სამართალი
ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის სასამართლო განხილვები დასრულდა. პროცესი თითქმის ორი წელია გრძელდება. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.
აგანგაშოა, რომ თავად მოსამართლეები ვერ გრძნობენ სისტემის შიგნიდან გაჯანსაღების რეალურ აუცილებლობას, ვერ ხედავენ თავიანთ თავს საზოგადოების თვალით.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში თამთა თოდაძის საქმეში ბრალდებული საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი დაიკითხა. პროცესს დაზარალებული თამთა თოდაძეც ესწრებოდა.
ისტორიულად, გაუპატიურება და მსგავსი ხასიათის ძალადობრივი დანაშაულები, ყოველთვის ამორალურ ქმედებად მიიჩნეოდა, თუმცა ძალადობის ცნება და სოციალური კონტექსტი მკვეთრად განსხვავდებოდა დღეს არსებული ცნებისაგან.
ბავშვის დედამ იმ დღესვე შეატყობინა პოლიციას. დაიწყო გამოძიება. ტანსაცმელი ჯერ კიდევ ხილის მეპატრონეების ეზოში იყო, როდესაც პოლიციამ ამოიღო. ბავშვს სხეულზე ეტყობოდა დაზიანებები და დასჭირდა სამედიცინო დახმარება. არც ადგილზე და არც შემდეგ არავინ დაუკავებიათ. არც დაზარალებულად უცნიათ ბავშვი დამამცირებელი მოპყრობის გამო.
ამ თემაზე „პუბლიკა” მომდევნო სტატიაში მოგითხრობთ, მანამდე კი ქართველი “შერლოკები” კვლავ პროკურატურის და არა მართლმსაჯულების ინტერესების გატარებას გააგრძელებენ.
ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე 2020 წლის 21 მაისს დააკავეს. მას ბრალი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე, ნეკა დოროყაშვილზე ფიზიკური ძალადობისთვის წარედგინა. პროკურატურა ჩოგბურთელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვდა, მაგრამ სასამართლომ ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი, როგორც ნეკა დოროყაშვილი, ასევე მათი მცირეწლოვანი შვილიც.
„ბენზინგასამართის თანამშრომელს ბრალდებულმა უთხრა, მიეცა მისთვის ისეთი საწვავი, რომელიც იქნებოდა ყველაზე აალებადი და ყველაზე კარგად წაეკიდებოდა ადამიანს. ეს დაადასტურა მან. რა თქმა უნდა, ვერავინ აღიქვამდა ამას სერიოზულად, თავად სევაც ამბობდა ჩვენებაში, რომ ვერ წარმომედგინა თუ საყვარელი ადამიანი გამიმეტებდა და ბოლო წუთამდე არ მჯეროდა, რომ ცოცხლად დამწვავდაო."
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე, რომლის ორგანიზაციაც ივერი მელაშვილს იცავს, „პუბლიკასთან“ საუბრობს, რატომ მისდევდა კომისია აზერბაიჯანთან საზღვრის შეთანხმებისას მაინცდამაინც 1938 წლის შეთანხმებას და არ იყენებდა რუკას, რომლითაც შეიძლებოდა დამატებით გარკვეული ტერიტორიები მიგვეღო.
BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის ფინანსური დანაშაულის აღკვეთის ქსელიდან (FinCEN) გაჟონილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ მსოფლიოში უდიდესმა ბანკებმა დაახლოებით 2 ტრილიონი დოლარის ტრანზაქცია განახორციელეს და კრიმინალებს საშუალება მისცეს, შავი ფული მთელი მსოფლიოს ბრუნვაში ჩაეშვათ.
ტერმინში - „კლანი“ - მოვიაზრებთ სასამართლო სისტემაში „მოღვაწე“ ურთიერთდაკავშირებულ პირთა ვიწრო ჯგუფს, რომელიც ფლობს ფორმალურ თუ არაფორმალურ ბერკეტებს საიმისოდ, რომ ზეგავლენა მოახდინოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აზრი თანაბრად გაიყო, ოთხი მოსამართლე ეწინააღმდეგებოდა სარჩელის დაკმაყოფილებას, ხოლო ოთხმა მოსამართლემ განსხვავებული აზრი წარმოადგინა.