ლიტერატურა
რა მოხდა თუ დიდი ხნის წინათ წაკითხული მისი ტექსტებიდან მე უბრალოდ ბევრი რამ დამავიწყდა. სამაგიეროდ, არ მავიწყდება, როგორ ღელავდა ულამაზესი ქართველი გოგონას მკერდზე მთელი სიგრძე-სიგანით გამოსახული ფრედერიკ ბეგბედერი. და მომკალით და, ისევ ილია ჭავჭავაძე მახსენდება ირიბად, როცა საკუთარ თავს ვიჭერ ჩუმად, თითქმის მხოლოდ ჩემთვის გასაგონ ჩაღიღინებაში: ბეგბედერი... ჩვენისთანა ბეგბედერი...
მთელი ეს ემოციური ბარბაცი და გულისფრიალი, რაც მკითხველს თამთა მელაშვილის რომანის კითხვისას მოუშორებლად მიჰყვება, წიგნს ძალიან დიდი ვნებითა და ინტერესით საკითხავად აქცევს.
ერთადერთი, რაც ამ მწერლის შესახებ გაგვიგია, არის ის, რომ იგი 1943 წელს, ნეაპოლში დაიბადა და გაიზარდა. მიღებული აქვს უმაღლესი ფილოლოგიური განათლება, თავის უსაყვარლეს მწერლად ელზა მორანტეს ასახელებს და შესაძლებელია, აქედანვე მოდიოდეს მისი ფსევდონიმიც.
სნოს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ იორამ ღუდუშაურს მხოლოდ თელავის რაიონის სოფელ კისისხევის სამეურნეო სკოლა ჰქონდა დამთავრებული მეფუტკრეობის განხრით, მაგრამ ჩემი ბავშვობიდან ისე მახსოვს, რომ იშვიათად შემხვედრია მასზე ნაკითხი და შინაგანად განათლებული ადამიანი.
ერთხელ, ჯალალ ედ-დინ რუმის ყაზალების ჩემეული, მაშინ სრულიად ახალი და გამოუქვეყნებელი თარგმანების ასეთი განხილვის მერე, შინ დამპატიჟა. გადმოეწყო, რაც კი სპარსული და არაბული წიგნები გააჩნდა, რაც მთელი ცხოვრება დიდი გაჭირვების პირობებში რუდუნებით ეგროვებინა და მითხრა:
აქ ცოდვასავით ეშინიათ ჭირის, ხოლო ამ შავი სენის მკურნალები იძულებულნი არიან ჩვეულებრივ ავადმყოფებთან სიარულს თავი ანებონ. ზოგი მდიდრდება ჭირიანობისას, სხვა კი პირიქით, თავის მემკვიდრეს კარგავს. დაავადება ხანდახან განკურნების სურვილსაც კი უკლავს ზენონს, რომანის მთავარ გმირს.
დავით წერედიანის თარგმანებმა უამრავი ახალი სახელით, თემით, ლიტერატურული მოტივითა თუ ინტონაციით გაამდიდრა ქართული მწერლობა. მთელი მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ნიმუშია საყვარელი საქმის უანგარო მსახურებისა და ამ მოკრძალებულმა, განდეგილივით მცხოვრებმა ადამიანმა მართლაც განსაკუთრებულად შთამბეჭდავი და გამორჩეული ეპოქა შექმნა ქართული ლიტერატურისა და თარგმანის ისტორიაში.
„პუბლიკას“ ტექსტი სასულიერო პირმა მიაწოდა, რომელსაც ანონიმად დარჩენა სურს. ტექსტი ერთგვარი სატირაა დღეს ეკლესიაში არსებული ვითარების შესახებ.
ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის რომანი კი ძალიან მომწონს, მაგრამ თავი გამოვიჭირე იმაში, რომ მეც კი, ადამიანი, რომელსაც მთელი არსებით სძაგს რასობრივი დისკრიმინაცია, წიგნს მთლად თეთრკანიანი სემი ბიძიას თვალით თუ არა, მაინც ერთგვარი ქედმაღლური შეღავათით ვკითხულობდი.
საინტერესო რამ არის ლიტერატურულ პროცესზე დაკვირვება შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში. ვინ იცის, რამდენი პოეტი წერდა და არც თუ ურიგოდ, ვთქვათ, ამ ბოლო 50 წლის განმავლობაში. ზოგი მათგანი თავის დროზევე კაშკაშა, საყოველთაოდ აღიარებული პოეტი იყო, ზოგიც მაშინვე, სიცოცხლეშივე, ჩრდილში მდგომი, მორიდებული და რაღაცნაირად სათანადოდ დაუფასებელი
თანამედროვე არაბული ლიტერატურა რომ ტოლს არაფრით არ უდებს დღევანდელი მსოფლიოს არცერთი ქვეყნის ლიტერატურულ პროდუქციას, სპეციალისტებმა დიდი ხანია ვიცით, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი მკითხველიც არაბულიდან თარგმნილი ყოველი ახალი ნაწარმოებით რწმუნდება ამ სასიამოვნო ჭეშმარიტებაში.
ზაფხულში ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ კიდევ ერთხელ ჩავიკეტებოდით. ვერც იმას ვიფიქრებდი, რომ იზოლაციაში მომიწევდა პანდემიაზე მორიგი წერილის დაწერა. საერთოდ, არც ვაპირებდი ამ თემაზე კვლავ მუშაობას. მინდოდა ყველაფრის დასრულების, განკურნების შემდეგ მშვიდად გამეაზრებინა ეს ამბავი. დასკვნებზე მერჩივნა წერა.