რეპორტაჟი

ქრისტინე მუჯირი

უკან ვბრუნდებით. ალაზანს ჩავუარეთ, ფოტოებს ვიღებთ. მდინარე მზის სხივების ფონზე კვლავ ოქროსფერი ჩანდა. გამახსენდა, ერთ-ერთი პანკისელი გვეუბნებოდა, ალაზანი ფაქტობრივად ჩვენი იდენტობაა და ამიტომაც ვუფრთხილდებით და გავუფრთხილდებითო.

თინათინ მოსიაშვილი

კაკო და ელენე ბუქვაიძეების ოჯახი იმ  იშვიათ ოჯახებს მიეკუთვნება, რომელიც,  წინაპრების  მსგავსად, თუშეთში ცხოვრობს და  მეურნეობას მისდევს: კარტოფილს, ბოსტნეულსა და ქერს თესავს, ცხვარ-ძროხა, ქათმები, ცხენები ჰყავს... ბუქვაიძეები მხოლოდ ფქვილსა და ბურღულეულს ყიდულობენ, სხვა პროდუქტებს უმეტესად  თავად აწარმოებენ.