ლიტერატურა
ამ ქვეყანაში ხომ ერთად სმა გვიყვარს. თითქმის ყოველთვის ვუჭახუნებთ ჭიქებს, ეს კი სიმბოლურად ნიშნავს, რომ ერთი ჭიქიდან მეორე ჭიქაში უნდა გადაიქცეს ღვინო, ურთიერთზიარება მოხდეს. დამტკიცდეს, რომ არ ვთაკილობთ ერთმანეთს. ვსვამთ განსხვავებულებს, ყველანი ერთი სასმისიდან, ხანდახან წყვილი სასმისითაც. ორ გუნდად ვიყოფით. ვსვამთ ვახტანგურებს, შემდეგ ვკოცნით ერთმანეთს. ზოგადად, სიმთვრალეში ბევრს ვიკოცნებით. ახლა კი იძულებულნი ვართ, მარტო ვსვათ, კოცნების გარეშე.
„ადამიანები ოდითგანვე ეძებენ სულიერ სამყაროში გამავალ კარს“. საქართველოდან - შორეულ ციმბირში, სამეცნიერო ექსპედიციიდან - ირეალურ კრიმინალურ დრამაში აღმოჩენილი მთავარი გმირი დგება დილემის წინაშე:
ცნობილი ამერიკელი მწერალი ფილიპ როთი საქართველოშიც დაფასებული ავტორია. ქართულ ენაზე ნათარგმნია მისი 3 რომანი. გაეცანით ფრაგმენტებს ჟურნალ The Paris Review-ს 1983-84 წლებში მწერალთან ჩაწერილი ინტერვიუებიდან, სადაც ის წერის პროცესზე, მწერლობაზე და მწერლისთვის გარემოს მნიშვნელობაზე საუბრობს:
„დიოგენე“ ნოემბერში 25 წლის გახდა. „პუბლიკა“ გამომცემლობის ხელმძღვანელს თამარ ლებანიძეს ესაუბრა განვლილ წლებზე, სირთულეებსა და სამომავლო გეგმებზე. წელს გამომცემლობამ მკითხველს არაერთი პროექტი შესთავაზა. მათ შორის ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ახალგაზრდა მთარგმნელთა კონკურსი, რომელიც სხვადასხვა პირობებითა და ნომინაციებით აქამდე 5-ჯერ გაიმართა. ამ კონკურსის გამარჯვებულები ჟიურიმ დღეს, 10 დეკემბერს გამოავლინა. გამაჯვებულთა ნამუშევრები კრებულის სახით გამოიცემა.
მინდოდა, გამომეხატა სიხარული, რომ ქართულად უკვე გვაქვს კაზანძაკისის მორიგი შედევრის ბრწყინვალე თარგმანი და მადლობა მეთქვა გამომცემლობა „ინტელექტისათვის“, რომელმაც ამ წიგნის ქართულად წაკითხვის ბედნიერებას გვაზიარა.
ამ ნიჭიერების წყალობით, ჩვენ თვალწინ კიდევ ერთხელ შთამბეჭდავად ცოცხლდება ქართული ლიტერატურის ნამდვილი კლასიკოსის ცხოვრებისეული და შემოქმედებითი პერიპეტები, მკითხველი ლაღად, ძალდაუტანებლად გაიაზრებს ოთარ ჩხეიძის მნიშვნელობასაც, მისი წიგნების არსებით დეტალებსაც და მისი ცხოვრებისეული თუ იდეური არჩევანის წინაპირობებსაც.
თარგმანში იმდენი რამეა აღსანიშნავი, რომ ვშიშობ, ყველაფერს ნამდვილად ვერ ავუვალ. უბრალოდ, რამდენიმე წიგნს დავასახელებ, რომელთა წაკითხვა წელს მოვასწარი და რომლებიც სხვებსაც თამამად შემიძლია ვურჩიო წასაკითხად.
ლეილა სლიმანის „იავნანა“ შეიძლება ისე მოყვე, „სპოილერის“ შიშმა არ შეგაწუხოს. ჯერ ერთი, რომანი იმგვარად არის აგებული, რომ ფინალი პირველივე გვერდებზეა გამოტანილი: დახოცილი და-ძმა, რომელთა მკვლელობაში ძიძას ადანაშაულებენ. კვანძიც შეკრულია და ინტრიგაც აქვეა დასრულებული.
ჭრელი ფრაგმენტები“ სხვადასხვა დროს, განსხვავებული სააზროვნო აქტივობისას ჩანიშნული ნაკვეთებისგან შედგება; განსხვავებულ საკითხებს ეხმაურება. ზოგი რაღაც ოდენობით გამოქვეყნებულია, ზოგიც ახლა მოიყრის ერთად თავს. დღეს დამკვიდრებული სიტყვახმარებით, ერთგვარი „პაზლის“ ნაწილებია, რომელთა მისადაგებით, შესაძლებელია მთლიანი სურათ-ხატის შედგენა. არც ისაა გამორიცხული, რომ იგი ვერც აიწყოს...“ – წიგნის ავტორი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, რამაზ ჭილაიაა.
რაც მთავარია, არ მინდა თვითონ ჩემთვისაც წვრილმანებს ნაბანი წყალივით გადავაყოლო უმთავრესი: იმით გამოწვეული სიხარული, რომ ამელი ნოტომის ეს დიდებული წიგნი უკვე ქართულადაც შეგვიძლია წავიკითხოთ და სხვათა შორის, არც თუ ისე ურიგო თარგმანით!
კრებული მოიცავს მწერლის ლიტერატურული შემოქმედების ვრცელ პერიოდს, დაწყებულს გასული საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან დღემდე. ეს არის დიდი გარდატეხისა და მძიმე განსაცდელის ხანა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. თანამედროვე მსოფლიო, თავისი კატაკლიზმებით, მძაფრად შემოიჭრა ძველ სამყაროში. მწერლის ლიტერატურული ტექსტი არათუ ასახავს ამ ისტორიულ მოვლენებს გარდატეხის ინდივიდუალური ცნობიერების პრიზმაში, თავისი ალეგორიული ფორმით წინასწარ ხედავს კიდევაც მათ.
„ეს არის დამამთავრებელი წიგნი გურამ გეგშიძის მიერ შექმნილი რომანების ციკლის, XX საუკუნის მხატვრულ მატიანეს რომ წარმოადგენს. „ ხმა მღაღადებლისა“, „სისხლის წვიმები“, „ნაცრის კოშკი“ და უკვე „ნათლისქრობა“ - ეს არის დიდი მწერლის მიერ უაღრესად მაღალი ოსტატობით შექმნილი ფართო ტილო, ჩვენი ერის უკანასკნელი 150 წლის ცხოვრებისა და ჭირ-ვარამის ამსახველი. ამ მხრივ მას შესაძლოა ანალოგი არც მოეძებნება.“