითა და ფილოსოფიით აღფრთოვანდებიან. ამ ყველაფერს კი გვირგვინად ედგმება თვითონ დავით წერედიანის შეუდარებელი პოეზია - ქართული ლიტერატურის ნამდვილი მარგალიტი.
დიდმა მწერალმა, ელზა ტრიოლემ, თავისი შემოქმედებით, ცხოვრებით, ლიტერატურული, მთარგმნელობითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობით დაგვიმტკიცა, რომ მუზის „ტიტული“ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია შემოქმედისათვის.
შტეფან ვაიდნერი თანამედროვე გერმანელი აღმოსავლეთმცოდნეა, რომელიც დღეს რამდენიმე მეცნიერთან ერთად აგრძელებს გერმანული ორიენტალისტიკის საუკეთესო კვლევით ტრადიციებს, რაც არასოდეს შემოიფარგლებოდა მხოლოდ მკაცრად აკადემიური ანალიზით და მუდამ მოიცავდა აღმოსავლეთის, როგორც ცოცხალი და უაღრესად თავისებური სამყაროს, ადგილზე ავთენტურ შესწავლასაც.