რეგიონი
ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებათა ყოველი განახლება ჩვენს ქვეყანაში სამართლიან შეშფოთებასა და შიშს იწვევს ხოლმე. ბოლოდროინდელი დაპირისპირება ალბათ რამდენიმე დღეში დასრულდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ დროებითი პაუზა იქნება. ყარაბაღის პრობლემა არსად წავა და რეგიონს, საქართველოს ჩათვლით, მასთან ერთად კიდევ დიდხანს მოუწევს ცხოვრება.
ბოლოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რამდენიმედღიანი შეტაკებები 12 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ტავუშის პროვინციაში დაიწყო. შეტაკებების შედეგად ორივე მხარეს იყო მსხვერპლი, მათ შორის, დაიღუპნენ აზერბაიჯანელი სამხედრო მაღალჩინოსნები. უშუალოდ მთიან ყარაბაღში კი სამხედრო დაპირისპირება ბოლოს 2016 წელს მოხდა, რასაც აპრილში 4-დღიანი ომი მოჰყვა.
„ყველაფერი, რაც ომის შესახებ ვიცით, „მამაკაცის ხმით“ მოვისმინეთ. ომის შესახებ „მამაკაცური“ წარმოდგენებისა და „მამაკაცური“ შეგრძნებების ტყვეობაში ვიმყოფებით. „მამაკაცური“ სიტყვებისაც. ქალები კი დუმან“ - ესაა ნაწყვეტი წიგნიდან „ომს არ აქვს ქალის სახე“, რომლის ავტორია ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, ბელარუსი დისიდენტი მწერალი და ჟურნალისტი სვეტლანა ალექსიევიჩი.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 60 კილომეტრში, აზერბაიჯანულ მხარეს – თოვუზის რაიონსა და სომხურ მხარეს – ტავუშის რაიონში დაიწყო. სწორედ ტავუშის რაიონის ქალაქ ბერდიში იყო ოჯახთან ერთად თამთა თათარაშვილი, როდესაც კონფლიქტი დაიწყო. თამთა გენდერის მკვლევარია და ოჯახთან ერთად სომხეთში 2019 წლიდან ცხოვრობს. მან ქალაქი გუშინ დატოვა და ამჟამად ერევანშია.
- 1
- 2