ლიტერატურა

პუბლიკა

გაიღვიძე საქართველო, მიწას კვერთხი დაკარი! ამოხეთქოს იქნებ სულმა ვინც მიწაში დაფალი, ამოვარდეს ნიავღვარი, გადარეცხოს მთა-ბარი, ამონათდნენ ვარსკვლავები ჯოჯოხეთში გამქრალი.  

პუბლიკა

საქართველოს სხვადასხვა დროს ბევრი უცხოელი, მათ შორის, ნობელიანტი მწერალი სტუმრობდა. ზოგიერთმა მათგანმა ნაწარმოებებიც მიუძღვნა ამ მოგზაურობას. ზოგიერთი კი მეორედაც დაბრუნდა საქართველოში. „პუბლიკა“ გთავაზობთ ინფორმაციას უცხოელი მწერლების საქართველოში მოგზაურობისა და მათი შთაბეჭდილებების შესახებ.

გიორგი ლობჟანიძე

ეს პოეზია მათთვისაა, ვისაც ქსნის ციხის ნანგრევები რამეს ეუბნება, ვისთვისაც ქართლი, ქსანი, არაგვი, იკორთა, ახალგორი, მყინვარი... მხოლოდ ტოპონიმები და, მით უმეტეს, გაუგებარი გეოგრაფიული სახელები არ არის...

გიორგი ლობჟანიძე

„ყური დამიგდე! შენ კი არა, მე ვარ ვენახი!“ - ეს შენი ექსკლამატიური ფრაზა საუკუნეებს გადასწვდება, ისევე, როგორც ის საგალობელი, რომლის ანტითეზადაც ეს მშვენიერი სტრიქონი და, საერთოდაც, ლექსი გვევლინება.  

ნიკოლას გელოვანი

ქალის ხმა, მზერა, პერსპექტივა, მსოფლმხედველობა და გამოცდილება ამ რომანშიც და შვიდი ავტორისაგან დაწერილ იმ წიგნშიც ჩაიკარგა მამაკაცების მზერასა და ხმაში, ისე, როგორც გაუჩინარებული პერსეფონეს ხმა ჩაიკარგა პატრიარქალური მითოლოგიის ლაბირინთებში. 

გიორგი ლობჟანიძე

დათო გორგილაძე თავდაპირველად ფეისბუქის სტატუსებით გავიცანი. ფეისბუქის ნაწერების სერიოზულად აღქმა რომ ძალიან სარისკოა, რასაკვირველია, ვიცი, მაგრამ იმ სტატუსებში მაინც იგრძნობოდა ძალიან კარგი მწერალი, რომელიც, ძირითადად, ტაქსიში და ტაქსის მძღოლებთან თავგადასავლებზე გვიყვებოდა...

ნიკოლას გელოვანი

მადამ ბოვარის ისტორია მისი გრძნობების ისტორიაა; მისი ამბავი ბურჟუაზიული ყოფის ამსახველი ის ნაღვლიანი მელოდრამაა, საუკუნო საგალობელს რომ უძღვნის ემას და ემას სადარ დონ კიხოტეებს, გამოუსწორებელ, გულმხურვალე იდეალისტებს.

მალხაზ ხარბედია

ჩვენ არანაირი რეალური ფრთები არა გვაქვს, თუმცა ყოველთვის შეგვიძლია თხრობის ფრთები შევისხათ, ყოველთვისაა შესაძლებელი თხრობამ, ამბავმა, წიგნმა, ლიტერატურამ ფრთები შეგვასხას და დახშული ოთახიდან გამოგვიყვანოს. არაა გამორიცხული სავარძელში მოკალათებულები, ლოგინზე ან ტახტზე წამოწოლილები, იზოლაციაში მყოფები, ფიქრში და ამბებში გართულები ტახტიანად ავიწიოთ, ამოვიქოქოთ და გადავიკარგოთ სადღაც ყინულოვანი სამფლობელოსკენ, მთებს მიღმა, მოუსავლეთში, როგორც კაფკას ერთი პერსონაჟი იკარგება, ნახშირის ცარიელ სათლზე ამხედრებული.

მალხაზ ხარბედია

ყველასთვის ძალიან ნაცნობ თემაზე ვაპირებ წერას. მწერლის “მე”–ზე, და მის ერთ–ერთ უმთავრეს და უცნაურ გამოხატულებაზე, ავტობიოგრაფიაზე. არამხოლოდ დაწერილზე ან დაბეჭდილზე, არამედ ზეპირ ავტობიოგრაფიაზეც, ქმედებებზე, გადაწყვეტილებებზე, რომელიც ამ ავტობიოგრაფიას ქმნიან.

ჰრაბალის რომანებიდან ქართულად ასევე „დიოგენეს“ გამოცემულია და იმავე სულხან მუხიგულაშვილის თარგმნილია კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი წიგნი „ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“. მის მესამე მთავარ ნაწარმოებს „ საგანგებო დანიშნულების მატარებლებს“ კი „დიოგენე“ ამ წლის სექტემბრისთვის გვპირდება.

გიორგი ლობჟანიძე

ალიენდეს რომანი თითქმის ყველა პასაჟში გაგახსენებთ „მარტოობის ას წელიწადს“, ზოგჯერ კი ისე იმეორებს მარკესის ამ შედევრის რიგ ეპიზოდს (მაგალითად, წითელი ჭიანჭველების შემოსევას), რომ გაოცებული რჩები, 1982 წელს, როცა ეს რომანი ესპანურად გამოიცა, რატომ არ ჰქონდა შესაბამისი რეაქცია გაბრიელ გარსია მარკესს, რომელსაც თავისუფლად შეეძლო ისაბელ ალიენდე პლაგიატში დაედანაშაულებინა.

რა მოხდა თუ დიდი ხნის წინათ წაკითხული მისი ტექსტებიდან მე უბრალოდ ბევრი რამ დამავიწყდა. სამაგიეროდ, არ მავიწყდება, როგორ ღელავდა ულამაზესი ქართველი გოგონას მკერდზე მთელი სიგრძე-სიგანით გამოსახული ფრედერიკ ბეგბედერი. და მომკალით და, ისევ ილია ჭავჭავაძე მახსენდება ირიბად, როცა საკუთარ თავს ვიჭერ ჩუმად, თითქმის მხოლოდ ჩემთვის გასაგონ ჩაღიღინებაში: ბეგბედერი... ჩვენისთანა ბეგბედერი...