საზოგადოება
დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლები მოითხოვენ, რომ „დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამა“ ბენეფიციარის 18 წლის შესრულების შემდგომაც გაგრძელდეს. გარდა ამისა, მშობლები სამინისტროს სთხოვენ, მოიხსნას ასაკობრივი ბარიერი და სრულად მოხდეს გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგით CGM System- ებით ბენეფიციარების უზრუნველყოფა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ მომზადებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ამ მხრივ არც საქართველო წარმოადგენს გამონაკლისს და უახლოეს წარსულში არსებობს სოციალური ხარჯების გაწევის შემთხვევები, რომლის საბოლოო მიზანიც ამომრჩეველთა ხმების მობილიზებაა.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, პარტიების უმრავლესობას სრული საარჩევნო პროგრამები ჯერ არა აქვთ გამოქვეყნებული, თუმცა მიმოხილვისას კვლევის ავტორი, განათლების ექსპერტი ლელა ჩახაია ეყრდნობა მთავარი პოლიტიკური ძალების გეგმებზე უკვე გამოქვეყნებული მოკლე ვერსიებს, სხვადასხვა მედია საშუალებებში გამოთქმულ მოსაზრებებსა და ინტერვიუებს.
ისეთი ფაქტორები, როგორიცაა არასტაბილური გარემო და პირობები, დაწყებული და შეწყვეტილი რეფორმები, ბიუროკრატია, ეკონომიკური პრობლემები, სასწავლო რესურსებზე დაბალი ხელმისაწვდომობა, პოლიტიკური ზეწოლა მასწავლებლებზე - მასწავლებლებს მუდმივ სტრესსა და შფოთში ამყოფებს. რაც თავის მხრივ, ნეგატიურ გავლენას ახდენს ხარისხიანი სწავლა-სწავლების პროცესზე.
„პუბლიკა“ გთავაზობთ არჩევნებში მონაწილე სუბიექტების ხედვებს შრომით საკითხებზე
საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების მქონე უწყებები მიღებული მოთხოვნების 41%-ზე არ რეაგირებენ, ან არღვევენ კანონით დადგენილ ვადებს (18%) - „მედიის ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრის“ ერთწლიანი მედიამონიტორინგის მიგნებები აჩვენებს, რომ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების მიმართ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არასათანადო რეაგირება სისტემური პრობლემაა.
კვირეული პანელური დისკუსიით „ევროკავშირი განათლებისათვის“ გაიხსნა და გაიმართა მსჯელობა საკითხზე, რა დადებითი მხარეები აქვს და რა ტიპის განვითარება მოჰყვება ევროინტეგრაციას უშუალოდ განათლების სისტემისათვის.
მედიამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანამდე განაცხადეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიჩნეოდა „ბრძოლის ერთადერთ გზად“ და იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო არ იმოქმედებდა დროულად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში, ბრძოლა სხვა მიმართულებითაც გაგრძელდებოდა. უფრო კონკრეტულად კი ორგანიზაციები ემზადებიან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარსადგენად, „რომელსაც მიმართავენ შესაბამის დროს“.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს ოთხი მოქალაქისთვის სანქციები გამოაცხადა, „მაგნიტსკის სიაში“ მოხვდნენ ,,ალტ-ინფოს” ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე. ასევე - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) და მისი მოადგილე, მილერი ლაგაზაური.
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ – ასე ჰქვია კანონპროექტს, რომელიც აწესებს ცენზურას, ზღუდავს შეკრების თავისუფლებას და შემოაქვს ჰომოფობიური და ტრანსფობიური ჩანაწერები; რიგ შემთხვევებში ასევე აწესებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც
ჩვენი კანონმდებლობა დღეს არ ითვალისწინებს მარიხუანის შეძენის ლეგალურ გზას. სხვადასხვა სიმკაცრის ჯარიმებია გათვალისწინებული მარიხუანის ფლობაზეც.
პოლიტიკის დოკუმენტის „უხილავი ხელები: ოჯახში დასაქმების ფორმალიზაცია საქართველოში” მიზანია, შეიმუშაოს ოჯახში დასაქმების ფორმალიზაციის ხედვა საქართველოსთვის. კვლევა რამდენიმე ქვეყნის მაგალითზე აჩვენებს საოჯახო შრომის მოწყობის უკეთეს პერსპექტივას და აანალიზებს საქართველოს შრომის პირობებს, ფორმალური და არაფორმალური შრომის პრაქტიკას.